დაცული მგლებისგან დაუცველი სოფელი

 თამარ თოთაძეახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, - ღამით სოფელში მგლები შედიან და პირუტყვსა და შინაურ ცხოველებს იტაცებენ.

სამ თვეზე მეტია, რაც წყრუთის მოსახლეობამ სოფელში მგლები შენიშნა. ისინი ამბობენ, რომ განსაკუთრებით ხშირად მგელი საძოვრებს სტუმრობს და უკვე არაერთი ძროხა შეჭამა.  

წელს ჩემი საქონელი არ დაუგლეჯია, მაგრამ ორი წლის წინ საძოვარზე გასული ერთი ძროხა შეჭამა. ადრე მხოლოდ ზამთარში ჩამოდიოდნენ, ახლა ზამთარშიც და ზაფხულშიც, ღამ-ღამობით სოფელში შემოდიან, - ამბობს სოფელ წყრუთში მცხოვრები ოგანეს მელიქიანი და ამატებს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ წყრუთის მოსახლეობას არ აწუხებს: ჩვენი და სოფელ ანის საძოვრები ერთად არის. იყო შემთხვევა, ანის მოსახლეობას ოთხი ხბო შეუჭამა”.

სოფელში, სადაც დაახლოებით სამასი კომლი ცხოვრობს, მოსახლეობას ღამე გარეთ გასვლის ეშინია.

მარტო საქონელი ხომ არ არის?! მეზობელს ეზოში დაბმული ძაღლიც დაუგლიჯა”, - ამბობს ამავე სოფლის მკვიდრი არუთ ჩახოიანი. თანასოფლელს ეთანხმება ვართუშ მელიქიანიც: საქონელი არ მყავს, მაგრამ ღამე გარეთ აღარ გამოვდივარ”.

ადგილობრივების ვარაუდით, სოფელს წითელი მგელი ესხმის თავს. ამბობენ, რომ ამ სახეობაზე ნადირობა აკრძალულია”, - ამბობს სოფელ წყრუთის სათემო კავშირიმედისხემძღვანელი ხაჩატურ ჩახოიანი.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში წითელი მგლის არსებობა მითია. არ არის წითელი მგელი საქართველოში და არც არასდროს ყოფილა. თუ მგელს გადაეყარეთ, ეს ისევ ჩვენი ძველი ნაცნობი რუხი მგელია”, - ამბობს ირაკი შავგულიძე სტატიაშიმითიწითელი მგელი” (აზრები.გე) თუმცა, წყრუთის შემთხვევაში სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. რომელი სახეობაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია, სოფელს თავს ესხმის და საფრთხეს უქმნის, ამიტომ, ადგილობრივებმა დახმარებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა მათ განუმარტა, რომ ამ პრობლემის მოგვარება გამგეობის კომპეტენცია არ არის და გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა მიაკითხონ.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის  მონიტორინგის სამმართველოში განმარტავენ, რომ ამ საკითხებს გარემოს დაცვის სამინისტრო აგვარებს. თუმცა, სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გარემოს დასცვის ინსპექცია გაუქმდა და სამინისტროს რაიონში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

“247- ბრძანების თანახმად, მსგავს საკითხებში გარემოს დაცვის სამინისტრო და ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს, რომლებიც ჩვენთან არ არსებობს. ეს ფუნქცია ჩვენს სააგენტოს არ აქვს გადმოცემული”, - ამბობს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ვერიკო აღლემაშვილი. მისივე თქმით, ამავე ბრძანებაშია განმარტებული, რომ აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა წარადგინოს, რადგან სამინისტროს რეგიონებში წარმომადგენლები არ ჰყავს.

გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებდებულების (მინისტრის ბრძანება ¹247) თანახმად, რომელზეც ვერიკო აღლემაშვილი საუბრობს, იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი მათ შორის - მგელი თავს ესხმის მოსახლეობას, მათ შინაურ ცხოველებს ან ანადგურებს ადამიანთა ქონებას, მოსახლეობას უფლება აქვს მოკლას ცხოველი”. ამ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვის ინსპექციისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ფაქტის შეტყობინება. მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას რეგულირების ღონისძიების ჩატარების შესახებ.

მოსახლეობამ ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიმართა, ამ უკანასკნელს კი ჯერ არც სამინისტროსთვის მიუმართავს და არც ექსპერტების მოწვევას ფიქრობს. ამიტომ, კითხვაზე ვინ დაეხმარება სოფელს, პასუხი ღიად რჩება. როგორც ჩანს დაცული მტაცებლისგან დაუცველი სოფლის დაცვას არავინ ფიქრობს.  

7 comments:

  1. bookmarked!!, I love your site!
    Feel free to visit my web site ; lululemon athletica printable coupons

    ReplyDelete
  2. Sweet blog! I found it while surfing around on Yahoo News.
    Do you have any suggestions on how to get listed in Yahoo News?
    I've been trying for a while but I never seem to get there! Appreciate it

    Also visit my weblog http://www.mbitoday.org/

    ReplyDelete
  3. Hi there it's me, I am also visiting this site regularly, this website is really fastidious and the people are really sharing fastidious thoughts.

    Also visit my weblog - party poker bonus code

    ReplyDelete
  4. Link exchange is nothing else except it is just placing the other person's weblog link on your page at proper place and other person will also do similar for you.

    Also visit my web-site: party poker bonus code 2013

    ReplyDelete
  5. I was recommended this blog by way of my cousin. I am not certain whether
    or not this post is written by means of him as nobody else know such designated about my difficulty.
    You're incredible! Thank you!

    Also visit my web blog party poker bonus Code Deposit

    ReplyDelete
  6. After going over a handful of the blog articles on your web page, I really like your way of blogging.

    I book marked it to my bookmark webpage list and will be checking back in the near future.
    Please check out my web site as well and let me know how you feel.



    Review my web-site ... free poker money online

    ReplyDelete
  7. Great post. I used to be checking continuously this blog and I'm impressed! Very useful information specially the last part :) I handle such information a lot. I was seeking this particular information for a long time. Thanks and good luck.

    Here is my weblog ... no deposit poker bonus

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი