უმაღლეს სასწავლებლებს სრული აკადემიური თავისუფლება ენიჭებათ. |
უმაღლესი
სახელმწიფო
სასწავლებლები
სახელმწიფო
კონტროლისგან
თავისუფლდებიან.
კანონპროექტი,
რომელიც
სექტემბრიდან
ამოქმედდება,
უნივერსიტეტებისთვის
ბევრ
სიკეთესთან
ერთად,
სავარაუდოდ,
პრობლემებსაც
მოიტანს.
უმაღლეს
სასწავლებლებს
სრული
აკადემიური
თავისუფლება
მიენიჭებათ,
მათზე
აღარ
გავრცელდება
კანონი
სახელმწიფო
შეზღუდვების
შესახებ,
რის
შემდეგაც
გაჩნდება
დამოუკიდებელი
შემოსავალი
და ის უნივერსიტეტის განვითრებას მოხმარდება.
ახალციხის
სახელმწიფო
სასწავლო
უნივერსიტეტის
რექტორის
თინა
გელაშვილის
განცხადებით,
უმაღლესი
სახელმწიფო
სასწავლებლები
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირები
არიან,
ამდენად
მათზე
კანონი
ისე
ვრცელდება,
როგორც
ყველა
სხვა
საჯარო
დაწესებულებაზე.
კანონპროექტის
თანახმად კი, უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები არამომგებიანი იურიული პირები გახდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები გათავისუფლდებიან სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისაგან: “2010
წლის
1 დეკემბრიდან
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირები,
მათ
შორის
უმაღლესი
სასწავლებლები,
ვალდებული
იყვნენ
სახელმწიფო
შესყიდვების
ელექტორონული
ტენდერები
ეწარმოებინათ.
ამ
ერთმა,
პატარა,
პრეცენდენტმა,
უნივერსიტეტებში
სამეურნეო
საქმიანობა
მნიშვნელოვნად
შეაფერხა”.
საწვავის
შესყიდვაზე
ახალციხის
უნივერსიტეტმა
ტენდერი
სამჯერ
გამოაცხადა
და თითო გამოცხადებაზე მოსაკრებელი - 50 ლარიც გადაიხადა,
თუმცა
უშედეგოდ.
გელაშვილის
განმარტებით,
კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირებს
ტენდერში
მოანწილეობის
მიღების
სურვილიც
კი არ გასჩენიათ. საწვავის
არქონის
გამო,
დედაქალაქიდან
მოწვეული
46 პროფესორი
ორი
კვირის
განმავლობაში
ახალციხეში
საკუთარი
სახსრებით
დადიოდა:
“თუმცა იყო კატეგორია, რომელსაც ფინანსურად ამის საშუალება არ ჰქონდა”.
გელაშვილი
მიიჩნევს,
რომ
ახალი
კანონპროექტი
ამგვარ
პრობლემებს
გადაჭრის:
“არამომგებიანი იურიდიული პირის სტატუსით გადაკეთება, ვფიქრობ, ბიუჯეტს უფრო მოქნილს გახდის, საშუალება გექნება მოიძიო სპონსორები და დამატებითი დაფინანსება, ფული გადაიტანო მომგებიან დეპოზიტზე ან კრედიტით გასცე თანხა და შესაბამისად, შემოსავლები მიიღო”.
თუმცა,
ჩნდება
საფრთხეებიც.
კანონპროექტის
დამტკიცების
შემთხვევაში,
სახელმწიფო
სუბსიდიებს
უნივერსიტეტებზე
შეამცირებს,
ან საერთოდ გააუქმებს.
“სასწავლებლები ჰაერში გამოკიდებულები დარჩებიან, - ამბობს ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი და ამატებს, რომ
სახელმწიფოს
მხრიდან
დაფინანსების
მთლიანად
შეწყვეტის
შემთხვევაში,
სასწავლებლების
ავტონომიურობა
გაიზრდება,
თუმცა
მათ
დამატებითი
თანხების
მოსაძიებლად
მეტი
ძალისხმევა
დასჭირდებათ
- ბევრი
უმაღლესი
სასაწავლებელი
ამ
თვალსაზრისით
ცუდ
დღეში
აღმოჩნდება.
ბიზნესმენებს
დაფინანსების
სურვილი
დედაქალაქის
უნივერსიტეტებში
უფრო
მეტად
ექნებათ.
ამდენად,
ისინი
რეგიონის
სასწავლებლებზე
პატრონაჟის
აღებას
არც
ეცდებიან”.
გელაშვილი
იმედოვნებს,
რომ
დღეს
არსებული
ფინანსებითა
და პერსპექტივით ახალციხის უნივერსიტეტს ეს არ ემუქრება.
მისი
აზრით,
ამ მხრივ განსაკუთრებული სირთულეები მცირეკონტიგენტიან უნივერსიტეტებს შეექმნება. თუმცა,
არანაკლები
საფრთხეები
დაფინანსების
შემთხვევაშიც
ჩნდება:
“შესაძლოა, ის სპეციალობები, რომლებიც სახელმწიფოსთვის პროირიტეტია, ინვესტორის ბიზნესისთვის წამგებიანი იყოს. ამდენად, პრიორიტეტს ის თავად განსაზღვრავს. ამ პოლიტიკამ კი შეიძლება აკადემიური პერსონალი ფინანსურად დააზარალოს”.
კანონპროექტის
მიხედვით,
ერთადერთი
რასაც
მთავრობა
გააკონტროლებს,
სასწავლებლის
ბიუჯეტია.
ცვლილების
თანახმად,
საქართველოს
მთავრობა
შექმნის
რეგენტთა
საბჭოს,
რომელიც
კანცლერს
დანიშნავს.
ეს უკანასკნელი დაამტკიცებს სასწავლებლის ბიუჯეტს და მისი მოვალეობა
იქნება
ანგარიშის
მოსმენაც.
შვიდკაციანი
საბჭო
თბილისში,
რომელიმე
მმართველობით
რგოლში
დაჯდება.
კანონპრტოექტით,
სასწავლებლებში
აკადემიური
დამოუკიდებლობა
გარანტირებულია.
სახელმწიფო
მიიჩნევს,
რომ
ეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებით უნდა რეგულირდებოდეს და მიზნად
მაღალი
დონის
სწავლების
განხორციელებას
ისახავდეს.
“ავტონომიურობა აქვს მინიჭებული პედაგოგს მოამზადოს სასწავლო პროგრამა, შეფასების სისტემა, იყოს იმ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი, რომლისაც თავად უნდა”,
- გვიხსნის
გელაშვილი.
იგი
აღნიშნულ
კანონპროექტს,
ზოგადად,
წინაგადადგმულ
ნაბიჯად
მიიჩნევს.
თუმცა,
რომელი
სასწავლებლისთვის
რას
მოიტანს
სიახლე,
ეს მომავალში გაირკვევა. რაც შეეხება იმას
თუ “ვის ხელში” რომელი
უნივერსიტეტი
მოხვდება,
გელაშვილს
ურჩევნია
სახელმწიფო
ინტერესების
გამტარებელი
იყოს,
ვიდრე
კერძო.
თუმცა
არჩევანის
საშუალება
პროექტის
დამტკიცების
შემდეგ,
მისივე
აზრით,
მით
უფრო
რეგიონის
უნივერსიტეტებში,
ნაკლებად
იქნება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი