ივანიშვილი თუ სააკაშვილი?


.. ორი პოლიტიკური პოლუსი - ივანიშვილი და სააკაშვილი; ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს და რატომ; რას ფიქრობს ხალხი;

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას საინიციატივო ჯგუფი წარუდგინა. 13 თებერვალს კი ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ დაარსებიდან 95 წლისთავი აღნიშნა და გზას, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობენ, “მესამე გზაუწოდა. ივანიშვილი, სააკაშვილი თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური მიმართულება; ვის უჭერენ ახალციხელები მხარს;
 
როლანდი ქურდაძე: “სააკაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება. შეიძლება გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ გაკეთებული უფრო ბევრია. ახალციხეში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გაამაგრეს სანაპირო სტადიონთან, ააშენეს ხიდი, ბაზარი, მიმდინარეობს ახალციხის ციხის რეაბილიტაცია. დარეგულირდა ელექტროენერგიის მოწოდება. გაყინული ხელფასების გამო ღირსეული ხალხი ტოვებდა სამსახურებს, დღეს ხომ ასე აღარაა?!  

ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის ძალიან ცოტა შანსი აქვს, მას პარტიები ფულის გამო მიეტმასნენ, ავტორიტეტს ფულზე ყიდიან. ივანიშვილი არის ადამიანი, რომლესაც  არანაირი პოლიტიკური შეხედულებები არ გააჩნია, არანაირი პოლიტიკური გეგმა არ აქვს და არ მესმის, როგორ შეიძლება მასთან თანამშრომლობა?!

ადამიანებს რომ დაუმტკიცო რაიმე, გაკეთებული უნდა დაანახო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სჯეროდეთ მისი. გააკეთოს ედპ- ან ივანიშვილმა და მათი გაკეთებულიც სარწმუნო გახდება. ჯერ მხოლოდ ის ღირს ამ ხელისულფების პლიუსად, რომ ამდენიკაშხლებიშენდება და ბუმბერაზი თურქეთის სახელმწიფო დენს ჩვენგან იყიდის”.

ეთერი კურტანიძე: “არ ვიცი ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება საარჩევნოდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სააკაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. ასეთი პრეზიდენტი ჩვენ არასდროს გვყოლია, მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ მოემსახუროს ხალხს. ეროვნულ დემოკრატიული პარტია არ გამიგია, არც ივანიშვილს ვიცნობ”.

ბორის სოსიაშვილი: “რეალისტი ვარ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ვუჭერ მხარს. გარშემო გაიხედ-გამოიხედეთ, ყველაფერი შენდება. სად ბიზნესმენი, სად პოლიტიკა და ქვეყნის მართვა?! სააკაშვილი ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა. ივანიშვილს ისეთი წრე ჰყავს, რომ  მხარს არავინ დაუჭერს მათ, თან მტერთან რომ კაცი შეიკვრება, იმასთან როგორ ითანამშრომლო?! ივანიშვილს ყველაფერი მხოლოდ ფულზე აქვს აგებული”.   

მიტია თორქომიანი: “სააკშვილს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან საქართველოში კარგად ცხოვრობს ხალხი, მას ძალიან კარგი საერთაშორისო ურთიერთობიც აქვს. მეც მას ვუჭერ მხარს და ივანიშვილი ვინაა, არ ვიცი”.

რუსუდან შავშიშვილი: “პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ მგონია, რომ სააკაშვილს მისცემენ ხმას, ივანიშილს არ იცნობს ხალხი. სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას შეიძლება ხარვეზები ჰქონდეს, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა”.

ნათია კიკნაძე:არჩევნებში არასდროს ვღებულობ მონაწილეობას, მაგრამ უმრავლესობა მხარს სააკაშვილს დაუჭერს, სატეელვიზიო გადაცემებიდან გამომიდანრე სააკაშვილს უფრო სცემენ პატივს, მან ბევრი რამ გააკეთა და მომავალშიც ბევრ კარგს გააკეთებს. ივანიშვილის შესახებ არაფერი მსმენია”.

ჟუჟუნა კაპანაძე: ივანიშვილს ვიცნობ სახელით და გვარით. სააკაშვილი, რაც ჩვენი პრეზიდენტია, ყველა ვხედავთ რა გააკეთა და რატომ უნდა ავირჩიოთ ივანიშვილი?! სააკაშვილი ყელაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება.

გვსმენია ივანიშვილის ქველმოქმედებაზეც, ხშირად ვარ ჭიათურისკენ, იქ ხალხი კამყოფილია ივანიშვილის, მაგრამ ამ წუთში რასაც ვხედავ ჩემი თვალით ფაქტია, რომ ბევრი რამ კეთდება. ივანიშვილი კიდევ არ ვიცი რას აკეთებს, ან რას გააკეთებს.

თუ ვინმე არაკანონიერად იქცევა ეს პრეზიდენტმა არ იცის, თორემ დარმწუნებული ვარ რომ იცოდეს, ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო უკეთესი იქნება”.

სედრაკ საპონჯიანი: “სააკაშვილის მხარეს ვარ, მან საშულება მისცა ხალხს რომ ივაჭრონ და ბიზნესი აკეთონ. ივანიშვილი არ ვიცი ვინაა. ვისაც იცნობ, ჯობია ისევ მას დაუჭირო მხარი”.

სერგო ყურმაშვილი: “სააკაშვილი კარგად მუშაობს, და ხელისუფლებაში 10 კი არა 50 წელი უნდა იყოს. ედპ- შეიძლება ჰაყვდეს მხარდამჭერები, მაგრამ ივანიშვილს ნაკლებად. ივანიშვილი რომ მოვიდეს, არაფერს არ გააკეთებს. ვისაც ვიცნობთ, იმას უნდა მივცეთ ხმა და სულ სააკაშვილი უნდა იყოს ჩემი აზრით”.  

ალექსანდრე პეტრიაშვილი:სააკაშვილს პენსიონერებზე და ომის ვეტერანებზე არასდროს უთქვამს დავეხმაროთო, ამაში ცოტა ნაკლი აქვს, თორემ დანარჩენიოქრო კაცია”. სააკაშვილს მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ასე იმიტომ მგონია, რომ როცა ამდენ რაღაცას ხსნის და აშენებს და ტელევიზიით ამას უჩვენებენ, ხალხი ყოვლეთვის ტაშს უკრავს, მეც სააკაშვილს ვუჭერ მხარს”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი