კოორდინაცია - სრული სურათის შესაქმნელად

‘’ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ჟურნალისტები და მოქალაქეები ერთად შეეცდებიან არჩევნების გაშუქებას, მაგრამ ეს იქნება უფრო მასშტაბური და სერიოზული პროექტი, რომელშიც მხოლოდ ჟურნალისტები არ ჩაერთვებიან. განხორციელდება საქართველოს 11 ქალაქში და ვფიქრობთ, რომ შექმნის სრულ სურათს, რა ხდებოდა საქართველოში წინასაარჩევნოდ, არჩევნებზე და შემდგომ პერიოდში’’, - ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე.


პროექტს, სახელწოდებით - მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომლის გასაცნობად ია ანთაძე ‘’სამხრეთის კარიბჭეს’’ ესტუმრა, არასამთავრობო ორგანიზაციასამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიგაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტში საქართველოს 11 ქალაქი ჩაერთვება. პროფესიონალი ჟურნალისტები და აქტიური მოქალაქეები ერთად შეეცდებიან მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.

პროექტში თითოეულ რეგიონიდან 2 ჟურნალისტი და 120 მოქალაქე-ჟურნალისტი ჩაერთვება. პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ მათ კოორდინირებულად იმუშავონ და შექმნან სრული სურათი, რა ხდება საქართველოში.

‘’ჟურნალისტი ყოველთვის ყველგან ვერ იქნება. მითუმეტეს, როცა საკმაოდ მწირია კვალიფიციური კადრების რაოდენობა ადგილებზე. ამ დროს კი ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ძალიან საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს. მათი საქმე ძალიან მარტივია, მოგვაწოდონ ყველა ტიპის ინფორმაცია, ტექსტური მასალა, ფოტო, ვიდეო. შემდეგ ყველა ეს ინფორმაცია გადამოწმდება პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ’’, - განმარტავს ანთაძე. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში 11-ვე ქალაქებში მომზადდება 10-10 სტატია ერთსა და იმავე თემაზე, - ‘’ეს შექმნის სრულ სურათს, მაგალითად, რა მდგომარეობაა სიების თვალსაზრისით და ა.შ. რაც კარგი ანალიზის საშუალებას მოგვცემს’’.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსის გამოცხადება სიღრმისეული სტატიებისა და ფილმების გადასაღებად.

არჩევნების კოორდინირებულად გაშუქებას ‘’სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი’’ 2008 წელსაც შეეცადა. მაშინ,  საპარლამენტო არჩევნების გაშუქებაში 12 ქალაქის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. წელს პროფესიონალებს  სამოქალაქო ჟურნალისტებიც დაემატებიან.  

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი