“მარტივი და მეგობრული გამოცდების” მეორე წელი


2012 წლის საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერი ყველა საგანში 5,5 ქულით განისაზღვრა. ატესტატის მისაღებად მოსწავლეები გამოცდას ისევ რვა საგანში ჩააბარებენ.

2011 წელს საქართველოში საატესტატო გამოცდები ეგრეთ წოდებული A-ის სისტემით ჩატარდა. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოსწავლეებმა გამოცდა კომპიუტერის საშუალებით ჩააბარეს. გასულ წელს გამსვლელი ბარიერი გამოცდების დასრულების შემდეგ დადგინდა.

იმის გამო, რომ შარშან საატესტატო გამოცდები პირველად ტარდებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარკვეული შეღავათები დააწესა. მოსწავლე, რომელიც რვა საგნიდან ნებისმიერ სამში 5,2-, ხოლო დანარჩენ ხუთში 5,5 ქულაზე მეტს დააგროვებდა, ატესტატს მიიღებდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, წელს მსგავსი შეღავათები აღარ იქნება. უკვე დადგენილია, რომ 2012 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5,5 იქნება, გამონაკლისია არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის გამოცდა, აქ ბარიერი 5,3 –ით განისაზღვრა.  
 
გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. სკოლის დირექტორები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში ჯერ სკოლას, შემდეგ კი თითოეულ მოსწავლეს არეგისტრირებენ.  

რეგისტრაცია 24 მარტს მთავრდება. რეგისტრაციის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე მოსწავლეთა სია უნდა ამოვბეჭდოთ, დავამოწმოთ ბეჭედით და თითოეული მოსწავლის ხელმოწერით, რომ ნამდვილად დარეგისტრირდნენ გამოცდებისთვის და გავაგზავნოთ სამინისტროში, ამით დამთავრდება რეგისტრაციის პროცედურა”, - გვიხსნის ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

საატესტატო გამოცდებისთვის რეგიტრაციას ის მოსწავლეებიც გადიან, ვინც გამოცდების ჩაბარებას ექსტერნად აპირებს. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებმაც გასულ წელს ბარიერი რომელიმე საგანში ვერ გადალახეს, წელს გამოცდას განმეორებით მხოლოდ ამ საგანში ჩააბარებენ.

გასულ წელს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის 49 მეთორმეტეკლასელიდან სკოლის დამამთვავრებელი ატესტატი რვა მოსწავლემ ვერ მიიღო. თითოეულმა მათგანმა გამოცდა მხოლოდ ერთ საგანში ვერ ჩააბარა.
წელს მეორე საჯარო სკოლას 58 მოსწავლე ამთავრებს. მათ შორის 22 რუსულ სექტორზე, ხოლო 36 ქართულ სექტორზე სწავლობს. სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძის თქმით, წელს სკოლას საკმაოდ კარგი ნაკადი ამთავრებს.

მეთორმეტე კლასში ოთხი ოქროს მედალოსანი და ორი ვერცხლის მედალოსანი გვყავს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც პირველი კლასიდან ძალიან კარგად სწავლობენ, - ამბობს მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ ტესტი მოსწავლის ცოდნის მაჩვენებელი არაა: კი, მცოდნე ბავშვი მეტ სწორ პასუხს შემოხაზავს, მაგრამ, მანდ ინტუიციის ამბავია, შეიძლება საერთოდ არ იცოდე და სწორ პასუხსმოარტყა”.

შარშან, პირველ საჯარო სკოლაში, 99 მეთორმეტეკლასელიდან ატესტატის გარეშე სამი მოსწავლე დარჩა. წელს საატესტატო გამოცდებს 110 მოსწავლე ჩააბარებს. მათ შორის, ორი ექსტერნად.  

მაკა ჯანაშვილის თქმით, გასულ წელს მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს და სკოლისთვის მიღებული ცხრა ვარსკვლავიც ამის შედეგია: ტექნიკურადაც გამართული იყო ყველაფერი და არანაირი ხარვეზი არ ყოფილა. წელს უფრო მომზადებულები ვართ, კამერები უკვე დამონტაჟებულია, კომპიუტერებიც წესრიგშია”.

საატესტატო გამოცდების შემოღებას გასულ წელს მოსწავლეები სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდნენ. მეთორმეტეკლასელები ამბობდნენ, რომ საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად ერთი წელი საკმარისი არ იყო დააბიტურის საათებითმთელ პროგრამას ვერ გაიმეორებდნენ. მართალია გამოცდებს წელს უფრო მომზადებულები ხვდებიან, მაგრამ, უმეტესობა ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება შედარებით გაუჭირდებათ.

ჩვენ მოვყევით საპილოტე ჯგუფში, როცა ქიმია და ფიზიკა ტრიმესტრულად ისწავლებოდა. ამიტომ, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარების გვეშინია”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ბექა ვანაძე.

ნინო მელიქიძე მხოლოდ იმ საგნებში ემზადება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება. თუმცა, ამბობს, რომაბიტურის საათისმეშვეობით წლების განმავლობაში განვლილ მასალას იმეორებენ და ეს ასე თუ ისე მაინც ეხმარებათ: ფიზიკის გამოცდის მეშინია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბარიერს ამ საგანშიც გადავლახავ. მაქვს მსგავსი ტესტები, რომლებიც სავარაუდოდ იქნება საატესტატო გამოცდზე და ვმეცადინეობ”.

2011-2012 სასწავლო წელი 18 მაისს დასრულდება,   საატესტატო გამოცდები სავარაუდოდ 21 მაისს დაიწყება. გამოცდები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.

თამარ თოთაძე, ახალციხე








8 comments:

  1. If some one desires to be updated with latest technologies
    afterward he must be go to see this web page and be up to date all the time.


    Also visit my blog post; partypokerbonuscode.forumotion.com

    ReplyDelete
  2. Does your blog have a contact page? I'm having trouble locating it but, I'd like to shoot you an e-mail.
    I've got some ideas for your blog you might be interested in hearing. Either way, great site and I look forward to seeing it improve over time.

    my web blog ... Www.Edgechange.Com

    ReplyDelete
  3. Very good information. Lucky me I found your site by chance (stumbleupon).
    I have book marked it for later!

    Feel free to visit my web-site - www.dailystrength.org

    ReplyDelete
  4. Everything is very open with a really clear explanation of the challenges.
    It was really informative. Your site is extremely
    helpful. Thank you for sharing!

    my website ... hummaa.com

    ReplyDelete
  5. Hello, i think that i noticed you visited my website thus i came to go back the want?
    .I'm trying to to find issues to improve my site!I suppose its adequate to use a few of your ideas!!

    Here is my blog party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  6. Greetings from Los angeles! I'm bored to tears at work so I decided to browse your site on my iphone during lunch break. I love the knowledge you provide here and can't wait to take a look
    when I get home. I'm amazed at how fast your blog loaded on my phone .. I'm not even
    using WIFI, just 3G .. Anyhow, excellent site!

    Here is my blog; party poker bonus code free 50

    ReplyDelete
  7. Wow, this piece of writing is good, my sister is analyzing such things, thus I am going to
    convey her.

    My homepage: no deposit poker bonus codes for us players

    ReplyDelete
  8. My partner and I stumbled over here by a different web page and thought I might as well check things
    out. I like what I see so i am just following you.
    Look forward to looking into your web page repeatedly.

    Here is my weblog: Casinos Online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი