თამუნა უჩიძე, ადიგენი
სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სასმელ წყალს ამ წყაროდან ეზიდება. |
სასმელი
წყლის გადაუჭრელი პრობლემა
სოფელ ბენარაში; საკითხი,
რომლის გადაწყვეტასაც სოფელს
პრეზიდენტი წერილობით დაჰპირდა,
თუმცა ჯერ
ისევ მოუგვარებელია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბენარაში მცხოვრები 67 წლის მარინა მესარკიშვილი, 20 წელიწადია, სასმელ წყალს ვედროებით, ასობით მეტრის მოშორებით, მეზობლებისგან, ან სოფლის გზის პირას ჩამომავალ მდინარე ოცხედან ეზიდება.
“მდინარის წყალს
ვზიდავ, რომელიც
აბასთუმნიდან მოდის
და ნაგავი
მოაქვს, ვასვენებთ
და რომ
დაილექება, მერე
ვსვამთ. სოფელში
ამის გამო
ბევრი დაავადდა”,
- ამბობს მესარკიშვილი.
მდინარის წყლის გარდა, მესარკიშვილებს
შედარებით სუფთა წყლით სარგებლობა სოფელში არსებული ჭებიდან შეუძლიათ. თუმცა, ჭის წყალი მარილიანია და სასმელად ვერ იყენებენ.
“გზაზე პატარა
“ჩაიღარაცაა”, იქ
ორ დღეში
ერთხელ თუ
მოვა წყალი,
მაგრამ ისიც
ჭუჭყიანია, ორჯერ
მომწამლა და
სასწრაფოს გამოძახება
დამჭირდა. თუ
არ ავადუღე,
ისე დალევას
ვეღარ ვბედავ”,
- გვიამბობს მესარკიშვილი.
20 წელიწადია, ბენარელები, ვირით, ცხენით, ხარებით ან ავტომანქანით ეზიდებიან წყალს.
“ჩვენ ფეხით
გვიწევს 500 მეტრის
გავლა. სახლში
ოთხი სული
ვართ, ოთხივე
ვეზიდებით, მაგრამ
დღის განმავლობაში
საკმარისი წყლით
მომარაგება მაინც
ძალიან გვიჭირს”,
- აცხადებს ამავე სოფლის მკვიდრი დალი ჯინჭველაძე.
ბენარა წყლით 20 წლის წინ მარაგდებოდა. მაშინ სოფელი დასახლებიდან მოშორებით მდებარე, მესაქონლეობისა და მეღორეობის ფერმების წყლით სარგებლობდა. ცხოველებისთვის განკუთვნილ წყალს, 70-კომლიანი სოფელი სასმელად იყენებდა, თუმცა, ფერმების განადგურებისა და კოლმეურნეობების
დაშლის შემდეგ, ბენარაში ესეც სანატრელი გაუხდათ. წყალი სოფლამდე ნაკლებად აღწევს და თან იმაზე მეტად დაბინძურებული, ვიდრე წლების წინ იყო.
“სინჯები თავად
ავიღე და
ლაბორატორიაში შევამოწმებინე,
ეს და
მდინარის წყალი
ერთია, ღორებისა
და საქონლისთვის
იყო განკუთვნილი,
ამდენად მისი
გაფილტვრისთვის თავიდანვე
არ უზრუნიათ”,
- გვიამბობს ბენარაში მცხოვრები შოთა მარტიაშვილი და ამატებს, რომ ახლა ამ წყალს მთაში საძოვრებზე გარეკილი საქონლის ფეკალიებიც ერევა.
დაბინძურებული წყალი მხოლოდ სოფლის ნახევრამდე აღწევს. ისიც ორ დღეში ერთხელ, კურცხანის ხეობიდან მოდის. ხაზი, რომლითაც ბენარა მარაგდება, წყალს კიდევ ოთხ სოფელს აწვდის - უნწა, ხევაშენი, ვარხანი და სოფელი აბასთუმანი, ამდენად, დებეტი აღარ ჰყოფნის.
სოფელში ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ბენარის წყლის პრობლემის შესახებ კარგად იციან. მოსახლეობამ დახმარება პრეზიდენტსაც სთხოვა.
“პრეზიდენტს ხალხი
კითხვებს ტელევიზიის
საშუალებით რომ
უსვამდა, ჩვენ
წყლის საკითხის
მოგვარების შესახებ
ვთხოვეთ. წერილობით
მივიღეთ პასუხი,
წყალს გაგიკეთებთო.
ამ საკითხს
2012 წლის ბიუჯეტის
შედგენისას განიხილავენ,
თუ მოგვცეს
ფული ხომ
კარგი, თუ
არა და
მოცდა კიდევ
დიდხანს მოგვიწევს”,
- ამბობს ბენარელი რევაზ გიქოშვილი.
გასული ორი წლის განმავლობაში, ბენარაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რიტუალების სახლი გაკეთდა.
“ცხვარს თხას
თუ არ
გააყოლებ, საბალახოდ
არ წავა,
სოფელს ისეთი
თავკაცი სჭირდება,
ასეთ საკითხებს,
რომ გონივრულად
მიუდგება. ორი
წელია რიტუალები
კეთდება, მაგრამ
დღემდე დაუსრულებელია”,
- აცხადებს მარტიაშვილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლამდე ბენარელებს სასმელი წყლის მოგვარების შესახებ საკითხი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” არ დაუყენებიათ. თუმცა, ეს ერთის მხრივ გასაგებიცაა, რადგან ბენარამდე
სასმელი წყლის მისაყვანად 70-80 ათასი ლარია საჭირო. მიმდინარე წელს კი ბენარისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა შვიდი ათას ლარს შეადგენს.
“წელს ამ
თანხით მასალას
შეიძენენ, მომავალ
წელსაც დაამატებენ
თანხას და
რაც დარჩება,
წილობრივი დაფინანსებით
ჩვენ შევავსებთ”,
- აცხადებს პარუნაშვილი.
მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი, ტრანსფერებიანად, 3 მილიონ ლარამდეა. იმის საშუალება, რომ 50 ათას ლარამდე ერთი სოფლის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყოს, არაა: “ეს
თანხა, ალბათ,
მიზნობრივი ტრანსფერით
შეივსება. თუ
რაიმე ფორსმაჟორული
არ მოხდა,
მომავალ წელს
ბენარაში წყლის
გაკეთება დაიწყება,
თუმცა მანამდე,
აგვისტოში, კურცხანას
ხეობაში, წყლის დებეტის რაოდენობა
შემოწმდება”.
სასმელი წყლის პრობლემა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისევე მწვავედ, როგორც ეს ბენარაშია, სოფელ ჭეჭლაშიც დგას. თუმცა, როგორც გამგებელი ამბობს, აქ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხა ყოველ წელს მიმართული სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელადაა: “ხუთი
ათასი ლარი
აკლდება და
ის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან შეივსება.
სხვა სოფლებში
მსგავსი პრობლემა
არსად არაა”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი