ახალქალაქელებს ცივი ზამთარი ელით


ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

ამჟამად ახალქალაქელების მთავარი საზრუნავი ზამთრისთვის საჭირო შეშის მომარაგებაა; შეშა კი ცოტა იყიდება და ისიც ძალიან ძვირია.




ეგრეთ წოდებული ამირანის გორიდან ორ ხანშიშესულ ქალბატონს თითო მსხვილი, გამხმარი ტოტი მოაქვს. ტოტები შარფებითა და მაგარი ძაფებითაა შეკრული. ქალებს ტვირთი მძიმედ მოაქვთ და გზადაგზა გირჩებსაც აგროვებენ. ასეთი სანახაობა აგვისტოში ხშირად შეიძლება ნახოთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის შეშის მომარაგებას გაზაფხულზე იწყებენ და შემოდგომისთვის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს შეშა, ჩვეულებრივ, მომზადებული აქვს. თუმცა, წელს მდგომარეობა სხვაგვარია, უმრავლესობა შეშას ვერ იმარაგებს, რაც მუდმივი მღელვარებისა და პანიკის საბაბია.

ახალქალაქელებისთვის გათბობის პრობლემა ბუნებრივი აირის მეშვეობით თითქოს საბოლოოდ უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, მოსახლეობის უმეტესობას, უფრო ზუსტად კი, სოფლების მცხოვრებლებს გაზით გათბობის საშუალება მარტივი მიზეზის გამო არ აქვთმათთან ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ შეუყვანიათ. გაზით სარგებლობა მხოლოდ ქალაქ ახალქალაქისა და ახლომდებარე სამი სოფლისხულგუმოს, კულიკამისა და კარტიკამის მცხოვრებლებს შეუძლიათ. ასევე, სოფელ ხანდოს მოსახლეობას, სადაც ბუნებრივი აირი რუსეთში მცხოვრები ერთი ქველმოქმედი ადამიანის წყალობით შეიყვანეს. თუმცა ყველას, ვისაც ტექნიკური საშუალება აქვს, ბუნებრივი გაზით გათბობის შესაძლებლობა არ გააჩნია. პირველ რიგში, გაზის გაყვანის ღირებულება გაიზარდა: თუ თავიდან ხალხი 450 ლარს იხდიდა, ახლა ქალაქში სახლის გაზიფიკაცია 550 ლარი ღირს, სოფლებში კი 650-750 ლარი. სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯის გარდა, გათბობისთვის ღუმელი ან გამათბობელი სისტემაა საჭირო, რაც ასევე საკმაოდ ძვირი ღირს.

ფული არ გვაქვს, რომ გაზი გამოვიყვანოთ დაბაქსივიყიდოთ. სსრკ-ის დროიდან უამრავი წიგნი დაგვრჩა, საშუალება არ გვექნება და მათი დაწვა მოგვიწევს. განა რამდენი უნდა დავწვათ?! ცოლ-ქმარი როგორმე გავთბებით”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ჟორა ეგიაზარიანი.

ახალქალაქის ცენტრალური ქუჩის განშტოებაზე ადრე ყოველდღე რამდენიმე დიდი, შეშით დატვირთული მანქანა იდგა. ხალხი მიდიოდა და შეშას მისაღებ ფასად ყიდულობდა. წელს ქუჩა ცარიელია, იშვიათად პატარა სატვირთო მანქანები თუ გამოჩნდებიან. გარდა ამისა, შარშან შეშა დაახლოებით 280 ლარი ღირდა, წელს კი მისი ფასი 380-400 ლარამდე გაიზარდა, ერთ ოჯახს კი, საშუალოდ, 2-3 რიგი შეშა სჭირდება. გაზაფხულზე ხალხმა ჯერ კიდევ მოასწრო თითო რიგი შეშის 290 ლარად შეძენა.
შარშან ამ დროს შეშა ნაყიდი, დაჩეხილი და გასაშრობად დალაგებული გვქონდა. წელს არ არის და მიზეზიც არ ვიცით. თუ გაზს ვერ შემოვიყვან, შეშა უნდა ვიყიდო ან სოფლებიდან გამხმარი ნაკელი ჩამოვიტანო. იძულებული ვართ, ველოდოთ”, - ამბობს ვაჩაგან ხაჩატრიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, ადგილობრივი სატყეო რესურსების გაჩეხვით მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტამდე დაკმაყოფილდება. თუმცა შეიძლება თუ არა შეშის მოჭრა ან ვის შეუძლიაეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ეს შეშა განსაკუთრებით გაჭირვებულ პირებს გადაეცეთ. თუმცა ჯერ ეს პროცესი არც დაწყებულა.

საქართველოში შეშის მოჭრის ახალი სისტემა დაინერგა. ყოველ მცხოვრებს უფლება აქვს ერთი კუბური მეტრი შეშისთვისლიბერთი ბანკში” 3 ლარი გადაიხადოს და შეშის მოჭრის ლიცენზია მიიღოს. მას შეუძლია ბაკურიანში ან ადიგენში წავიდეს, სადაც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები დახვდებიან და მიუთითებენ, რომელი ხეები უნდა მოჭრან. აშკარაა, რომ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. თუმცა სხვა გამოსავალიც არისშესაძლებელია ტყიდან ჩამოტანილი შეშის ყიდვაც, თუმცა, როგორც შეშის გამყიდველები ამბობენ, 6 რიგი შეშა 1500 ლარი ჯდება. ამიტომაც თუ ვინმე შეშის ჩამოტანას იკისრებს, ფასიც საკმაოდ მაღალი უნდა დაადოს.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემაა რაიონისთვის. ვაპირებ ბაკურიანში წასვლას და ადგილზე გარკვევას, იქ რა ხდება. შესაძლოა, ეს მექანიზმი ქაღალდზე კარგია, მაგრამ რეალობაში არ მუშაობს. თუ შეშით ორგანიზებულად არ უზრუნველვყოფთ, ხვალ ხალხი აღარაფერს შეუშინდება და მთელ ტყეებს გაჩეხავს, როგორც ადრე, ბნელ დროში, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი.

ახალქალაქელები, ვისაც სახლების გათბობის თემაზე ვესაუბრეთ, ალტერნატიულ მეთოდად სწორედ შეშის ნებისმიერი ხერხით მოპოვებას ასახელებენ.

სამსახურიც არის და ფულიც, მაგრამ თუ შეშა არ იქნება, მოგვიწევს ან მეზობელს მოვპაროთ, რომ არ გავიყინოთ ან ტყე გავჩეხოთ, როგორც ადრე. შეშა არ არის და თუ არის, ძალიან ძვირია, - ამბობს ერთ-ერთი  რესპონდენტი.

ტყეების არალეგალური გაჩეხვისთვის კი სახელმწიფოს უზარმაზარი ჯარიმები აქვს დაწესებული, რომლის ოდენობაც 5 000 ლარამდე აღწევს.


8 comments:

  1. This is very interesting, You are a very skilled blogger.
    I've joined your feed and look forward to seeking more of your fantastic post. Also, I have shared your web site in my social networks!

    my homepage :: 1 Cent casino playtech

    ReplyDelete
  2. I'm extremely pleased to uncover this page. I wanted to thank you for ones time just for this fantastic read!! I definitely enjoyed every bit of it and I have you saved to fav to see new things in your website.

    My blog post ... partypokerbonuscode.forumotion.com

    ReplyDelete
  3. Superb blog! Do you have any recommendations for aspiring
    writers? I'm planning to start my own blog soon but I'm a little lost on everything.
    Would you advise starting with a free platform like Wordpress or go for a
    paid option? There are so many choices out there that I'm totally confused .. Any ideas? Cheers!

    my homepage :: party poker bonus code reload

    ReplyDelete
  4. Hi, everything is going perfectly here and ofcourse every one is sharing data, that's actually fine, keep up writing.

    Also visit my web site :: partypoker bonus code 2013

    ReplyDelete
  5. I was curious if you ever thought of changing the page
    layout of your blog? Its very well written; I love what youve got
    to say. But maybe you could a little more in the way of content so people could connect with it
    better. Youve got an awful lot of text for only having 1 or 2 images.

    Maybe you could space it out better?

    Here is my page party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  6. Wonderful article! We are linking to this particularly great content on our website.
    Keep up the great writing.

    Here is my website ... Rtg Casinos 2013

    ReplyDelete
  7. Hello to every body, it's my first go to see of this website; this blog includes remarkable and truly fine data for visitors.

    Feel free to surf to my homepage: New rtg casinos

    ReplyDelete
  8. Inspiring quest there. What happened after? Thanks!



    Feel free to visit my page ... casinos online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი