დაქუცმაცებული სამინისტრო


გარემოსდაცვის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა სათაფლიაში
გამართულ სხდომაზე განაცხადა. 
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია, საფრთხეები და დადებითი მხარეები.

სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებადაცული ტერიტორიების სააგენტოეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შეუერთდება, ხოლო გარემოს დაცვა და ეკოლოგია თავად სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება, ანუ მას მხოლოდ გარემოსდაცვითი ფუნქციები რჩება.

თბილისსა და რეგიონებში მოღვაწე 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართა და სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის საჯარო განხილვისკენ, ასევე პარლამენტში მისი გატანის შეჩერებისკენ მოუწოდა.
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოხმარებას შორის. დაუშვებელია, ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების გაცემის (ლიცენზირების), მოსაპოვებელი რესურსების ოდენობისა და მოპოვების პირობების დადგენის  და სალიცენზიო-სანებართვო პირობების კონტროლის ფუნქციები ერთ უწყებაში მოექცეს, მითუმეტეს რესურსების მაქსიმალურად მოხმარებაზე ორიენტირებულ, ენერგეტიკის სამინისტროში”, - ნათქვამია განცხადებაში.

არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით, შეილახება დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციაბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების კონსერვაცია-დაცვა და შენარჩუნება: მთავრობის წევრთა განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნიათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მინისტრ ხაჩიძის განცხადება, რომლის თანახმადაც გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდწმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება”, რითაც მან აღიარა, რომ დაცული ტერიტორიების მართვა მას გარემოსდაცვის ღონისძიებად არ მიაჩნია”.

ასევე არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება, როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულებელყოფენ მათ ეკოლოგიურ და სოციალურ ფუნქციას, რაც მოკლე ხანში გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.

მწვანე ალტერნატივასანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, განცხადების პირველი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი უკვე განიხილეს: “განცხადებაში მოყვანილი მოთხოვნების მთავრობის მიერ უგულებელყოფა, სრულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ორჰუსის კონვენციით აღიარებული უფლებების დარღვევის გამო, სასამართლოს მიმართონ”. 

გუჯარაიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ამგვარი ქმედება, ასევე გახდება ჟენევაში, ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენის საფუძველი. 

საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მაღრაძის თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ინფორმირებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, გარემოსდაცვით სექტორში ცვლილებები ხშირად ხორციელდება: პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ამგვარად მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. მათი გამოსწორება კი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შემდეგ ძვირი უჯდება”.

გარემოსდაცვის სამინსიტროს დაქვემედებარებაში მყოფ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაციებში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

მაგ საკითხთან დაკავშირებით ჩემგან კომენტარს ვერ მიიღებთ”, - ამბობს გარემოსდაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი ფრიდონ ტაბატაძე

არ ვარ ინფორმირებული” - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ხათუნა ხმალაძე.

რა როგორ იქნება, ჯერ გარკვეულიარც სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოს უფროსი დავით კახიშვილია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგყველაფერი გაუმჯობესდება”, გაიზრდება დაფინანსება: ენერგეტიკის სამინისტრო ძლიერი სამინისტროა, ამიტომ შეუძლია უფრო მეტი თანხა გასცეს, გაზარდოს შტატების რაოდენობა. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი რეინჯერი მეყოლება და ტყეც მეტად დაცული იქნება”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის წევრებს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ პროექტი 8 თებერვალს გააცნო. 21 თებერვლიდან კი პარლამენტმა საკითხის რიგგარეშე განხილვა დაიწყო, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი 11 მარტამდე დასრულდება. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი