“ტოლერანტის” სამუშაო შეხვედრა


 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: “საქართველოში რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, “თვითრეპატრიაციისპრევენციარომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტიახორციელებს, 18-დან 20 თებერვლამდე ბაკურიანში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა.

ასოციაციატოლერანტისხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის განმარტებით, პროექტი ხორციელდებამშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისადა აზერბაიჯანული ორგანიზაციაჰუმანიტარული კვლევის საზოგადოებისპარტნიორობით.


ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დიალოგით ყარაბაღის პრობლემასაც აგვარებს. ამდენად, მისი მონაწილეობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია, -  ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ პროექტი ხორციელდება ყველა იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, - რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება ამ პროექტის განხორციელება სახელმწიფოსთან კოორდინაციის გარეშე”.

სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს: რეპატრიანტის სტატუსის მიღება, - განცხადებების რაოდენობა, პრობლემები და სტატუსის მინიჭების პროცედურები; განათლების პრობლემებიმოქალაქეობის არმქონე მესხი მოსწავლეების დაფინანსებისა და ატესტატების პრობლემა; ხელისუფლების ხედვა დეპორტირებული მესხთა საკითხებზე; აზერბაიჯანში მცხოვრები დეპორტირებული მესხების მდგომარეობა; მედიის როლი დეპორტირებული მესხების პრობლემების მოგვარებაში; ტერმინის საკითხირა უნდა ვუწოდოთ იმ დეპორტირებულ მესხებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა ჩამოვიდნენ არალეგალურად, არ აქვთ მოქალაქეობა და არც შეუტანიათ განაცხადი სტატუსის მისაღებად და ასე შემდეგ.

პროექტის მიზანი ზუსტად ისაა, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს.  მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ განახორციელონ თვითრეპატრიაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებიან ისეთივე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ კანონის გვერდის ავლით დაბრუნებულები. იქნებიან საქართველოში, მაგრამ კანონმდებლობა არ მისცემს უფლებას მიიღონ მოქალაქეობა, განათლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა და ასე შემდეგ”, - განმარტავს პროექტის მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ორწელიწადნახევარი გაგრძელდება. ორგანიზატორების დახმარებით, სხვა აქტივობების გარდა, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა.

ასოციაციატოლერანტი” 2001 წლიდან არსებობს,  მესხების საკითხებზე 2005 წელს დაიწყო მუშაობა და დღემდე რვა პროექტი განახორციელა.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი