ახალქალაქში მე-3 ქართული სკოლის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა დაიწყო.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
2012 წელს ახალქალაქის მე-3 ქართულ სკოლას ახალი შენობა ექნება. ახალქალაქის ცენტრში, ძველი ქართული სკოლის ეზოში ახალი სკოლა შენდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილი დიდი ხნის წინ მომზადდა, მაგრამ პროექტის განხორციელება ფინანსების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა. წელს კი სახელმწიფომ სკოლის მშენებლობისთვის 2 მლნ. 800 ლარი გამოყო.
1988 წელს ძველი სკოლა დაინგრა და მას შემდეგ სასწავლო პროცესმა სკოლის საცხოვრებელ კორპუსში გადაინაცვლა, სადაც ადრე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობდნენ. მართალია, ეს კორპუსი დღესაც სკოლის მთავარი შენობის როლს ასრულებს, მაგრამ სტანდარტებს აბსოლუტურად არ შეესაბამება. კორიდორი ძალიან ვიწროა, არ არის სპორტული დარბაზი და ბუფეტი, რაც სოფლებიდან ჩამოსულ მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ.
ამჟამად ახალქალაქის მე-3 სკოლაში 130 მოსწავლეა. ახალი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაული ამბობს, რომ მოსწავლეების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს: “ყველამ, ვისაც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა უნდა, სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს, ამიტომაც ჩვენს სკოლაში სწავლა მარტო ქართველ ბავშვებს არ უნდათ. მოსწავლეების მატება აუცილებლად იქნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ჩემი აზრით, მთელ ქალაქს უხარია, რომ ახალქალაქში ახალი, კარგი, ლამაზი შენობა იქნება”.
მომავალ წელს ქართულ სკოლას ექნება სამსართულიანი შენობა, მესამე სართულზე მაღალი მანსარდით. მეორე სართულზე სპორტული დარბაზი განთავსდება, მოეწყობა კლას-კაბინეტები. სკოლაში იმუშავებს ლიფტი, ამასთან, გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინტერესები, რისთვისაც პანდუსებიც აშენდება. ასევე გაიხსნება საინფორმაციო და საკონფერენციო დარბაზები, თუმცა, სკოლას არ ექნება აუზი, რასაც ბევრი ელოდა. სკოლაში იმუშავებს ენის სახლი, სადაც ქართულ ენას ყველა მსურველს შეასწავლიან.
ამჟამად სკოლის საძირკველის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლას ტენდერში გამარჯვებული თბილისის სამშენებლო კომპანია “ხურომშენებელი” აშენებს. მუშაობა 7 ივნისს დაიწყო, თუმცა, მშენებლები გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას წააწყდნენ – გრუნტის შემადგენლობა სხვანაირი აღმოჩნდა. ჯერჯერობით მშენებლები საძირკველს თხრიან და გეოლოგებისა და დამპროექტებლებისგან პასუხს ელიან.
“სიღრმე პროექტით გათვალისწინებულზე მეტი აღმოჩნდა. მაგარ ზედაპირამდე რომ მივაღწიოთ, ფუნდამენტი ერთი მეტრით ქვემოთ უნდა ჩავუშვათ. ამ სირთულის მოსაგვარებლად გეოლოგებსა და დამპროექტებლებს მივმართეთ და მუშაობის გასაგრძელებლად მათ ნებართვას ველოდებით”, - ამბობს მშენებლობის მთავარი ინჟინერი ლევან ლობჟანიძე.
მისი აზრით, პრობლება მოგვარებას დაექვემდებარება. უბრალოდ, როდესაც გეოლოგები საძირკველს სწავლობდნენ, ის გარკვეულ წერტილებში გაბურღეს და მთელი ფუნდამენტის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სავარაუდო საძირკველი სასურველზე რბილია.
ახალციხის მკვიდრი ემზარ ღონღაძე ამ პროექტზე მშენებლად მუშაობს. მისი თქმით, ჯერჯერობით აზომვები და დაგეგმვა მიმდინარეობს, რათა ყველაფერი ზუსტად იყოს განსაზღვრული, შემდეგ კი ფუნდამენტის ჩასხმას დაიწყებენ.
მშენებლობის მთავარი ინჟინერი ლევან ლობჟანიძე ამბობს, რომ ასეთი პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მშენებლობის ხელმძღვანელებს უკვე ჩატარებული აქვთ მოლაპარაკება, თუ ვინ
იმუშავებს სკოლის აშენებაზე. მათი თქმით, თანამშრომლების 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება. სპეციალისტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოიყვანენ, თუ ისინი ახალქალაქში არ აღმოჩნდებიან.
მშენებლობა მომავალი წლის ივნისში უნდა დასრულდეს. 2012-2013 სასწავლო წლის დაწყება უკვე ახალ შენობაშია დაგეგმილი. მშენებლები დარწმუნებულნი არიან, რომ სკოლას ვადაში ჩააბარებენ. სკოლის დირექცია სამუშაოს მიმდინარეობის ტემპით კმაყოფილია, მაგრამ მიიჩნევს, რომ მთავარია ხარისხიანად შენება, თუნდაც ამას ცოტა დაგვიანება დასჭირდეს.
სკოლის დირექტორის ლელა ჭინჭარაულის თქმით, ისინი ახალი სკოლის აშენებას დიდი ხანია ელიან და შესაბამის ორგანოებს განცხადებითაც არაერთხელ მიმართეს.
“ჩამოვიდნენ, დაათვალირეს, ამ თემაზე იმსჯელეს, შემდეგ კი მშენებლობის გეგმაშიც შეიტანეს. თუმცა იმის გამო, რომ მინისტრები რამდენჯერმე შეიცვალნენ, ყოველი ახალი მინისტრის ინფორმირება ამ პრობლემის შესახებ ხელახლა გვიხდებოდა”, - ამბობს ლელა ჭინჭარაული.
ძველი სკოლის შენობა, პროექტის მიხედვით, უნდა დაინგრეს.
Keep this going please, great job!
ReplyDeleteHere is my homepage :: http://oatesassociates.com
I'll right away clutch your rss as I can not find your email subscription link or newsletter service. Do you've any?
ReplyDeletePlease let me know in order that I may just subscribe. Thanks.
my web page :: party poker bonus code no deposit
Wonderful post! We are linking to this great post on our site.
ReplyDeleteKeep up the good writing.
my web page ... partypoker bonus code july
It's actually a great and useful piece of info. I'm happy that you
ReplyDeletejust shared this useful info with us. Please keep us up to date
like this. Thanks for sharing.
Also visit my web site; 2013 party poker bonus code
I'm not sure the place you're getting your information, however good topic.
ReplyDeleteI needs to spend a while studying much more or understanding more.
Thank you for excellent information I used to be looking for this
info for my mission.
Here is my web-site - july party poker bonus code
Howdy! Do you know if they make any plugins
ReplyDeleteto protect against hackers? I'm kinda paranoid about losing everything I've worked hard on.
Any suggestions?
Also visit my blog - Online Poker No Deposit Bonus Usa
I really like your blog.. very nice colors & theme. Did you design this website
ReplyDeleteyourself or did you hire someone to do it for you? Plz respond as I'm looking to create my own blog and would like to find out where u got this from. cheers
Feel free to surf to my web-site :: free Poker bankroll no deposit us players