მეტი მოჭრილი ხე და მეტი კონტროლი


თამუნა უჩიძეახალციხე 
ტყის კოდექსშიცვლილებები შევიდა. გლეხი ტყიდან იმდენ შეშასა და სამასალე მერქანს გამოიტანს რამდენიც დასჭირდება;

თუ აქამდე, კომლზე შვიდი კუბური მეტრი, მაღალმთიან რეგიონში კი ოჯახზე 12 კუბური მეტრი საშეშე მასალა გაიცემოდა, ახლა შეზღუდვა აღარ არსებობს. 13 ივლისიდან ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, ოჯახი საჭირო შეშის რაოდენობას თავად განსაზღვრავს. მის მისაღებად კი მხოლოდ განცხადების დაწერა და მოსაკრებლისათვის ერთ კუბურ მეტრზე ხუთი ლარის გადახდაა საჭირო.


შეუზღუდავად გაიცემა სამასალე მერქანიც თითოეულ კომლზე. ტყე-კაფების გამოყოფა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. იმედია, მოსახლეობა კეთილგონიერებას გამოიჩენს და როგორც შეშის, ასევე მასალის გონივრულ რაოდენობას მოითხოვს”, - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის სამსახურის მონიტორინგის სამმართევლოს ინსპექციის განყოფილების უფროსი ვერიკო აღლემაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში მცხოვრებ თარხნიშვილების ხუთსულიან ოჯახს წლის განმავლობაში 10 კუბური მეტრი შეშით თავის გატანა უჭირს. ისე, როგორც სოფელში თითქმის ყველას, მათაც შეშა მხოლოდ გამოსაზამთრებლად არ სჭირდებათ.

სადილს ღუმელზე ვაკეთებთ, რძეს შეშით ვადუღებთ, ყველი ამოგვყავს. საჭმელს თუ არ გააცხელებ, ხომ უნდა გააკეთო მაინც?! გაზი რომ ვიყიდოთ, საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ზაფხულშიც შეშაზე ვართ დამოკიდებული - ამბობს 63 წლის თენგიზ თარხნიშვილი და ამატებს, რომ წლის განამვლობაში 10 კუბური მეტრი შეშა ძლივს ჰყოფნით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში სახლამდე მის მოტანასაც ვერ ახერხებენმანქანის საწვავი, მძღოლი, დამზადება ძვირი ჯდება. თან იმდენად მიუვალ ადგილებშია, რომ ზურგზე მორმოკიდებულს, სანამ გზამდე გამოხვიდე, 300-400 მეტრის გავლა მაინც გიხდება”.  

თარხნიშვილის თქმით, ერთ სატვირთო მანქანაზე მაქსიმუმ შვიდი კუბური მეტრი ხე ეტევა: “ერთხელ თუ შევძელით და მოვიტანეთ, მეორედ ტყეში მანქანის წაყვანის საშუალება მარტო მე კი არა, სოფელში ბევრ გლეხს არ აქვს. ამიტომ, ხშირად, სადილს არ ვაკეთებთ, რომ შეშა დავზოგოთ”.

გასულ წელს სახლის დაზიანებული სახურავის შესაკეთელად თარხნიშვილებს სამი კუბური მეტრი სამასალე მერქანი დასჭირდათ. მასალა ტყეში დაუნომრეს, თუმცა, უსახსრობის გამო ვერც მისი გამოტანა მოახერხეს. ამდენად, თენგიზ თარხნიშვილი ფიქრობს, რომტყის კოდექსშიშესული ცვლილება, არათუ გლეხებზე, არამედ იმ ადამინებზეა გათვლილი, ვისაც ტყიდან ხის გამოტანა შეუძლია: გაანადგურებენ ტყეს, მითუმეტეს თუ შეზღუდვა არაა და რეალურად, ჩვენთვის ის რესურსიც აღარ დარჩება, რისი სახლამდე მოტანაც შეგვიძლია. ერთ-ერთმა ტენდერში გამარჯვებულმა, არჯულის ტყე ისე გადაპარსა, რომ ტრიალ მინდორს დაამსგავსა. მომავალშიც ასე იქნება”.

კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ტყიდან გამოსული მორების კანონიერ ბრუნვაში მოქცევის საკითხსაც დაეთმო. გამკაცრდა კონტროლი სოციალურ ჭრებზე. კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო სპეციალურ ფირნიშებს დაამზადებს, რომელსაც კონკრეტული ნომერი ექნება. ის, ელექტორნულ ბაზაში იქნება ასახული და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტთა კატეგორიაში გავა. ფირნიში მორზე იქნება მიკრული და მის გარეშე ტყიდან ვერცერთი მოჭრილი ხე ვერ გამოვა.
კონტროლი მკაცრდება სახერხ საამქროებზეც. მათ არ ექნებთ უფლება გადასამუშავებლად მიიღონ მორი მიმაგრებული ფირნიშის გარეშე. ფირნიში ორი ზომის იქნება, ერთი, რომელიც სახერხ საამქროში დარჩება და მეორე, როემლიც ბუნებრივი რესურსების სააგენტოში დაბრუნდება.

აღლემაშვილი ამბობს, რომ კონტროლის მექანიზმი გამკაცრდა ხის კომერციული მიზნით გამოყენების თვალსაზრისითაც: “სოციალური ჭრის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმით ხის გასხვისება იკრძალება. ასევე იკრძალება დამზადების ადგილიდან მორის ტრანსპორტირება, ანუ ადიგენის მუნიციპალიტეტში დამზადებულ ხეს, სხვა მუნიციპალიტეტში ვერ გაიტან”.

მისი თქმით, კანონში ცვლილებები უკანონო ჭრების აღკვეთის მიზნით, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილებისთვის შევიდა. თუმცა, აღლემაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს გარემოსდაცვითი კავშირისამყაროსდირექტორი ნანა ზუბაშვილი: “შეშასაც და სამასალე მერქანსაც მოჭრის ის, ვინც ყოველთვის ჭრიდა. ჯერ არც საზოგადოებრივი ცნობიერებაა ჩვენთან იმ დონეზე, რომ მოითხოვონ მხოლოდ ის რაოდენობა, რაც რეალურად სჭირდებათ”.

ტყის კოდექსშიშესულ ცვლილებებს, ზუბაშვილი, სატყეო სექტორშიგასწრებულ ნაბიჯადმიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით უმთავრესი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში უნდა გადაიჭრას, ტყის ინვენტარიზაციაა: “არ გვაქვს აღრიცხული ქონება, რომელსაც ვასხვისებთ. ამდენად შეიძლება გავყიდოთ ის, რაც რეალურად არ გვაქვს. ამას თან ერთვის ისიც, რომ ლიცენზიანტების მიერ აღდგენილი ტყე, დღემდე, არავის გვინახავს. მხოლოდ ჭრიან, ის ვალდებულება, რომ ტყე ჭრასთან ერთად უნდა გააშენონ კიდეც, ფურცელზე რჩება”.

რაც შეეხება კანონით გამკაცრებულ კონტროლის მექანიზმებს, ზუბაშვილი მიიჩნევს, რომ ამისათვის შესაბამისად გადამზადებული კადრები არ გვყავს: ამას თან ერთვის ისიც, რომ კონტროლის ბერკეტები გაფანტულია, ტყის უკონტროლო და შეუზღუდავი ჭრა კი კარგს არაფერს მოგვიტანს”.

ტყის უკანონო ჭრის თვასაზრისით მესხეთი ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. რას შეცვლის ახალი კანონი და რამდენად კმაყოფილი იქნება მოსახლეობა, ნაწილობრივ დაზამთრებამდეც, ანუ მანამდე გაირკვევა, სანამ სოფლებში, თითოეულ ოჯახში, ღუმელი დაინთება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი