საქველმოქმედო ღონისძიება


მარტს ახალციხის სამუსიკო სკოლაში საქველმოქმედო  ღონისძიება გაიმართა, რომელიც გაზაფხულის დღესასწაულებს - დედისა და ქალთა დღეებს და შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საჯარო სკოლის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა.  
სკოლას წელს 180 წელი შეუსრულდა. დირექციამ გადაწყვიტა, რომ ეს წელი საიუბილეო წლად გამოვაცხადოთ. გავხსენით ამ საქველმოქმედო ღონისძიებით და კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი”, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი ლია კენჭოშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა და ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მიიღეს.

საქველმოქმედო ღონისძიებას არლის წმინდა ელისაბედის სახელობის საინტეგრაციო ცენტრის ბავშვებიც ესწრებოდნენ.

შემოწირულობა, როგორც პროდუქტები, ასევე სასწავლო ნივთები და თანხა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის და არლის საინტეგრაციო ცენტრის ბავშვებმა გაინაწილეს. საღამოს ბავშვებს რესტორანბონადეამუმასპინძლა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი