მუსლიმანი მესხების მოლოდინი


არიფოვების ოჯახი ორად გაიყო, სამი წევრი
ახალციხეში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი
კი აზერბაიჯანში ნათესავებს შეეკედლა და
სამშობლოში დასაბრუნებლად სტატუსის მიღებას
ელოდება. 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსლიმანი მესხების განაცხადების განხილვა დაიწყო. რა პროცედურების გავლაა საჭირო საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად და რა ბედი ელით მათ, ვისაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განაცხადი არ შეუტანია.

არიფოვების ოთხსულიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელთაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში განაცხადი შეიტანეს. ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, ბორჯომის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი განცხადების პასუხს ყოველდღე ელოდება. განცახდების პასუხზეა დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა ოჯახში არიფოვების უფროსი ვაჟი დავუთი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ თურქეთში წავიდა, შემდეგ კი საქართველოში აღარ შემოუშვეს. ახლა იგი აზერბაიჯანში, ნათესავებთან ცხოვრობს.
 აზერბაიჯანიდან საქართველოში არიფოვები სამი წლის წინ დაბრუნდნენ. ოჯახის წევრებიდან მოქალაქეობა მხოლოდ აბამუსლიმს აქვს. მოქალაქეობა რომ მივიღე, ჯერ კიდევ აზერბაიჯანში ვცხოვრობდით. სამ თვეში, უპრობლემოდ მოგვარდა ყველაფერი”, - გვიამბობს აბამუსლიმ არიფოვი, რომლის წინაპრები, გვარად თავდგირიძეები, ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბანში ცხოვრობდნენ.

დაბრუნების შემდეგ აბამუსლიმმა ორგანიზაციავათანშიდაიწყო მუშაობა. ამ ფაქტს უკავშირებს იგი იმ პრობლემებს, რაც მის შვილს შეექმნა: სახელმწიფო ამ ოფისის წინააღმდეგი იყო და შვილზე მოახდინა ზეწოლა. წერილები გავუგზავნე გუბერნატორს, პრეზიდენტს, პარლამენტსა და ევროპის კავშირს, მაგრამ პასუხები ვერ მივიღე. მხოლოდ ევროპის კავშირიდან მიპასუხეს, რომ როცა სტატუსს მიიღებს, შემდეგ დაბრუნდება”.

საქართველოში დაბრუნებული რაჰიმოვები ისევ აზერბაიჯანში
წავიდნენ და სტატუსის მირებას ელოდებიან,
სამშობლოში ხელმეორედ რომ დაბრუნდნენ. 
სტატუსის მიღებას ელოდებიან რაჰიმოვებიც, რომლებიც საქართველოში 2009 წლის დეკემბერში დაბრუნდნენ. თუმცა, მოქალაქეობა ვერ მიიღეს, შესაბამისად, ვერ გაიფორმეს ბინა და შექმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდენენ უკან, აზერბაიჯანში დაბრუნებულიყვნენ.

რაჰიმოვებისა და არიფოვების მსგავსად, სტატუსის მიღებას არაერთი ოჯახი ელოდება. რეპატრიანტის სტატუსი მათ საშუალებას მისცემს გამარტივებული წესით მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ეს კი თავისთავად გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მათ სტატუსისა და მოქალაქეობის არქონის გამო აქვთ: ვერ იკანონებენ კერძო საკუთრებას, ვერ ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ვერ აფინანსებს სახელმწიფო მათ სწავლას, სკოლა ვერ გასცემს ატესტატებს და ასე შემდეგ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მესხების პრობლემების შესახებ ინფორმირებული არ არიან. ამ საკითხებით არ დავინტერესებულვართ. ჩვენ სხვადასხვა ყოფითი და კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე ვართ ორიენტირებული”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

80 ათასამდე მუსლიმანი მესხი სამხრეთ საქართველოდან 1944 წლის 14-15 ნოემბრის ღამეს, სატვირთო ვაგონებით გაასახლეს. მათგან, დაახლოებით, 17 ათასი გზაში დაიღუპა. 1956 წლის აპრილში გადასახლებულებს მოეხსნათ სპეცგასახლებულის სტატუსი საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. საქართველოდან იძულებით გასახლებულთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან ევროსაბჭოს წინაშე, 1999 წელს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. პროცესი მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

2007 წლის 11 ივლისს საქართველომ მიიღო კანონიყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა შესახებ”. კანონის თანახმად, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ექვემდებარება საქართველოში რეპატრიაციას, შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარედგინა მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში ან საქართველოს საელჩოში. თავდაპირველად, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა მსურველებს 2009 წლის პირველ იანვრამდე უნდა მოესწროთ. იმავე, 2007 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმარეპატრიაციის შესახებკანონში მესამე მოსმენით ცვლილება შეიტანა და განაცხადების წარდგენის ვადამ 2009 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია. მოგვიანებით, ვადა 2010 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.  

ამჟამად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოში რეპატრირებულთა 5 841 განცხადებაა (დაახლოებით, 8 000-მდე ადამიანი) შესული. უმრავლესობა – 5 348 – აზერბაიჯანიდანაა, შემდეგ, 118 - თურქეთიდან, 62 – რუსეთიდან, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნებიდა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია ამბობს, რომ აპლიკაციების თითქმის ნახევარს ხარვეზები აქვს, ანუ, არ ახლავს ყველა საჭირო საბუთი. მას შემდეგ, რაც სამინისტრო ხარვეზებს დაადგენს, აპლიკანტებს მათი გამოსასწორებელი ვადა მიეცემათ:როდესაც აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას, მას აქვს ოთხი თვე, რომ გამოასწოროს მითითებული ხარვეზი და მიიტანოს საბუთი საელჩოში, ან გამოაგზავნოს სამინისტროში. თუ ვერ შეძლებს გასწორებას, დოკუმენტი უკან დაუბრუნდება და აღარ განიხილება. არის რამდენიმე ათეული აპლიკაცია, რომლებიც აბსოლუტურად უხარვეზოა და დაწყებულია მსჯელობა სტატუსის მინიჭებაზე”. 

კოკაიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც აპლიკანტი სტატუსს მიიღებს, ორი წლის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ. განაცხადი განიხილება და მოქალქეს მიენიჭება პირობადათქმული საქართველოს მოქალაქეობა: ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შევა მას შემდეგ, როცა რეპატრიანტი წარმოაგენს ცნობას, რომ ის გასულია თავისი ქვეყნიდან. პირობადათქმული მოქალაქეობის შემდეგ, მას კიდევ ორი წელი აქვს, რომ გავიდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეობიდან და აიღოს საქართველოს პასპორტი. თუ ეს 4 წელი ვერ გამოიყენა, ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით. თუმცა, არ ჩამოერთმევა რეპატრიანტის სტატუსი”.  

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტის” 2009-2010 წლის აღწერის მიხედვით, ამჟამად რეგიონში 50 ოჯახი და 165 კაცი ცხოვრობს. მათ შორის 12 ოჯახი ადიგენის, დანარჩენი კი ახალციხის მუნიციპალიტეტშია დასახლებული. ამათგან, დაახლოებით 22 ოჯახს, 83 ადამიანს, რომლებიც საქართველოში ბოლო ორ წელიწადში დაბრუნდნენ, სტატუსის მისაღებად განაცხადი არ შეუტანია.

ირაკლი კოკაია ამბობს, რომ  მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიტანა ამ ხალხმა განაცხადები: “ეს მათთვის უფრო მარტივი იყო ვიდრე აზერბაიჯანში მცხოვრებლებისთვის”.

ასოციაციატოლერანტისთავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ამ ფაქტს ორგანიზაციავათანისმუშაობას და მის მიერ წარმოებულ ანტიქართულ პროპაგანდას უკავშირებს: ესენი არიან არაინფორმირებული ადამიანები, ვინც მოტყუებით ჩამოვიდა და არ იცოდნენ სად მოდიოდნენ. “ვათანისგავლენაა ისიც, რომ მათ განაცხადები არ შეიტანეს. ისინი ეუბნებოდნენ: საქართველო თქვენი ქვეყანაა, წადით, იცხოვრეთ, არანაირი განაცხადის შეტანა და სტატუსი არ გჭირდებათო”.  

აღნიშნული ოჯახები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ. აპლიკაციების შეტანის ვადა ამოწურულია და მათ დამატებითი დრო აღარ მიეცემათ.

ყველა სრულწლოვანს ჰქონდა ორწლიანი ვადა, რომ მოესწრო და შეეტანა განაცხადი. მსურველი შეიძლება მოგვიანებითაც ბევრი აღმოჩნდეს, მაგალითად ის არასწრულწლოვნები, ვის მშობელსაც არ უნდოდა დაბრუნება და არ შეიტანა განაცხადი. ან ის, ვინც ვთქვათ მომავალში დაიბადება. შეიძლება შეიცვალოს კანონი, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. თუმცა, ამ კუთხით თუ მივუდგებით, მაშინ საკითხი ღია უნდა დავტოვოთ და პროცესი ასწლობით გაგრძელდება”, - ამბობს კოკაია და ამატებს, რომ მათ, ვინც განაცხადი არ შეიტანეს, მოქალაქეობის მიღების ორი გზა აქვთ. უნდა იხელმძღვანელონ კანონითუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოშიდა მიიღონ მოქალაქეობა, როგორც ეს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ეს გულისხმობს გარკვეული პერიოდით საქართველოში ცხოვრებას, ენის შესწავლას, შემდეგ გარკვეული გამოცდების ჩაბარებას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს მეორე გზაც, მათ შეუძლიათ მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს განსაკუთრებული დამსახურების, ან ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გამო.

სხვა გზა, სხვა პრეცენდენტი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. განცხადებით ვინც ვერ მოგვმართა, მათთვის მომართვის კარი დაიხურა, მაგრამ ქვეყნის კარი არ დახურულა. მათ შეუძლიათ იცხოვრონ საქართველოში, უბრალოდ, არ ექნებათ რეპატრიანტის სტატუსი”, - დასძენს კოკაია.  

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

სტატიები ამავე თემაზე:



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი