“სახალხო მანიფესტი” - გზა მოქალაქეთა აქტიურობამდე


 
 იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ითხოვენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს, სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას და აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. როგორი იყო გზა მოქალაქეთა ნიჰილიზმიდან საკრებულოს სხდომებამდე.

 ახალციხეში მცხოვრები გუჯა ივანიძე, ერთერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომლის გამოჩენა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღარავის უკვირს. განსხვავებით, 5 თვის წინანდელი მდგომარეობიდან, როცა საკრებულოს წევრებს სხდომაზე მისი მისვლა ეუცხოვათ და გაუჭირდათ გაცნობიერება, რომ იგი რომელიმე ორგანიზაციის წევრი კი არა, ქალაქის ერთი ჩვეულებრივი მცხოვრები იყო, ახლა მის გარეშე არცერთი სხდომა არ იმართება და დაგეგმილი თათბირის თარიღს საკრებულოს წევრები თავად ატყობინებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით, გუჯა ივანიძე მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ტელევიზიით პროექტსახალხო მანიფესტისშესახებ მოისმინა. შემდეგ მეგობრისგანაც გავიგე პროექტის დაწყების შესახებ და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, - ამბობს იგი და ამატებს, რომ 2009 წლის ოქტომბრამდე, ანუ, პროექტის დაწყებამდე, საკრებულო, ბიუჯეტი, სხდომები და საერთოდ, ადგილობრივი ხელისუფლება, მისთვის უცხო სფეროები იყო, - მეორე მომენტიცაა, შეიძლება სურვილი გქონდეს, მაგრამ, არ იცოდე იქამდე მისასვლელი გზა. ეს პროექტი იყო გზა ჩემს გააქტიურებამდე”.   

გუჯა ივანიძე ერთადერთი არ არის, ვინც ბოლო ხუთი თვეა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით ინტერესდება და ცდილობს, ქალაქის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. რიგითი მოქალაქეების გამოჩენა საკრებულოს სხდომებზე და ასევე, მათი სარეკომენდაციო და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილები, სამცხე-ჯავახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში აღარ უკვირთ.

რაც კეთდება, ყველაფერი ხალხისთვისაა, ამიტომ, ძალიან კარგია, როცა მოქალაქეები მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ზოგჯერ, შეიძლება, მათ ძალიან კარგი იდეა მოგაწოდონ. მაგალითად, საკრებულოში 26 წევრი ვართ, 50 კაცი თუ იქნება, ხომ შეიძლება უფრო კარგი იდეა გაჩნდეს?!” - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ მოქალაქეები განსაკუთრებით ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიურდებიან, - ბიუჯეტში უამრავი სხვადასხვა პაკეტია ჩადებული და ცხადია, აინტერესებთ. გასული წლის ნოემბრიდანვე ინტერესდებოდნენ რა ისმებოდა ბიუჯეტში. წინადადებებიც მოგვაწოდეს, რაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ”.

18-თვიანი პროექტი სახელწოდებით - “სახალხო მანიფესტი”, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, 2009 წელს დაიწყო და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთანერთად ახორციელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით, პროექტის ძირითადი მიზანი მოქალაქეების გააქტიურება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებაა. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ყველა მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ამ ტრენინგებზე შეირჩნენ ის მოქალაქეები, რომლებიც შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩაერთვნენ. მათ შორის იყო გუჯა ივანიძეც.

ტრენინგები ტარდებოდა კვარტალურად და ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ადვოკატირება, ადამიანთა უფლებების დაცვა, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების პრინციპები, ლიდერთა კლუბი”, - ამბობს ივანიძე.

ივანიძის მსგავსად, ლიდერობისა და თვითმმართველობის მონიტორინგის საკითხების შესახებ ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტში 904-მა მოქალაქემ გაიარა.

ქეთევან ბებიაშვილის განცხადებით, მსაგვსი ტრენინგები საჭირო იყო მოქალაქეების მოტივაციის გასაზრდელად და მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, - რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რა ფორმით შეუძლიათ ჩაერთონ მასში.

ტრენინგების შემდეგ აქტიურად ჩავერთეთ საკრებულოს საქმიანობაში, ვითხოვთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს, ვესწრებით სხდომებს, ვერთვებით ბიუჯეტის განხილვის პროცესში”, - გვიამბობს გუჯა ივანიძე, რომელმაც ბოლოს საკრებულოს მიმდინარე წლის იანვარში მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია იმ პროექტის შესახებ, რომელიც კორპუსებშიამხანაგობებისშექმნას გულისხმობს, - ეს საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. კორპუსების პრობლემების მოგვარების მიზნით, მცხოვრებლებმაამხანაგობაუნდა შექმნან და შემდეგ გამგეობა მათ 80 პროცენტით დააფინანსებს. გვაინტერესებდა რამდენად ეფექტურად ხორციელდებოდა პროექტი და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი კორპუსის პრობლემა მოგვარდა”.

აქტიური მოქალაქეები ამბობენ, რომ საკრებულოსგან სხვადასხვა ინფორმაციას იმიტომაც ითხოვდნენ, რომ მათი მუშაობა შეემოწმებინათ.
მაგალითად, საკრებულოდან გამოვითხოვდით საჯარო ინფორმაციას და ვამოწმებდით, რამდენად ეტეოდნენ კანონით დადგენილ ვადებში”, - ამბობს გუჯა ივანიძე.

საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვა მალხაზ გიქოშვილს აღარ უკვირს: ეს, პირიქით, კარგია, გამჭვირვალეს ხდის შენს მუშაობას და კითხვის ნიშნებიც აღარ ჩნდება.

გარდა მოქალაქეთა მომზადებისა, პროექტის პირველ ეტაპზე, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებისა და საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოვლენილი პრობლემების გაცნობის მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ფოკუს ჯგუფების ტიპის 83 შეხვედრა ჩატარდა. 960 რესპონდენტის გამოკითხვის შედეგად მიღებული შედეგები კი მუნიციპალიტეტებში გამართულმრგვალ მაგიდებზეგანიხილეს.

ბებიაშვილის განმარტებით, ფოკუს ჯგუფების შეხვედრების შედეგად გამოვლენილი შედეგები, წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაეცა: ეს საჭირო იყო, რათა მათ სცოდნოდათ რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა. ამ შეხვედრებმა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საშუალება მისცა საარჩევნო პროგრამა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით წარემართათ და ეზრუნათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად.

პროექტის მეორე ეტაპზე, ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების, ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ. ამგვარად, მათთვის გასაგები გახდა მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის სურვილი.

გასული წლის დეკემბერში აქტიურმა მოქალაქეებმა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თვითმმართველობებს 2011 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი სარეკომენდაციო წერილებით მიმართეს.

სასმელი წყალი ადიგენს მიეწოდება პერიოდულად, ხოლო სოფლებში სარწყავი წყლის სისტემები არ არის გამართული, ზოგ სოფელში არ არის დებეტი და არ ჰყოფნის მოსახლეობას სარწყავი წყალი, რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. ეს ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და დაბაში ართულებს ცხოვრების პირობებს, რაც  აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, როგორც დაბაში, ასევე სოფლად”, - ეს ამონარიდია იმ სარეკომენდაციო წერილიდან, რომლითაც მოქალაქეებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ენდელაძეს, 18 იანვარს მიმართეს. სარეკომენდაციო წერილში ასევე საუბარი იყო ადიგენსა და აბასთუმანში არსებულ ანტისანიტარიასა და ბუნკერების არარსებობაზე; სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციისა და სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ადგილობრივი პროგრამების აუცილებლობაზე.

სამართლიანი არჩევნებისადიგენის რაიონული კოორდინატორის თეონა დანგაძის თქმით, პასუხი 25 იანვარს მიიღეს.

მოგახსენებთ, რომ შიდა გზების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტში შემუშავებულია ინვესტირების პროექტები და გადაგზავნილია საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის საკოორდინაციო ცენტრში”, - ნათქვამი იყო პასუხში.

ნაგვის ბუნკერების ხელმისაწვდომობაზე, ქალაქის შიდა ქუჩებისა და სოფლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობაზე, ქუჩების განათებაზე, სასმელი წყლის ხარისხზე, ფეხით მოსიარულეთა გზის ნაწილის გაუმართაობასა და სოფლებში სარწყავი სისტემების არარსებობაზე, იყო საუბარი იმ სარეკომენდაციო წერილში, რომელიც ახალციხელმა აქტიურმა მოქალაქეებმა შეადგინეს.

დაგვპირდნენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ ყველა საკითხს”, - ამბობსსამართლიანი არჩევნებისახალციხის რაიონული კოორდინატორი ზვიად მერაბიშვილი.

ზემოთჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, ახალქალაქის აქტიური მოქალაქეები სარეკომენდაციო წერილში შეეხნენ გოგაშენი-ახალქალაქის სამარშრუტო ხაზის დაწესების საკითხს, რომელიც დაეხმარება 4 სოფელს; ასევე, სოფლებში ამბულატორიების კეთილმოწყობის, ხოლო ქალაქში სკვერისა და სამოქალაქო საპირფარეშოების მოწყობის საკითხებსაც.
ბორჯომისთვის აქტუალური პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის არარსებობა, ქალაქში გართობისა და დასვენების შესაბამისი პირობების არქონა, გაზის მაღალი ტარიფი და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოჩნდა.

ასპინძის აქტიურმა მოქალაქეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას სოფლების სარწყავი სისტემისა და გარე განათების მოწესრიგების რეკომენდაციით მიმართეს.

ნინოწმინდელმა მოქალაქეებმა კი ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემასთან ერთად, ადგილობრივ თვითთმართველობას საბავშვო ბაღების საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

ამის შემდეგ, სარეკომენდაციო წერილებიდან შეირჩა ერთი თემა, რომელზეც ყველა მუნიციპალიტეტშიმრგვალი მაგიდაგაიმართა. “მრგავლი მაგიდებისჩატრების შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. კერძოდ,

ახალციხეში კეთდება ახალი წყლის საცავი, რამაც უნდა უზრუნველყოს წყლის ხარისხი. “გარდა ამისა, ხალხის მოთხოვნა იყო ნაგვის ურნების დამატება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. ეს ინფორმაციაც მივაწოდეთ და ესეც გაითვალისწინეს ბიუჯეტში”, - ამბობს გუჯა ივანიძე.

ახალქალაქში სისტემატურად შემოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

ნინოწმინდაში მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

ბორჯომში გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამის მოცულობა, როგორც კი შემოსავლები გაჩნდება ბიუჯეტში. შესაბამისად, მოქალაქეთა მოთხოვნის მიხედვით, ქულათა რაოდენობა 160 ათასიდან 200 ათასამდე გაიზრდება. ასე ჯანდაცვის ადგილობრივი პროგრამა მეტი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ასპინძაში ეტაპობრივად დაიწყება გარე განათების მოწესრიგება.

ადიგენში დაიწყება შიდა გზების კეთილმოწყობა.

როდესაც რეკომენდაციებს ვაძლევთ, ყოველთვის ითვალისწინებენ. პროექტში უკვე ჩაერთვნენ ჩემი მეგობრებიც, ახლა საჭიროებებს ვიკვლევთ და როგორც კი გარკვეულ შედეგებს მივიღებთ, ახალი რეკომენდაციით მივმართავთ საკრებულოს”, - ამბობს გუჯა ივანიძე.

მოსახლეობისგან უკეთ გაიგებ რა არის ძირითადად პრობლემა, ამიტომ აქტიურობა მისასალმებელია”, - აცხადებს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ მაგალითად, მოსახლეობისგან შეიტყო დიალეზის ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ, - რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომშია დიალეზის ცენტრი და მუდმივი რიგებია. მართალია, ეს სახელმწიფო პროგრამაა, მაგრამ შეგვიძლია საკითხი დავაყენოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე და დავაყენეთ კიდეც”.
 
გასარკვევად, რამდენად შეასრულებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობები მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციადასამართლიანი არჩევნებიმონიტორინგს განაგრძობენ.

გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რეკომენდაციები 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების სახით იქნას გათვალისწინებული, ხოლო 2012 წელს გაითვალისწინონ ბიუჯეტის შედგენისას”, - აცხადებენ პროექტსახალხო მანიფესტისორგანიზატორები და იმედოვნებენ, რომ მოქალაქეები, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართული მათ პროექტებში, სხვებსაც გააქტიურებენ და საბოლოოდ, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა გაცილებით უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახდება.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი