დაპირებული ხიდი


მანანა სარაშვილი, ახალციხე

ერთი თვეა, ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი ხიდის, გზისა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე სამი სამშენებლო კომპანია მუშაობს.
მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდი, რამდენიმე წლის წინ, გაზაფხულზე მოვარდნილმა, ადიდებულმა მდინარემ წაიღო. აღნიშნული ხიდით ყველაზე ხშირად ასპინძის ქუჩისა და ეგრეთ წოდებული, ივერიის ბინის მოსახლეობა სარგებლობდა. ცხადია, ხიდის გაკეთებით ყველაზე მეტად აღნიშნული დასახლების მოსახლეობა იყო დაინტერესებული. გასულ წელს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს, წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ასპინძის ქუჩის მკვიდრებს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში მდინარე ფოცხოვზე საცალფეხო ხიდს აღადგენდა.

გიქოშვილი ამბობს, რომ დაპირების შესრულება ერთი თვის წინ დაიწყო და საცალფეხო ხიდის ნაცვლად მოსახლეობას მიმდინარე წლის ნოემბერში სამანქანო ხიდს და ხიდამდე მისასვლელ გზასჩააბარებს”.

ხიდს ტენდერში გამარჯვებული თბილისური კომპანია შპსვანტიაშენებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, კომპანიის ძირითად საქმიანობას ხიდების პროექტირება და მშენებლობა წარმოადგენს    
ამ ეტაპზე ხიდის ბურჯები კეთდება. რვა ბურჯი უნდა გაკეთდეს, ერთი უკვე გაკეთდა. ბურჯების გაკეთება ყველაზე რთული სამუშაოა”, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.   

ხიდი ბეტონის იქნება, განათებით და ტროტუარებით. სიგრძე 60, ხოლო სიგანე 10 მეტრი ექნება.

გელა დემეტრაძის თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 მილიონ 308 ათასი ლარია. რაც შეეხება ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და გზის მშენებლობის ღირებულებას, ორივე ერთად 800 ათას ლარს შეადგენს.
ასევე თბილისური კომპანია, შპსმითიასრულებს ნაპირსამაგრ სამუშოებს. ხიდამდე მისასვლელი გზას კი ადგილობრივი კომპანია შპსასტორიააკეთებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული: ასტორიაადგილობრივი კომპანიაა და დასაქმებულებიც, შესაბამისად, ადგილობრივები არიან. შპსმითი”- ძირითადად ადგილობრივებს ამუშავებს, რაც შეეხება შპსვანტს”, ეს კომპანია ისეთ სპეციფიკურ სამუშაოებს ასრულებს, რომ მშენებლობას ყველას ვერ ანდობს. თუმცა, მათ 15-მდე ადგილობრივი მაინც ჰყავთ დასაქმებული”.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ფოცხოვზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქალაქო ავტობუსი ასპინძის ქუჩის მიმართულებითაც იმოძრავებს. იგი არ გამორიცხავს შიდა ტრანსპორტის დამატებასაც

5 comments:

  1. This is really interesting, You are a very skilled blogger.
    I have joined your rss feed and look forward to seeking more of your wonderful
    post. Also, I've shared your web site in my social networks!

    Here is my homepage; http://www.virtualurth.com/index.php/member/513296/

    ReplyDelete
  2. This design is incredible! You certainly know how to keep a reader entertained.

    Between your wit and your videos, I was almost moved to start my own blog (well, almost.
    ..HaHa!) Great job. I really enjoyed what you had to say, and more than that, how you
    presented it. Too cool!

    Also visit my web-site ... lista casinos playtech

    ReplyDelete
  3. Ahaa, its pleasant dialogue on the topic of this post
    at this place at this weblog, I have read all that, so at
    this time me also commenting at this place.


    Check out my weblog: Forumotion.Com

    ReplyDelete
  4. You should be a part of a contest for one of the greatest blogs on the web.
    I'm going to recommend this web site!

    Here is my web blog ... mmgn.com

    ReplyDelete
  5. I couldn't resist commenting. Well written!

    Feel free to visit my blog post :: party Poker bonus code Uk

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი