კუჭის დაავადებები


 თამუნა უჩიძეახალციხე
კუჭის ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებები; რა იწვევს მათ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს;

გამოკითხული მოსახლეობის 80 პროცენტს კუჭის პრობლემა აქვს და მათ უმრავლესობას გასტრიტი აწუხებს. კუჭის მომნელებელი სისტემის დარღვევა ანუ გასტრიტი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეულიზედმეტი რაოდენობით მიღებული საკვები, ძალიან ცხიმიანი კერძი, ძნელად მოსანელებელი ხილი ან ბოსტნეული. რაც შეეხება მწვავე გასტრიტს ის შეიძლება გამოწვეული იყოს ამა თუ იმ მედიკამენტის მავნე ზემოქმედებით, გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებით.


გავრცელებული დაავადებაა კუჭის წყლულიც. ის კუჭის ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით, ან მყარ დაქვეითებას იწვევს.

კუჭის წყლულიც უფრო მწეველებში ვითარდება. სიგარეტი კუჭის პირველი მტერია. თუ წყლულიანი პაცინეტი ეწევა, ის დაავადებას ვერ მოირჩენს, - ამბობს ახლაციხის რიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე გიორგი გოგოტიშვილი - თუ რომელიმე მშობელს არასწორი ცხოვრების რეჟიმი აქვს, ხშირ შემთხვევაში, ბავშვს თორმეტგოჯაზე ან კუჭზე წყლული უჩნდება”.

გოგოტიშვილის თქმით, ხშირია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეც: “კუჭის წყლული განიცდის მალინიზაციას, ანუ გაკიბოვანებას. ამდენად, კუჭის წყლული კიბოს წინაპირობაა, რისკფაქტორი საკმოდ დიდია”.

ქირურგის განმარტებით, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში არც თუ ისე ცოტაა კუჭის კიბოს შემთხვევებიც: ბოლო დროს 10-მდე ასეთი პაციენტი გვყავდა. ჩვენ გართულებულ მდგომარეობაში გვაკითხავენ, სისხლდენით ან სტენოზით. სტენოზი ეს არის კუჭის გასასვლელის დავიწროვება, ამიტომ ეწყებათ ღებინება”.

ძირითადად, კუჭის ოპერაცია კუჭის წყლულოვანი დაავადების გართულების გამო კეთდება.  გართულება გულისხმობს სისხლდენას და პერფომაციას, ანუ გახვრეტას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სასწრაფო ოპერაცია ინიშნება.

ბოლო კუჭის ოპერაცია ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში წყლულოვან სტენოზზე, ერთი თვის წინ გაკეთდა.

პაცინეტს კუჭის წყლულოვანი სტენოზი ჰქონდა. ყველაზე მძიმე ოპერაცია კუჭის სუბტოტალური რეზოქცია, ანუ დიდი ნაწილის ამოკვეთაა, მაგალითად სამი მეოთხედის”, - ამბობს გოგოტიშვილი და ამატებს, რომ თავად ახალციხის საავადმყოფოში კუჭზე ყველაზე რთული ოპერაცია ტრამვულ დაზიანებაზე აქვს გაკეთებული.

ქირურგის განცხადებით, ექიმის დანიშნულების გარეშე რაიმე პრეპარატის მიღება დაუშვებელია, რადგან ყველა წამალს თავისი უკუჩვენებები აქვს და თვითმკურნალობამ შესაძლოა ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს: “კუჭის ტკივილის შემთხვევაში ხშირად ღებულობენ ომეპრაზოლს, რომელიც იწვევს კუჭის წვენის გამოყოფის დათრგუნვას, კუჭის წვენი კი საჭმლის მონელებისათვის აუცილებელია. ომეპრაზოლის მიღებით საჭმლის მონელების ციკლიდან ერთ რგოლს ვაგდებთ, რაც ბუნებრივია, მდგომარეობას გაგვირთულებს”.   

გოგოტიშვილი გვიხსნის, რომ ომეპრაზოლის მიღება დასაშვებია მაღალი მჟავაინობის შემთხვევაში, თუმცა, ბუნებრივია ამას ადამიანი თავად ვერ დაადგენს, ამდენად, აუცილებელია რაიმე პრობლემის გაჩენისთანავე ექიმს ეჩვენოს: “ავიღოთ, ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიც არის აპენდიციტი, ანუ ბრმანაწლავი. 70 პროცენტს ტკივილი კუჭის არეში ეწყება. თვითმკურნალობის გამო, ხშირად პაციენტი გახეთქილი ბრმანაწლავით მოჰყავთ, როცა უკვე ჩირქია მოდებული მუცლის ღრუში. ეს საკმაოდ ართულებს არამარტო ოპერაციას, არამედ შედეგებს ოპერაციის შემდგომაც”.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქირურგის თქმით, მუცლის არეში ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვეჩვენოთ ექიმს.

რაც შეეხება კუჭის დაავადებების თავიდან აცილებას, ამისთვის აუცილებელია სწორი კვება, რადგან კუჭის დაავადებების გამომწვევი მიზეზი სწორედ არასწორი ცხოვრების წესი  და დარღვეული კვების რეჟიმია.

უნდა მივირთვათ მოხარშული, არ უნდა ვჭამოთ მჟავე ან ცხარე. ვიკვებოთ დღეში ოთხჯერ, ერთსა და იმავე დროს. ვეცადოთ არ ვჭამოთ ძილის წინ, საღამოს ექვს-შვიდ საათზე მსუბუქად ვივახშმოთ”, - გვიხსნის ექიმი.  

3 comments:

  1. I read this paragraph completely about the difference of
    hottest and previous technologies, it's amazing article.

    Also visit my website - casino playtech

    ReplyDelete
  2. We're a group of volunteers and opening a new scheme in our community. Your site offered us with useful info to work on. You've done a formidable task and our whole community might be grateful to you.


    My blog post auckland.triathlon.org

    ReplyDelete
  3. Can I simply just say what a comfort to find someone that
    truly knows what they are talking about on the internet.
    You certainly know how to bring a problem to light and make
    it important. More and more people ought to check this out and understand
    this side of the story. I was surprised you are
    not more popular since you most certainly possess the gift.



    Look at my site :: http://www.awebcafe.com/

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი