ივლისის ბოლოდან დასვენებისთვის აქტიური პერიოდი იწყება, თუმცა შვებულება და კურორტებზე დასასვენებლაც საჭირო დრო და ფული ყველას როდი აქვს. რა არჩევანია ახალციხეში?
“შვიდი წელია დასასვენებლად ქალაქიდან არ გავსულვარ. შვებულების დროსაც კი სამსახურში მიწევს ყოფნა. ამიტომ, როცა დრო მაქვს, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ურავლის ხეობაში გავდივარ. ძირითადი დასასავენებელი ადგილი ახალციხეში მაინც ესაა”, - ამბობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის უფროსი ალექსანდრე გოგიძე.
ურავლის ხეობა ახალციხელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. ზოგი მინდორში, მდინარის ნაპირას შლის სუფრას, ხოლო, ისინი ვისაც საშუალება აქვს, ურავლის ხეობაში მომრავლებულ ფაცხებსა და რესტორნებს სტუმრობენ.
რესტორან “ედემში”, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, სეზონი მაისის შუა
რიცხვებიდან იწყება. რესტორნის თანამშრომლები ამბობენ, რომ ფასები ხელმისაწვდომია და კლიენტი კმაყოფილი რჩება.
“ერთხელ მოსული სტუმარი მეორედაც მოდის. მუდმივი კლიენტებიც გვყავს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ კმაყოფილი გავისტუმროთ. რესტორნის მუშაობის დრო განსაზღვრული არ არის, შეიძლება ღამის ორ საათამდეც ვიმუშაოთ, - ამბობს რესტორან “ედემის” ადმინისტრატორი ივანე აფრიამაშვილი და ამატებს, რომ აქ ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად ევროპული სამზარეულოცაა. ასევე რესტორანს ორი საფირმო კერძი “ედემი” და “ათასი კუნძული” აქვს: აქ მოსვლა ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს შეუძლია. ჰამაკი და გასართობი სასრიალოებიც გვაქვს”.
“ედემისგან” განსხვავებით მომხმარებელს საუკეთესო პირობებს ვერ სთავაზობს ურავლის ხეობაში მდებარე ფაცხები. ფაცხების მზარეული მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ კლიენტი ბევრი არ ჰყავთ. მათთან დამსვენებლები ძირითადად “საკუთარი პურ-მარილით” მიდიან: “ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, ცარიელი ფაცხები არ გვექნებოდა. პური აღარ ეყიდებათ მაღაზიებში და აქ ვინ მოვა საქეიფოდ. ამ ეტაპზე ორი ძირითადი თანამშრომელი ვართ; მიმტანი და მზარეული. ჩვენი ხელფასი კლიენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული”.
ისინი ვინც, ვერც ურავლის ხეობაში ახერხებენ გასვლას, ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად სასტუმრო “რიო”-სთან არსებულ საცურაო აუზს სტუმრობენ. სასტუმროს ადმინისტრატორი გიორგი გოგოლაძე ამბობს, რომ აუზზე კლიენტები ყოველთვის ჰყავთ. ნორმალური პირობებია და ფასიც ხელმისაწვდომია: “კლიენტი მომსახურებით კმაყოფილია. დღეში, საშუალოდ, 20-30 ადამიანი მოდის. შაბათ-კვირას უფრო მეტი ხალხია”.
აუზის ერთთვიანი აბონემენტის ფასი 30 ლარია, ამ თანხაში აუზზე ექვსი ვიზიტი შედის. ერთჯერადად გადახდისას კი ერთი ვიზიტის ფასი ხუთი ლარია.
აუზს ამ ეტაპზე ცურვის კონსტრუქტორი არ ჰყავს. აუზის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში, როცა ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შევა, ცურვის მასწავლებელსაც აიყვანენ.
My brother suggested I might like this website. He was
ReplyDeletetotally right. This post actually made my day.
You cann't imagine just how much time I had spent for this information! Thanks!
my web blog: www.jaureguiarchitect.com
It's amazing in favor of me to have a website, which is beneficial designed for my experience. thanks admin
ReplyDeleteFeel free to visit my web site; partypoker bonus code
If you want to grow your experience only keep visiting this site and be updated with the hottest
ReplyDeletenews posted here.
Here is my homepage - www.woburn.co.uk
What a stuff of un-ambiguity and preserveness of precious experience on the topic of unexpected feelings.
ReplyDeleteHere is my weblog Http://www.hummaa.com/
It is in point of fact a nice and useful piece of information.
ReplyDeleteI am happy that you just shared this helpful information with
us. Please keep us up to date like this. Thank you for sharing.
Here is my web site ... Habitatnys.org
I am regular visitor, how are you everybody?
ReplyDeleteThis article posted at this website is genuinely nice.
my web blog: party poker bonus code
I enjoy reading through a post that will make people think.
ReplyDeleteAlso, thanks for permitting me to comment!
Feel free to surf to my site; rtg casinos