მოროშკინას პოლიტიკური გეგმები ახალციხეში


 ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. განცხადება პიარისთვის თუ რეალური გეგმები პოლიტიკაში მოსასვლელად;

ლალი მოროშკინამ ახალციხეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ პრესა.ჯი-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენისათვის, პარტიული ზურგის გამაგრება არ მჭირდება. თუ გადავწყვეტ, რომ კენჭი ვიყარო, თავადაც კარგად გავართმევ თავს”, - განუცხადა მოროშკინამსამხრეთის კარიბჭეს”.
ლალი მოროშკინა 1969 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. 2001 წლამდე იყოვესტნიკისწამყვანი. 2001 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაციაჩემი საქართველო”, რომელიც დღემდე ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს. 2001-2004 წლებში გახლდათ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2006-2008 წლებშინაციონალური ავიახაზებისვიცეპრეზიდენტი, არის სეუს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მცირე აკადემიიის პროფესორი.

მოროშკინა გასულ წელს ლექციებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთანაც კითხულობდა.

ერთი სემესტრი სრულად, მეორე სემესტრში კი ცოტახანს იმუშავა ჩვენთან და ახალციხის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საკუთარი სურვილით შეწყვიტა”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

მიუხედავად ახალციხეში მცირე სამუშაო ვიზიტისა მოროშკინა ამბობს, რომ ეს მხარე ძალიან უყვარს: ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზეც აქ ვმუშაობდი და თავის დროზე მინისტრის მოადგილედაც სწორედ ამ რეგიონიდან დავინიშნე”.

მოროშკინას საბოლოო გადაწყვეტილება, დეპუტატად კენჭს იყრის თუ არა, მიღებული არ აქვს: “თუ საქმე იმაზე მიდგება, რატომ უნდა დამიჭირონ ახალციხელებმა მხარი, პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ და კარგად ვიცი მათი პრობლემები. ჩვენ ერთად არაერთი სტატია გამოგვიქვეყნებია პრესაში და არაერთი ღონისძიება დაგვიგეგმავს”.

მოროშკინაჯანსაღ პოლიტიკურ ამბიციებზეახალციხის უნივერსიტეტში მუშაობისასაც საუბრობდა, თუმცა, მაშინ რუსეთის ელჩის თანამდებობა სურდა.

მინდა, რომ როდესაც რუსეთთან პოლიტიკური სიტუაცია დალაგდება, ჩემი კანდიდატურა წარვადგინო რუსეთში ელჩის თანამდებობაზე, ვიცი როგორ შეიძლება დავამყარო გენეტიკურად ნათესავ ადამიანებთან ურთიერთობა”, - განაცხადა მოროშკინამ გაზეთმესხეთის უნივერსიტეტთან” (29 მარტი, 2010 . #66 (163)) მიცემულ ინტერვიუში.

სწორედ საკუთარ არაქართულ წარმომავლობას უსვამს ხაზს მოროშკინა ახალციხეში დეპუტატობის კანდიდატად კენჭის ყრის შემთხვევაშიც და ფიქრობს, რომ ამიტომაცაამათიანიეთნიკურად ჭრელ მხარეში. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველები.  

ჭკვიანი ქალია, მაგრამ ახალციხისთვის ვერ გამოდგება”, - ამობს გევორქ სარქისიანი.

“რა უნდა მოროშკინას პოლიტიკაში?! ან იქიდან რა იცის, აქ რა გვიჭირს, რა გვილხინს?!” - კითხულობს სუსანა ხაჩატურიანი.

შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ: “მაჟორიტარი დეპუტატი მისი კუთხის შვილი უნდა იყოს”.

ტაბატაძის მოსაზრებას იზიარებს ანზორ თამარაშვილი და ამბობს, რომ მიუხედავად მოროშკინასადმი დიდი პატივისცემისა, თავად მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს: რას გააკეთებს არ ვიცი, მაგრამ ახალციხისთვის ნაკლებად ცნობადია. აქ ცოტახანს მუშაობდა და ეს იმას არ ნიშნვას, რომ რაიონს იცნობს და იცის რომელ სოფელში რა პრობლემა აქვთ. აქაური შვილი უნდა იყოს, რომ პასუხი აგოს ხალხის წინაშე და მათი ინტერესებიც დაიცვას”.

მოროშკინას განცხადებას დეპუტატობის შესახებ არასერიოზულად აღიქვამს გურამ ჯინჭველაძე: აქ მას მხოლოდ ტელევიზიიდან და ყვითელი პრესის ფურცლებიდან იცნობენ, რაც ძალიან ცოტაა მხარდაჭერისთვის. ძალიან ცუდად იცნობს თავადაც ახალციხეს. აშკარად განწირულია დამარცხებისთვის”.

ანა ბაიდაური მიიჩნევს, რომ დეპუტატობის კანდიდატი მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს: “ვერანაირ მაგალითს ვერ აღებ მისი ბიოგრაფიიდან, მოროშკინას ხმას მხოლოდ მამაკაცები თუ მისცემენ”.

არაერთგვაროვანია ახალციხის უნივერსიტეტში მოროშკინას ყოფილი კოლეგების შეხედულება, მისი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით.

“აქვს უფლება კენჭი იყაროს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ელექტორატი თავად გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი”, - აცხადებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მერაბ ბერიძე.

უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება მოროშკინამ პიარისთვის გააკეთა: “დიდი ხანია არ მინახავს ლალი, მაგრამ ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. როცა ამ საკითხით დაინტერესდა, უთხრეს, რომ აქ ისეთი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელსაც კონკურენციას ვერ გაუწევდა”.  

გელაშვილის თქმით, მოროშკინა კარგი პედაგოგი იყო, თუმცა იმისთვის რომ რაიონი პარლამენტში წარმოადგინოს, ახალციხის უნივერსიტეტში მუშაობის მცირე გამოცდილება არასაკმარისია.

მოროშკინა კი მიიჩნევს, რომ ახალციხეში ხელისუფლებისთვის ღირსეული კონკურენტი იქნება. იგი ამომრჩეველს სიმართლეს და პირდაპირობას ჰპირდება: “დანარჩენი საერთო ძალისმხევით გაკეთდება”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი