“ლაპარაკის დაწყებამდე, სიმღერა დავიწყე”


  შუშან შირინიანიახალქალაქი
აშუღის ბედნიერების ფორმულა

ეს ალბათ ბედია! ერევანში გადასვლისთვის ხელსაყრელი წინადადებები ყოველთვის მქონდა, მაგრამ ჯავახეთის მცხოვრებლები მიზიდავდნენ. ახლაც ჯავახეთი მაკავებს”.

ამ მიზეზით ალიკ ქსოპიანი ახალქალაქში დარჩა და კულტურის სფეროში დაიწყო მუშაობა. ახლა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუსიკასთან და სცენასთან დაკავშირებული კულტურული ცხოვრება ქსოპიანის ოჯახზე გადის. აშუღების სკოლა, ფოლკლორული ანსამბლიჯავახეთი”, ადგილობრივი თეატრალური ჯგუფი, ცეკვის სკოლაამ ყველაფერს ქსოპიანების ოჯახი ხელმძღვანელობს.
 
ქსოპიანები ქალაქის ცენტრში, ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობენ. სამ ვიწრო ოთახში ალიკ ქსოპიანი, მისი მეუღლე და ქალ-ვაჟი ცხოვრობს. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ალიკი ჩივის, რომ იგი 60 წელს გადასცდა, შვილები კი ჯერ არ დაოჯახებულან და შვილიშვილები არ ჰყავს.

უკვე სამოცი წლის ვარ, შვილიშვილები მინდა”, - ამბობს იგი. თუმცა ასეთ სივიწროვეში ოჯახისთვის ახალი წევრების მომატება ალბათ   ძნელიც იქნება. სივიწროვე ოჯახის წევრებს შემოქმედებაშიც უშლის ხელს, - ხანდახან ღამით თავში მელოდია მომდის, ამ მომენტში უნდა ავდგე, დავუკრა, მოვუსმინო, ჩავიწერო... მაგრამ, შთაგონების ჩახშობა უხდება და მეზობლების სიმშვიდეზე ფიქრობს, რომლებიც მრავალსართულიან სახლში ასე ახლოს არიან. თუმცა მეზობლებს ქსოპიანების ოჯახთან ამ საკითხზე უთანხმოება არ აქვთ.

ქსოპიანების მთელი ოჯახი კულტურის სფეროში მოღვაწეობს. შესაბამისი განათლება მხოლოდ ალიკის მეუღლეს ლამარას აქვსიგი ქორეოგრაფია. ოჯახის დანარჩენი წევრები, მათი თქმით, ხელოვნებისგან საკმაოდ შორს იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ ყველანი მის კალთას შეეფარნენ”. ალიკი და მისი მომავალი მეუღლე ერთმანეთს ხელოვნებამ შეახვედრა. სკოლის მოსწავლე ლამარა კულტურის სახლში ცეკვის სასწავლად მან მიიყვანა, შემდეგ ბლოგოვეშჩენსკში სასწავლებლად გაემგზავრა, ხოლო ჩამოსულს ლამარა ახლად სკოლადამთავრებული დახვდა. შემდეგ ალიკის მომავალმა მეუღლემ ერევნის ცეკვის სკოლა დაამთავრა და ისინი დიდხანს მუშაობდნენ ერთად, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, დაქორწინებას გადაწყვეტდნენ. მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. ისინი კმაყოფილები არიან იმით, რომ ერთსა და იმავე სფეროში საქმიანობენ: ვერც წარმომიდგენია, როგორ მიიღებდა, მაგალითად, ჩემი ბუღალტერი ცოლი სიმღერების ღამღამობით წერის ჩვეულებას”.

თავად ალიკ ქსოპიანს მუსიკალური განათლება არ აქვს, ეს ბევრმა არ იცის და არც სჯერა: “ნოტები ჩემი ქალიშვილისგან ვისწავლე”. ალიკს ყოველთვის კარგი სმენა და ხმა ჰქონდა, მაგრამ ამ სფეროში დარჩენა არ უნდოდა. სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან სიმღერას სთხოვდნენ, ამიტომ ერთ პერიოდში ძალიან მობეზრდა. იყო მომენტები, როცა მინდოდა ხმა გამფუჭებოდა. ამისთვის ცივ წყალსაც კი ვსვამდი, მაგრამ პირიქითYმოხდახმა უფრო გამეხსნა. როდესაც ხელოვნებას გავურბოდი, ვიფიქრე, ისეთ ადგილზე წავსულიყავი, სადაც არავინ მიცნობდა და სიმღერას არ მთხოვდა”.

ამისთვის იგი ბლოგოვეშჩენსკის უნივერსიტეტში ისტორიის შესასწავლად გაემგზავრა. თუმცა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაინც ხელოვნებას მიუძღვნა. ახლა კი ამით უკმაყოფილო არ არის და ამბობს, რომ ცხოვრება თავიდან რომ დაეწყო, იგივე გზას აირჩევდა.

ახლადარჩეულ გზაზე კი მხოლოდ ხელოვნებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას შეცვლიდა. თუ არ ეხმარებიან, ხელს მაინც ნუ უშლიან”. მისი თქმით, ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელთან უმუშავია და უმრავლეს შემთხვევაშიჩინოსნები ბულულს ქოჩარისგან ვერ ასხვავებდნენ, არ ესმოდათ საცეკვაო ანსამბლს ახალი კოსტუმები რაში სჭირდებოდა. ალიკი ამბობს, რომ ახლანდელი გამგებელი მეორე სახელმწიფო მოხელეა, ვისაც ესმის, აფასებს და ეხმარება ხელოვნების განვითარებასა და კულტურის შენარჩუნებას.

ალიკ ქსოპიანის შვილი მარქარი მამის დაარსებული აშუღთა სკოლის დირექტორია, თუმცა, ამ სამუშაოს მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ სხვა შესაფერისი არაფერია. ვაჟი მამის ხელოვნებას გაურბოდა, შემოქმედი ადამიანის ცხოვრება არ უნდოდა და ამიტომ იურიდიული განათლება მიიღო. ქალიშვილიც ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ ისიც აშუღთა სკოლაში მუშაობს.

იგი ხედავდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს მივაღწიე და ფიქრობდა, რომ ასე არ იქნებოდა, ჩემი ძალები სხვა მხარეს რომ მიმემართა. ყველა, ვისაც რუსეთში წასვლაში დავეხმარე, დღეს მილიონობით დოლარითლაპარაკობს, - ამბობს ალიკ ქსოპიანი.

იგი ამბობს, რომ ზოგჯერ იმედგაცრუება იპყრობდა და ახალქალაქის მიტოვებას ფიქრობდა. თუმცა, საბოლოოდ ყოველთვის მშობლიური მხარის სიყვარული იმარჯვებდა: ერევანში ბინას და კარგ სამსახურს მპირდებოდნენ. ახლაც მიწვევენ, მაგრამ იმ ასაკში აღარ ვარ, რომ სადმე გადავიდე. გადასახლება აღარ ღირს, საკუთარი ანსამბლი ჩამოვაყალიბე, რომელთანაც ერთად შემიძლია გასტროლებზე წავიდე და ხალხს ჩემი სიმღერები და ცეკვები ვაჩვენო”.

თუმცა აშუღის ბედნიერების ფორმულა მხოლოდ იმას მოიცავს, რაც იგი იმ წუთას ფლობს: თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. ფულში ბედნიერება არ არის. ბედნიერებაა, როცა ყველა ტაშს გიკრავს, დილაობით, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ყველა მეუბნებაცავტ ტანემ”, როცა ბაზარში მივდივარ, ყველა სიყვარულს მეფიცება. აი, ესაა ნამდვილი ბედნიერება”.

მსმენელთა გულებში მოსახვედრად ალიკ ქსოპიანს საკუთარი მეთოდი აქვს: სიმღერამონადირის თოფია, როგორც ნადირობისას გჭირდება პირველი ოპტიკური, მეორე მექანიკური და მესამე საბოლოო სამიზნის დაჭერა, რათა მსხვერპლს არ ააცილო, ასე კარგ მუსიკასაც კარგი სიტყვები და კარგი შესრულება სჭირდებამხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება სიმღერა კარგი”.

ალიკ ქსოპიანი ერთადერთი თანამედროვე ჯავახელი აშუღია, რომელიც ჯავახეთში ცხოვრობს და მუშაობს. მან სიმღერების წერა 48 წლის ასაკში დაიწყო, რასაც ახლა ძალიან ნანობს, რადგან ადრე რომ დაეწყო, მეტს მოასწრებდა. მას დღეისთვის 100 სიმღერა აქვს დაწერილი. 

1 comment:

დატოვე კომენტარი