“პატრიოტი 2011”


28 მაისს, პროგრამაპატრიოტისფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ათი ახალგაზრდა დასასვენებლად ანაკლიაში გაემგზავრა.

თამარ თოთაძეახალციხე
 საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამაპატრიოტიწელს მხოლოდ ანაკლიაში ტარდება. 28 მაისს ბანაკმა პირველი ნაკადი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ახალგაზრდები ბანაკში ათ დღეს გაატარებენ.  

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, “პატრიოტი 2011”- ში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებისთვის სპეციალური კვოტა დაწესდა. მათთვის ქართული ენის შემსწავლელი თანამედროვე კურსიც მომზადდა.

2011 წელს პატრიოტულ ბანაკში ახალციხისთვის 75 ადგილია განსაზღვრული. აქედან, 30 ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება. 

ახალციხიდან ზუგდიდში, ბანაკ ანაკლიაში დასასვენებლად პირველ ეტაპზე მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ჯგუფი გაემგზავრა.

მოთხოვნა იყო, რომ პირველ ეტაპზე ათივე ბავში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ყოფილიყო. ხოლო, 6 ივნისიდან 15 ივნისამდე უკვე შერეული ჯგუფი დაისვენებს”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაია სხირტლაძე.

პატრიოტშიმონაწილეობას წელს ორი ასაკობრივი ჯგუფი მიიღებს. ახალციხიდან ბანაკში დასვენება მხოლოდ 14-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ.

პატრიოტულ ბანაკში გამგზავრების მსურველმა ახალგაზრდებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს უნდა მიაკითხონ. სამსახურის სპეციალისტები შეავსებენ სპეციალურ ანკეტას, ბანაკშI დასვენება უფასოა, მსურველებმა მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარადგინონ.

თუ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი მსურველი აღმოჩნდა, გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოხდება შერჩევა. ძირითადად ობოლი, გაჭირვებული ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და წარმატებული მოსწავლეები იქნებიან”, - ამბობს მაია სხირტლაძე.

პროგრამაპატრიოტისაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2005 წელს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ბანაკი იყო გახსნილი. წელს კი პატრიოტული ბანაკი მხოლოდ ანაკლიაში ფუნქციონირებს.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 25 ადგილი იყო განსაზღვრული. თუმცა, ბანაკში დასვენება მხოლოდ 15-მა ახალგაზრდამ შეძლო.

დანარჩენი ადგილი ჩამოგვაჭრეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ბანაკში საზღვარგარეთიდან მოწვეული ბავშვები დაასვენეს და ადგილები შემცირდა”, - განმარტავს მაია სხირტლაძე.

2011 წელსპატრიოტიახალგაზრდების 13 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 280 მონაწილე იქნება, საერთო ჯამში კი 3640 ახალგაზრდა დაისვენებს. მათ შორის იქნება 600-მდე ახალგაზრდა, ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის 35 ქვეყნიდან. პროგრამა 2011 წლის 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი