სხდომა თანამშრომლობის იდეით


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

18-19 ნოემბერს ბათუმში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს.


სხდომის ფარგლებში შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. ამ სხდომას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში და შეხვედრები სომხეთის სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.  


ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, სხდომაზე ქვეყნების თემთაშორის ურთიერთობებსა და საქართველოს სომხურ თემთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.


სხდომაზე ხელი მოეწერა ქართულ-სომხურ სამთავრობო ეკონომიკური კომისიის პროტოკოლს, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს 19 საკითხს მოიცავს.
ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებიც შეხვდნენ. ნიკა გილაურმა და ტიგრან სარქისიანმა ბათუმში ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, კერძო კომპანიებისთვის ერევანი-ბათუმის ავიარეისის მომგებიანობასაც შეეხნენ, რადგან ამ რეისზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.


შედეგების შეჯამებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვგეგმავთ. არც ერთი ავიაკომპანია, რომელიც ამ მიმართულებით ფრენების განხორციელებას აპირებს, სახელმწიფო არ არის”, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სომხეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია: “ჩვენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას ვვარაუდობთ, რაც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”.

გილაურის თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის მეორე ძირითადი საკითხი სასაზღვრო პუნქტებზე ერთიანი ბაზების შექმნაა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი სამი სასაზღვრო პუნქტის ევროპული სტანდარტის შესაბამისად მოდერნიზაციის დაწყებას გეგმავს: პროგრამა ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდება”.


საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი აჭარის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. სარქისიანის განცხადებით, მათი პრობლემები სომხეთის მთავრობის ყურადღების ცენტრშია: “ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს”.


აჭარაში მცხოვრები ეთნიკური სომხების სულიერმა მოძღვარმა არარატ გუმბარიანმა ტიგრან სარქისიანს დახმარება სთხოვა სურბ პრკიჩის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხში, რადგან ამჟამად სკოლების საკვირაო მეცადიენეობა და თემის კულტურული ღონისძიებები ეკლესიაში ტარდება, რაც სულიერ სტრუქტურას მაინცდამაინც არ შეეფერება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოძღვარს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი