პროგრამა უცვლელი პრიორიტეტებით


 თამუნა უჩიძეახალციხე
სასმელი წყლის ავზი სოფელ პამაჯში,
რომელც ამ პროგრამის ფარგლებში გაკეთდა.
 ''სოფლის დახმარების პროგრამაახალციხის მუნიციპალიტეტში უცვლელი პრიორიტეტებით ხორციელდება. გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი რიტუალების სახლებზე, სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

სოფლის დახმარების პროგრამისფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე მეხუთე თვეა მუშაობენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოკვეთილი 78 პრიორიტეტის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. მაგალითად, პირველი ივლისისთვის დასრულდა საყუნეთში ამბულატორიის ოთახის სარემონტო სამუშაოები, 20 ივლისისთვის   დაამთავრეს ზიკილიაში სარწყავი არხის რეაბილიტაცია. ივნისში დაასრულეს ქალაქ ვალეში კულტურის სახლის სახურავის შეკეთება.

 ვალისთვის გამოყოფილი 57 724 ლარიდან, კულტურის სახლისათვის 23 032 ლარი გაიწერა, დანარჩენი კი სხვა პრიორიტეტებს მოხმარდა: რიტუალების სახლზე სამზარეულოს მიშენება – 10 699 ლარი, ავტომაგისტრალის მიმდებარე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია – 11 859 ლარი, მეორე შახტაში რიტუალებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა – 9 493 ლარი, რიტუალების სახლისთვის მაცივრის შეძენა – 2 650 ლარი.

სოფლის პროგრამის ფულით რომ კულტურის სახლს ხურავდნენ ვიცი, მაგრამ რა თანხა იყო გამოყოფილი და კიდევ რა კეთდება ვერ გეტყვით. რიტუალების სახლს თუ მოგვიწყობენ, არ იქნება ცუდი”, - ამბობს ვალეში მცხოვრები ელდარ გოზალიშვილი.

სოფელ ტყემლანაში, როგორც ადგილობრივი 86 წლის თენგიზ ხმალაძე ამბობს, პრიორიტეტის გამოსავლენად კრება არ ჩატარებულა: “სოფლის რწმუნებული ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძველი რიტუალების სახლი რემონტდება. ისეთი დანგრეული იყო, კაცი შიგ ვერ შევიდოდა. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, სოფლისთვის კარგი საქმე კეთდება”.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 სოფლიდან 26-სთვის პრიორიტეტი რიტუალების სახლი აღმოჩნდა. იქ, სადაც გასულ წლებში რიტუალების სახლი ააშენეს, წელს ინვენტარის შეძენა სურთ. მაგალითად, საყუნეთში, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი, რიტუალების სახლისათვის 700 ლარადდინამიკებისშეძენაა. აგარაში კი რიტუალების სახლზე 5 510 ლარით სამზარეულოს მიშენება უნდათ.

შემდგომი პრობლემა სოფლებისთვის სასმელი წყალია. მიმდინარე წელს ეს საკითხი 18 სოფელში სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გადაიჭრება. რვა სოფლისთვის კი პრიორიტეტი სარწყავი სისტემის მოწესრიგება აღმოჩნდა. მაგალითად, სოფელ აწყურში გაწერილ რვა პრიორიტეტს შორის, სამი სასმელი წყლის და ორი სარწყავი არხის რეაბილიტაციაა.

ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მარინე სუდაძეს მიაჩნია, რომ სოფლებში თანხა ყოველთვის მიზნობრივად არ იხარჯება: როცა სოფელში პრიორიტეტად გზის მოხრეშვას ასახელებენ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ძლიერი წვიმები მათი ერთი წლის ფულს ხრამში ჩაიტანს. მაგრამ ჩვენ ჩარევისა და პრიორიტეტის განსაზღვრის უფლება არ გვაქვს”.

წელს შიდა გზების მოხრეშვა სამ სოფელში დაიგეგმა. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებული ანში. ამ  მიმართულებით 5 093 ლარის სამუშაოები დასრულდა წყორძაში. გზის მოხრეშვა დამთავრდა მუგარეთშიც. შიდა გზებისთვის აქ გამოყოფილი 8 184 ლარია.

დაგეგმილი 78 პრიორიტეტიდან რამდენიმე მათგანის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.

სასოფლო სამეურნეო სავარგულები გვიშლის ხელს. ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას მათი ნაწილი შესაძლოა დაზიანდეს, ამიტომ ჯერ თავს ვიკავებთ”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს ყველა პროექტს ადგილობრივი მშენებარე ფირმები  ახორციელებენ: “მათი უმრალვსეობა ინდივიდუალური მეწარმეცაა, ანუ ხელშეკრულებას ვაფორმებთ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებთან სოფლებში, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. დასაქმებულიებიც მხოლოდ ადგილობრივები არიან”.

არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირი” “სოფლის დახმარების პროგრამისმონიტორინგს ორი წელია ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს, გასულ წლებთან შედარებით, ფული უფრო ეფექტურად იხარჯება: “სოფლებისთვის გამოყოფილი თანხა რეალურად დიდი პრობლემის მოგვარებას ვერცერთ თემში ვერ წვდება,
მაგრამ ზოგიერთმა სოფელმა გრძელვადიანი გეგმა გაწერა. დიდი პრობლემების მოგვარება ნაწილ-ნაწილ დაიწყო. სამომავლოდ კი, საერთო საკითხის გადასაწყვეტად, რამდენიმე სოფელი გაერთიანდება”.

რაც შეეხება სოფლებში პროექტების მიმდინარეობისას მოსახლების ჩართულებას, ანდღულაძის განცხადებით ადგილობრივები კვლავ ინერტულები არიან: ამბობენ,
არ ვიცით რა კეთდება და მისი კონტროლის უფლებას ვინ მოგვცემსო, მაგრამ ვინ უშლით?! ეს სოფლის ფულია და ნებისმიერს აქვს უფლება დაინტერესდეს როგორ იხარჯება”.  

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 538 983 ლარი დაიხარჯება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი