მიმდინარე
წლის
ადგილობრივი
ბიუჯეტი
და
შეცვლილი
პრიორიტეტები;
გაზრდილი
ხარჯები
და
ინფრასტრუქტურული
პროექტები.
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
2012 წლის
ბიუჯეტი
6 650 000 ლარით
დამტკიცდა.
გასული
წლებისგან
განსხვავებით,
ამჟამად
რიგით
პირველი
პრიორიტეტები
გზა
და წყალი აღარაა. წელს
რაბათის
განვითარების
პროგრამისთვის
ადგილობრივ
ბიუჯეტში
817 000 ლარია
გაწერილი,
ახალქალაქის
გზატკეცილზე
მდებარე
ხელოვნური
ტბის
რეაბილიტაციისთვის
კი 360 000.
“რაბათის განვითარებისათვის, მთავრობის განკარგულებით, 9 მილიონი ლარი გვაქვს დამატებული”,
- ამბობს
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
გამგეობის
საფინანასო
განყოფილების
უფროსი
გაგა
ივანიძე.
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯომარის
მალხაზ
გიქოშვილის
თქმით,
ტბაზე
ამფითეატრი
მაისში
გაიხსნება,
რაბათის
ციხე
კი აგვისტოში:
“გასული
წლის
ბიუჯეტი
რა
თანხითაც
დავასრულეთ,
იმ
რაოდენობით
წელს
მუშაობა
დავიწყეთ”.
რაც
შეეხება
მუნიციპალიტეტში
მთლიანად
ინფრასტრუქტურის
განვითარებას,
ივანიძის
განმარტებით,
745 000 ლარია
გაწერილი.
ეს თანხა შიდა გზების
მოვლა-პატრონობის, დასუფთავებისა და გარე განათების
ექსპლუატაციისთვის
დაიხარჯება.
წელს
საგანმანათლებლო
ღონისძიებებისთვის
300 000 ლარია
გათვალისწინებული,
სპორტული
და კულტურული ღონისძიებებისთვის - 560 000, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის
- 460 000.
“ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ოჯახი ახალშობილზე ერთჯერად დახმარებას, 100 ლარს მიიღებს. გაიზარდა ქულების რაოდენობაც, თუ აქამდე იმ მშობიარეებს ვეხმარებოდით, ვისაც ქულები 90 ათასის ჩათვლით ჰქონდა, ახლა მას მივცემთ დახმარებას, ვისაც ქულა 150 ათასი ლარის ჩათვლით ექნება”,
- აცხადებს
ივანიძე.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალციხის ოფისის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დეპუტატი
ნუგზარ
თამარაშვილი
მიიჩნევს,
რომ
სოციალურად
დაუცველი
ოჯახებისთვის
მშობიარობა
უფასო
უნდა
იყოს:
“ბიუჯეტი
ამის
საშუალებას
იძლევა.
საამისოდ,
საშუალოდ,
15 000 ლარის
გამოყოფა
იქნებოდა
საჭირო,
თუმცა
ჩემი
წინადადება
არ
მიიღეს”.
უგულებელყოფილი
იქნა
თამარაშვილის
წინადადება
მშობიარეებისათვის
200- ლარიან
დახმარებაზეც:
“მშობიარობა
დაახლოებით
400-დან
500-ლარამდე
ჯდება
და
თუ
ოჯახებს
200 ლარით
დავეხმარებოდით,
მაშინ
ეს
მთლიანი
ღირებულების
თითქმის
ნახევარს
შეადგენდა
და
მოსახლეობისთვის
დიდი
შეღავათი
იქნებოდა”.
გასული
წლის
ბოლოს
ადგილობრივი
თვითმმართველობა
და სამხარეო ადმინისტრაცია ახლადგარემონტებულ, ყოფილ ოფიცერთა სახლის
შენობაში
გადავიდა.
ადგილმდებარეობის
შეცვლა
კომუნალურ
ხარჯებზეც
აისახა.
2011 წელს
კავშირგაბმულობის
ხარჯები
23 000 ლარით
იყო
წარმოდგენილი,
2012 წელში
კი 25 000 ლარია დამტკიცებული. რაც შეეხება
კომუნალურ
ხარჯებს
შარშან
60 000-მდე
იყო
გაწერილი
და წელს 85 ათასამდე აიწია.
“ტესტირებისას, თუ
რამდენი
უნდა
დახარჯულიყო
შენობის
გასათბობად
სულ,
საკმაოდ
ბევრი
დაიხარჯა.
სერიოზული
მუშაობაა
საჭირო,
რომ
ეს
შემცირდეს”, - ამბობს თამარაშვილი.
2012 წლის
ბიუჯეტის
პროექტის
დამტკიცების
შემდეგ,
მასში
ორი
ცვლილება
უკვე
შევიდა.
საქართველოს
მთავრობის
განკარგულებით,
ინფრასტრუქტურული
პროექტების
განსახორციელებლად,
1 600 000 ლარი
გამოიყო.
აქედან
650 000 შიდა
გზების,
ტროტუარებისა
და საყრდენი კედლებისთვის დაიხარჯება; 300 000 შენობებისა და კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება 10 000-ით გზებზე უსაფრთხოების
ნიშნები
გაკეთდება
200 000 კი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების
რეაბილიტაციისთვის
გაიწერება.
“ასევე, იგეგმება გარე განათების ქსელის მოწყობა ასპინძის ქუჩაზე, განათება გაკეთდება ახლადაშენებულ ხიდსა და ქალაქში ახლადგაკეთებულ შემოსასვლელ გზაზე”,
- გვიხსნის
ივანიძე.
რომელ
სოფლებამდე
მისასვლელი
გზა
გაკეთდება,
ან რომელ ქუჩებზე დაიგება
ასფალტი,
ცენტრალური
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
თანხით,
ადგილობრივ
თვითმმართველობაში
ჯერ
არ იციან.
“ავარიულია კლდემდე მისასვლელი გზა, ცუდ მდგომარეობაშია წყალთბილისა და პამაჯის დამაკავშირებელი მონაკვეთიც, მაგრამ ამ თანხით რომელიმეს გავაკეთებთ თუ არა, ვერ გეტყვით”, - ამბობს მალხაზ
გიქოშვილი
და ამატებს, რომ ჯერ რეგიონული
განვითრების
სამინისტროდან
თანხის
გადმორიცხვას
ელოდებიან
და სოფლებამდე მისასვლელი გზებისთვის თანხა შესაძლოა სწორედ
აქ იყოს გაწერილი.
მიმდინარე
წლის
ბიუჯეტში
უკვე
ასახულია
667 387 ლარი.
აღნიშნული
თანხა “სოფლის მხარდაჭერის
პროგრამისთვისაა”
გამოყოფილი.
“გასულ წელთან შედარებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის გამოყოფილი ფული დაახლოებით 25 პროცენტითაა მომატებული. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების და პრიორიტეტების შერჩევა უკვე დაწყებულია”,
- გვიხსნის
საფინანსო
სამსახურის
უფროსი. მისი
თქმით,
ბიუჯეტში
წარმოდგენილი
სხვა
მუხლები
თითქმის
უცვლელადაა
წარმოდგენილი.
თამუნა
უჩიძე,
ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი