აბორტი სელექციური ნიშნით


თამუნა უჩიძეახალციხე




აბორტი სქესის გამო; უნდა აიკრძალოს თუ არა დაბადებამდე ჩვილის სქესის გარჩევა და რა მიზეზით იშორებენ დედები ნაყოფს;

შესაძლოა საქართველოში ლეგალური აბორტების რაოდენობა შემცირდეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აცხადებენ, რომ დაბადებამდე სქესის შერჩევამ საქართველოში ალბანეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის დაბადებამდე სქესის შერჩევისა და ამის საფუძველზე ლეგალური აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

3 ოქტომბერს რეზოლუციაში ასამბლეამ ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა შემოიღოს კანონი, რომელიც რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სქესის შერჩევას და ამის საფუძველზე ლეგალურ აბორტს აკრძალავს. აკრძალვა არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა მემკვიდრეობითი დაავადებების საფრთხე არსებობს.

ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში შობადობის რიცხვსა და აბორტების რაოდენობის მაჩვენებელს შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა. გასულ წელს აქ 672 აბორტი გაკეთდა. მათ შორის, ყველაზე მეტი - 349, 20-29 წლის ქალებში დაფიქსირდა, შემდეგ 30-39 წლის ასაკში - 247, 40-44 წლის ასაკში - 53, 15-19 წლის ასაკში 18 და 45 წლის ასაკში - 5. რაც შეეხება მშობიარეებს, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს 2010 წელს 700 მშობიარე ჰყავდა.

მკვეთრი სხვაობა აბორტებისა და შობადობის მაჩვენებელს შორის არც მიმდინარე წელსაა. პირველი იანვრიდან ამ დრომდე საავადმყოფომ 533 მშობიარე მიიღო. აბორტი კი 469 ქალმა გაიკეთა.

საბჭოთა პერიოდში შობადობასა და აბორტებს შორის შეფარდება ერთი შვიდზე იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი ერთი-ერთზე მოდის”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე მარინა ხაბაროვა.

მისი თქმით, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, აბორტების გაკეთების მიზეზი სოციალური ფონია: ამბობენ, რომ ბავშვის გასაზრდელად სახსრები არ აქვთ, მათ ჭამა, ჩაცმა და სწავლა უნდათ. არც თუ ისე ხშირად, მიზეზად ასახელებენ იმას, რომ უკვე ორი პატარა ჰაყვთ და ჯერ მესამე აღარ უნდათ”.  

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი მარინა ქობულაძე კი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები და მართლა შეჭირვებულები ხშირად უფრო მეტ შვილს აჩენენ, ვიდრე შეძლებულები: დედობრივი გრძნობა პირველ და მეორე შვილზე იმდენად დიდი არაა, როგორც ეს მესამესა და მეოთხეზეა. ამიტომ ოთხი შვილის დედას რომ უთხრა, მეხუთე გააჩინეო, ის უფრო დაგთანმხდება”.

რაც შეეხება სქესის გამო აბორტის გაკეთებას, ხაბაროვა ამბობს, რომ ამის მსურველი არც თუ ისე ცოტაა, თუმცა, მათ განყოფილებაში ამ მიზეზით აბორტი არ კეთდება. მაგალითად, ოქტომბერში ასეთი 3 ფეხმძიმე უარით გაისტუმრეს.  

ეს ცოდვა კი არა დანაშაულია! უნდა აიკრძალოს სქესის გარჩევა, - აცხადებს ქობულაძე. მას პრაქტიკაში სქესის გამო ნაყოფის მოშორების საკმაოდ ხშირი შემთხვევა ჰქონია -  მით უფრო ქართველ წყვილებს, თუ ვაჟი ჰყავთ, მეტი შვილი აღარ უნდათ. ეს ქართული მენტალიტეტია”. 

სქესის წინასწარ გარჩევის შესახებ აკრძალვის მომხრეა ხაბაროვაც: “როცა სქესის გარკვევა შეიძლება, ნაყოფს უკვე თავი, ხელები და ფეხები აქვს, გულიც უფეთქავს, ასე რომ ამ შემთხევვაში ჩამოყალიბებულ ბავშვს კლავენ”.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია ქალების მოსაზრება.

42 წლის მარინა, რომელსაც ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავს, სქესის გარჩევის შესახებ აკრძალვას დაუშვებლად მიიჩნევს და  ფიქრობს, რომ ამის მშობლისთვის დამალვა, რა მიზნითაც არ უნდა აინტერესებდეს ეს, უფლების შეზღუდვაა: “ორჯერ მაქვს აბორტი გაკეთებული. მართალია, სქესის გამო არცერთი არ გამიკეთებია, მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, ნაყოფს მოვიშორებდი თუ არა ეს ჩემი გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო”.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 31 წლის ნანას: შვილი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს ბიჭია თუ გოგო?! თუ სქესი არ გეცოდინება, ამ მიზეზით აბორტის გაკეთება გამოირიცხება და დაბადებასაც მეტი ინტერესით დაელოდები”.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირის ჩათვლით მიზეზების მითითების გარეშე ნებადართულია და აბსოლუტურად დედის სურვილზეა დამოკიდებული. 22- კვირამდე კი, აბორტი დაშვებულია სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. სელექციური ნიშნით აბორტთან დაკავშირებით ამჟამინდელ კანონმდებლობაში მინიშნება არ არის.


3 comments:

  1. of course like your website however you have to check the spelling on several of your posts.
    A number of them are rife with spelling problems and I find it very troublesome to tell the reality however I
    will surely come back again.

    Also visit my web page http://lululemoncoupons.blogspot.com

    ReplyDelete
  2. I am now not certain where you're getting your information, however good topic. I needs to spend some time studying more or figuring out more. Thanks for fantastic info I was looking for this information for my mission.

    Also visit my web blog; playtech casinos list

    ReplyDelete
  3. I really love your site.. Pleasant colors & theme.
    Did you create this web site yourself? Please reply back as I'm looking to create my own website and would love to find out where you got this from or just what the theme is called. Appreciate it!

    My web site ... http://faucet5danger.postbit.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი