სოფლები ნაგავსაყრელების გარეშე


იმის გამო, რომ სოფლებში არ არსებობს ლეგალური ნაგავსაყრელები, სოფლის მოსახლეობას ნარჩენების გადაყრა მდინარის პირას, ხევებში ან ღელეებში უწევს.
 მანანა სარაშვილიადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ბენარა ერთ-ერთია, იმ სოფლებს შორის, რომელთაც ნაგავსაყრელები არ აქვთ. 

 ჩვენი უბნის მცხოვრებლები ყველა სახის ნარჩენს ერთ პატარა ადგილზე ვყრით. წვიმის დროს წყალს ნაგავი დაბლა ჩამოაქვს, იქ, სადაც ხალხს ნაკვეთები აქვს”, - ამბობს სოფელ ბენარის მკვიდრი ნოდარ მღებრიშვილი.    

მისი თანასოფლელის რევაზ გოგიაშვილის თქმით, მოსახლეობა ნაგავს მდინარის პირასაც ყრის. ნარჩენების ნაწილი წყალს მიაქვს, ნაწილი კი ნიადაგში ლპება ან იქვე არსებულ ნათესებში იფანტება.

ანალოგიურ მდგომარეობაშია სოფელი ვარხანიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დახოცილი შინაური ფრინველი და ცხოველიც ემატება. ასეთი შემთხვევა იყო გასულ წელს სოფელ ვარხანში. მზია დემეტრაძის თქმით, დახოცილი შინაური ცხოველები მდინარის ნაპირზე იქამდე ეყარა, ვიდრე არ გაიხრწნა: ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მავნე ნივთიერებებმა ნათესებშიც გაჟონა”.  

რამდენიმე მცირე ნაგავსაყრელია სოფელ ხევაშენშიც, ერთი ვარხნისა და ხევაშენის დამაკავშირებელი ხიდის ახლოს, მდინარის პირას, დანარჩენები კი საძოვრების მახლობლად.

მე ნაგავს ეზოში ვწვავ, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც მდინარის პირას ან ბუჩქნარში ყრიან, იქ სადაც საქონელს ვრეკავთ”, - ამბობს ხევაშენის მკვიდრი სიმონ ლომსიანიძე.   

არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს მწვანეთა მოძრაობისინფორმაციით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მხრივ სოფლებში მართლაც მძიმე მდგომარეობაა.

სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის, მაგრამ იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც მოუგვარებელია. ამიტომ, ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი ღელეებში, ხევებსა და მდინარეებში იყრება, - ამბობსსაქართველოს მწვანეთა მოძრაობისთავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

მისივე განმარტებით, დარღვეულია უსაფრთხოების ყველაზე ელემენტარული მოთხოვნა - შემოღობვა, რის გამოც, ტერიტორიაზე ადვილად შედიან უცხო პირები და პირუტყვი: ადამიანები ნაგავსაყრელზე თვითნებურად აგროვებენ მინისა და პლასტმასის ბოთლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ლითონებს. ლითონების შეგროვებისას კი აღრიცხულია აფეთქების ფაქტებიც, სავალალო შედეგებით”.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე ალტერნატივას ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება ნარჩენების დახარისხება: არასათანადოდ მოწყობილი ნაგავსაყრელებიდან გაჟონილი მავნე ნივთიერებები ხვდება ნიადაგში, მდინარეებსა და მიწისქვეშა წყლებში და იწვევს მათ დაბინძურებას. დიდი წვიმებისა და წყალდიდობებისას ნარჩენები ირეცხება მდინარეებში. დაბინძურებული წყლით ისევ ჩვენ ვსარგებლობთვიყენებთ სასმელად და სარწყავად.  

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გეგმა არ გააჩნიათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენების გატანა და დასუფთავება მხოლოდ ადიგენსა და აბასთუმანში ხდება: იმის გამო, რომ სოფლის მოსახლეობა არ იხდის ნაგვის მოსაკრებელს, აღნიშნული სოფლებიდან ნაგვის გატანა არ ხდება”.

მწვანე ალტერნატივასინფორმაციით, საქართველოში ამჟამად მოქმედი თითქმის ყველა ნაგავსაყრელი საბჭოთა პერიოდშია მოწყობილი. 1996 წლის კანონიგარემოსდაცვითი ნებართვის შესახებყველა ძველ ნაგავსაყრელს ათავისუფლებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისა და გარემოსდაცვითი ნებართვის აღების ვალდებულებისგან.

ქეთი გუჯარაიძის თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად 2007 წელს ყველაძველინაგავსაყრელის ოპერატორს დაევალა 2010 წლის პირველ იანვრამდე ჩაეტარებინა ობიექტის ეკოლოგიური აუდიტი, რაც არ განხორციელებულა: შესაბამისად, 2010 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში არსებული ყველა ნაგავსაყრელი ოპერირებს ნებართვის გარეშე, რაც კანონდარღვევაა”.  

სიტუაციის გამოსასწორებლად, ყოფილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეიმუშავაგარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებკანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების ვალდებულების 2014 წლის პირველ იანვრამდე გადავადებას. კანონპროექტი პარლამენტმა 2011 წლის 21 მარტს მიიღო.

ქეთი გუჯარაიძის თქმით, თვითმმართველობის ერთეულებს შეზღუდული რესურსები გააჩნიათ ამგვარი ვალდებულების შესასრულებლად: რეალურად არის დიდი ალბათობა იმისა, რომ 2014 წლის იანვრამდე ეს ვალდებულება არ შესრულდება. ჩვენი აზრით, ასეთი ცვლილება მხოლოდ დროებით შეამსუბუქებს მაკონტროლებელ ორგანოებისტვირთს”.

მწვანე ალტერნატივასაზრით, აუცილებელია, რომ ვალდებულების გადავადებასთან ერთად, განისაზღვროს ზუსტი ჩამონათვალი ნაგავსაყრელებისა, რომლებსაც ეხება ეს მოთხოვნა. გაიწეროს სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა.

მწვანეთა მოძრაობაკი არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროდ მიიჩნევს ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას.

ნარჩენების შესახებკანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ისეთ პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების კლასიფიკაცია, შეგროვება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშების სისტემის ჩამოყალიბება, ტრანსპორტირება, რეციკლირება და ხელახალი გამოყენება. ასევე, მათი განთავსების საკითხები”, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

მისივე თქმით, კანონი ასევე დაავალდებულებს შესაბამის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს გაატარონ ის აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებები, რომლებიც შექმნიან შესაბამის გარემოს ნარჩენების სწორი მართვისთვის.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი