თოვლით დაფარული გზები


თოვლუხვ თებერვალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გზები ყოველთვის იკეტება. ჩვენ გიამბობთ, რამდენად ხანგრძლივად რჩება სოფლები ქალაქს მოწყვეტილი და როდის იხსნება მუნიციპალური გზები.

უხვმა თოვლმა და ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებსა და მანქანების მძღოლებს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. 13 თებერვლიდან შიდა გზების გასაწმენდად ინტენსიური მუშაობა დაიწყო. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზოგიერთ ადგილას გზაში თოვლის ვიწრო, 2-3 მეტრის სიღრმის გვირაბები გაჩნდა, რომლებიც მეტად არამყარია და ქარის დროს კვლავ თოვლით ივსება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ქარცახისა და გუმბუროსკენ მიმავალი გზების გაწმენდა ორგანიზაციაჯავახ ავტოგზასმოვალეობაში შედის. ამ ფირმას საკუთარი საწმენდი ტექნიკა აქვს.  ჯავახ ავტოგზასმოვალეობაა ახალქალაქიდან ბაკურიანამდე გზისა და ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალი გზის გაწმენდა. დანარჩენი გზების მოვლა- პატრონობაზე კი მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი.

გზების წმენდის ხარჯი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია. “ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზების თოვლისგან გასაწმენდად და მუნიციპალიტეტის წყალგაყვანილობის არხების გასაყვანად” 35 ათასი ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის სოფლების გზების თოვლისგან წმენდის პროცესს ადგილებზე რწმუნებულები არეგულირებენ, ისინი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელს ვაან ბატოიანს უკავშირდებიან და იგი საწმენდ ტექნიკას საჭირო ადგილებზე გზავნის. მუნიციპალიტეტს საკუთარი ტექნიკა არ გააჩნია და ამიტომ შესაბამისი ტექნიკის მფლობელ პირებთან ხელშეკრულებები აქვს დადებული. ეს უკანასკნელნი სოფლებში ხავეტი, აბული, აზავრეთი და კოკიოში ცხოვრობენ. ყველაზე დიდი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს ინდივიდუალურ მეწარმე სერობ ვარდანიანთან აქვს გაფორმებული.

გავწმინდე გზები სულდაში, ხავეტში, ბარალეთში იხტილასა და ბევრ სხვა სოფელში. პირველ რიგში, ისეთ სოფლებში მივდივართ, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან, შემდეგ კი დანარჩენების ჯერი დგება. ყოველ დღე სახლში ღამის სამ-ოთხ საათზე ვბრუნდები. ჩვენ გზას ვწმენდთ, მაგრამ მალე ისევ თოვლით იფარება”, - ამბობს სერობ ვარდანიანი.  

ვაან ბატოიანის თქმით, გზის მწმენდავების სამუშაო საათობრივია. ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს აქტის წარმოდგენის შემდეგ, სადაც რწმუნებული საათების რაოდენობას აღნიშნავს. აქ შედის დიზელის საწვავის ხარჯი და შესრულებული სამუშაო. თუმცა არის ადგილები, სადაც მუშაობისთვის მხოლოდ დიზელის საწვავს იძლევიან.

თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნება უფრო ძლიერია, რადგან ბევრი გზა კვლავ გაუვალი რჩება.

22 თებერვალს დაიკეტა სოფელ სამსარისკენ მიმავალი გზა. ჩამოსულები ქალაქში დარჩნენ, ხოლო, ვინც ჩამოსვლას აპირებდა, მგზავრობა გადადო.

ასევე 22 თებერვალს დაიკეტა სოფელ დადეშის გზა. სამი დღე ეს სოფელი თოვლის ტყვეობაში იყო.

წელს ეს გზა უკვე ექვსჯერ გავწმინდეთ. იყო ისეც, რომ ძლიერი ქარების დროს გზა 4-5 დღე ჩაკეტილი რჩებოდა, რადგან მის გაწმენდას აზრი არ ჰქონდა”, - ამბობს ვაან ბატოიანი.

23 თებერვლის ინფორმაციით, ჩაკეტილი იყო ქარსეპ-გოგაშენის გზის ნახევარი.
 დაკეტილია გზა ბუზავეთისა და მოდეგამის მიმართულებითაც. თოვლმა დაფარა მაჯადია-კორხის გზაც.

გზების საწმენდი სპეციალური ტექნიკა უახლოეს დღეებში ალბათ კვლავ ინტენსიურად იმუშავებს, რადგან ნალექი და ქარი ჯერჯერობით უკან არ იხევს.

 შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი