მანანა სარაშვილი, ახალციხე
სამცხე-ჯავახეთში ჰიბრიდული სიმინდის მოსავალის აღებას სექტემბრის ბოლოდან დაიწყებენ. წინასწარი პროგნოზით, გლეხების მოლოდინი არ გამართლდება.
სამცხე-ჯავახეთში ამერიკული სიმინდი 250 ჰექტარზე დაითესა. ჰიბრიდულ სიმინდზე არჩევანი ძირითადად ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში შეაჩერეს. შედარებით მკაცრი კლიმატური პირობების მქონე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა კი ტრადიციულად, კარტოფილის დათესვა ამჯობინეს.
გლეხები ამბობენ, რომ
“სიმინდის ტარო უკვე მოსულია და მწიფობაში შევიდა”. ამიტომ, თუ წვიმიანი ამინდები არ შეაფერხებთ, მოსავლის აღებას თვის ბოლოდან
დაიწყებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, ამერიკული სიმინდის თესლის შეძენის სურვილი 180-მა ოჯახმა გამოთქვა. მათთვის 1825 კილოგრამი სიმინდი ჩამოვიდა. 1 კილოგრამის ფასი 10 ლარით განისაზღვრებოდა და გლეხებსა და ფერმერებს მისი შეძენა განვადებითაც შეეძლოთ. როგორც ირკვევა, უმრავლესობამ ამ შეღავათით ისარგებლა და თანხა მოსავლის აღებიდან 7 თვის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა დაფარონ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურKკვეზერელი ჰიბრიდული სიმინდისგან რეკორდულ მოსავალს ელოდება. თუმცა, გლეხებს მისი ოპტიმიზმის გაზიარება უჭირთ. ისინი საჯაროდ საუბარს ერიდებიან, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ
სახელმწიფოს მიერ ინიცირებულმა პროგრამამ კრახი განიცადა.
“დაახლოებით 25 მეასედზე, საცდელად დავთესე, ვფიქრობდი ამერიკული სიმინდი ისეთივე მოსავალიანი იქნებოდა, როგორც ქართული, მაგრამ შევცდი. ამის შემდეგ ისევ ქართულ ჯიშზე შევაჩერებ არჩევანს”, - გვითხრა ადიგენში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
გლეხების ნაწილის თქმით, იმედგაცრუებას იწვევს ისიც, რომ ამერიკული სიმინდი მეორე წელს სათესლედ არ გამოდგება: “როგორც მითხრეს, მომავალ წელს სათესლე სიმინდის ყიდვა ისევ მომიწევს. გარდა ამისა, საჭმელად არ ვარგა. არც ქათმები ჭამენ და არც პირუტყვი ჭამს ჩალას”.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას, საზოგადოებაში თავიდანვე მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა” სამინისტროს ინიციატივას აპროტესტებდა და მიზეზად სათესლე მასალაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობას ასახელებდა. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გამო თქვა უარი სიმინდის დათესვაზე მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა. მათ შორის, ვარხანში მცხოვრებმა ნოდარმაც: “ისეთი ამბები ატყდა, რომ გადავწყვიტე ისევ ჩვენი, მამა-პაპური სიმინდი დამეთესა. რად მინდა ისეთი სიმინდი, რომელსაც ვერ შევჭამთ?!”
სასოფლო საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერებს ამერიკული სიმინდი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შესთავაზა. აღნიშნული სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ პირველივე წელი მოსავლიანი იყო: “ჩვენ მოსახლეობას კომპანია “პიონერის”, 90-დღიან ამერიკული სიმინდის თესლს ვთავაზობთ. რამდენიმე წლის წინ დავთესეთ პირველად და გვაჩვენა რომ კარგი მოსავალი მოაქვს, შესაფერისია რეგიონის კლიმატისთვის. მომავალ წელს ამავე კომპანიის ახალი, 75-დღიანი ჰიბრიდის შემოტანასაც ვაპირებთ”.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსად, სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურშიც ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდი მაღალ მოსავლიანი და გამძლეა.
“ქართული ჯიშის სიმინდზე ბევრად მოსავლიანია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰიბრიდი არის საუკეთესო დედების და მამების შვილი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გამოავლენს თავისი წინაპრების საუკეთესო თვისებებს, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე და დასძენს, რომ ამერიკული სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ სასურსათე სიმინდის ღირებულება დაიწევს: გასულ წელს ერთი კილოგრამი სიმინდი 1,20 ლარი ღირდა. ამიტომ, ღორისა და ქათამის შენახვა ძვირი ჯდებოდა. ახლა, ამერიკული სიმინდის ხარჯზე, ფასი დაიწევს. ერთი კილოგრამი ამერიკული და ქართული სიმინდის ღირებულება, სავარაუდოდ, 0,50-0,60 ლარი იქნება”.
ნამდვილად დაიწევს თუ არა სიმინდის ღირებულება, ძნელი სათქმელია. ვინაიდან, მოსავლიანობით არც საქართველოს სხვა რეგიონებში არიან კმაყოფილი.
გურიაში ამერიკული სიმინდის თესლი თითქმის არსად არ ამოვიდა, სადაც ამოვიდა _ არ გაიზარდა. კახეთში კი სიმინდს მავნებლები შეესია. გლეხების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მავნებლების წინააღმდეგ ღონისძიებები სასწრაფოდ არ გატარდა, ამერიკული სიმინდის მოსავალს განადგურება ემუქრება.
Hi, i think that i saw you visited my weblog thus i came to “return the favor”.
ReplyDeleteI'm attempting to find things to enhance my site!I suppose its ok to use some of your ideas!!
Here is my blog post; casino playtech bonus
Thank you for the good writeup. It in fact was a amusement account it.
ReplyDeleteLook advanced to far added agreeable from you! However,
how can we communicate?
My web site - party poker bonus code
I love it when folks come together and share thoughts.
ReplyDeleteGreat site, continue the good work!
Look into my web-site ... online casino bonus no deposit
Fantastic goods from you, man. I have understand your stuff previous to and you're just extremely magnificent. I really like what you have acquired here, really like what you are saying and the way in which you say it. You make it entertaining and you still care for to keep it smart. I cant wait to read far more from you. This is actually a tremendous web site.
ReplyDeleteMy web site - Top online casino
Hi! I'm at work browsing your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading your blog and look forward to all your posts! Carry on the outstanding work!
ReplyDeleteFeel free to visit my webpage; Www.Purevolume.com
Great information. Lucky me I came across your site by accident (stumbleupon).
ReplyDeleteI have saved as a favorite for later!
Feel free to surf to my page: Online Casino
When I initially commented I clicked the "Notify me when new comments are added" checkbox and now each time a comment is added I get four e-mails with the same comment.
ReplyDeleteIs there any way you can remove people from that service? Many thanks!
my web page; free poker bankroll us players
Hi, great reading your blog
ReplyDelete