რატომ ძვირდება ხორცი?


მანანა სარაშვილიახალციხე

ბილისის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლებელია რეგიონებშიც გაძვირდეს. ამის მიზეზივეტერინაარის შესახებსაქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება. ახალი რეგულაცია ერთნაირად ეხება თბილისსაც და რეგიონებსაც.
 

ვეტერინარიის შესახებსაქართველოს კანონის 321- მუხლის თანახმად, 2011 წლის პირველ იანვრიდან ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე, ვეტერინალურ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ. სარეალიზაციოდ გატანილ ხორცს სასაკლაოებზე გაცემული საქონლის დაკვლისა და ხორცის ვარგისიანობის შესახებ სავალდებულო საბუთიც უნდა ახლდეს. 

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას თქმით, კანონში ეს მუხლი თავიდანვე არსებობდა: ეს კანონი ახლა არ შეგვიმუშავებია, ადრეც იყო, თუმცა სასაკლაოების არარსებობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მისი დაცვა. ამ ეტაპზე თითქმის ყველა რაიონში ამოქმედდა სასაკლაო, შესაბამისად, არსებობს აუცილებლობა, რომ ხორცი, რომელიც სარეალიზაციოდ გადის, აუცილებლად სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული”.

ახალციხეში, ხორცით მოვაჭრეების უმრავლესობა, პირუტყვს არალიცენზირებულ სასაკლაოებზე კლავს. ამიერიდან მათ საქონლის დაკვლა სპეციალურ სასაკლაოზე მოუწევთ, სადაც ისინი ერთ კილოგრამ ხორცზე გარკვეულ თანხას გადაიხდიან. ამის გამო ისინი კანონის ამოქმედებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხორცის ფასი ახლო მომავალში აუცილებლად მომატებს.

ხორცით მოვაჭრე ბეჟან კაჭკაჭაშვილი 10 წელია პირუტყვს საკუთარ, არალიცენზირებულ მცირე სასაკლაოზე კლავს: სოფელში ეზოში მაქვს გაკეთებული სასაკლაო, ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ საქონლის დაკვლისას წესები დავიცვა”.

ახლა მას საკუთარი სასაკლაოს გაუქმება და პირუტყვის სპეციალურ სასაკლაოზე დაკვლა მოუწევს.

ხორცის ფასი თავისთავად მოიმატებს, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით ორი ლარი დაემატება თუ სამი. სასაკლაო რამდენს გადამახდევინებს, ამაზეა დამოკიდებული”, - ამბობს იგი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ლიცენზირებული სასაკლაო არ არსებობს. კომპანიამესხეთი ფუდ კომპანმახორცკომბინატისა და სასაკლაოს მშენებლობა ახლა დაწყო. რა დაუჯდება გლეხს პირუტყვის დაკვლა და ლაბორატორიული შემოწმება, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. სავარაუდოდ, აღნიშნული სასაკლაო შემოდგომით ამოქმედდება. მანმადე კი გლეხს საქონლის წაყვანა ასპინძის სასაკლაოზე მოუწევს, რადგან სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ლიცენზირებული სასაკლაო სწორედ იქაა.

ასპინძის სასაკლაო ახალციხის მუნიციპალიტეტიდან და დანარჩენი რაიონებიდან საკმაოდ მოშორებითაა. შესაბამისად, დაკვლა-დამუშავებისა და საბუთის ხარჯებს, ტრანსპირტირების თანხაც ემატება. ამის გამო ხორცის ფასი რომ გაიზრდება, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი თეიმურაზ გვარამაძეც ადასტურებს: ახალი რეგულაცია სრულიად შეეფერება თანამედროვე მოთხოვნას სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, თუმცა, აქ არის სასაკლაოების მიერ დადგენილი გადასახადის და პირუტყვის ტრანსპირტირების პრობლემა. რაც, საბოლოო ჯამში, ხორცზე ფასს სავარაუდოდ 3-4 ლარით გაზრდის”. 

თეიმურაზ გვარამაძის თქმით, როგორც ადგილობრივმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ახალმა რეგულაციამ არ გამოიწვიოს ხორცის ფასის მკვეთრი გაზრდა: ამისთვის სასაკლაოებმა საქონლის დამუშავებისთვის მხოლოდ პირუტყვის ტყავი და სულპროდუქტი უნდა აიღოს, სხვა დამატებით გადასახადი აღარ უნდა იყოს”.

მისივე თქმით, მოვაჭრეებს ტრანსპორტირების პრობლემაც რომ მოეხსნათ, ექვსივე მუნიციპალიტეტში მცირე ლიცენზირებული სასაკლაოები უნდა გაკეთდეს: “მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში მცხოვრებ გლეხს რომ მოუნდეს პირუტყვის დაკვლა, 100-120 კილომეტრი უნდა გაიაროს ასპინძაში მისასვლელად”.   

ვერიკო გულუას თქმით, დროთა განმავლობაში აღნიშნული პრობლემაც მოგვარდება: ნელ-ნელა ეს ხარვეზი აღმოიფხვრება, როდესაც საჭირეობა დადგება კერძო ბიზნესი დაინტერესდება და ეს მათთვისაც რენტაბელური იქნება”.

საქონლის ხორცი უკვე გაძვირდა თბილისში. ღირებულებამ 3-4 ლარით მოიმატა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროდუქტის ფასი 100 პროცენტითაა გაძვირებული. გასულ წელს ამ დროს ერთი კილოგრამი ხორცი 8 ლარი ღირდა. ამჟამად ყველაზე დაბალი ხარისხის ხორცის ფასი 14-დან 20 ლარამდეა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისპრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განმარტებით, ხორცის გაძვირება ხელისუფლების მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია. ჯანიაშვილისთვის სასაკლაოების შემოღების აუცილებლობა გაუგებარია, რადგან მისი თქმით, ახალი რეგულაციის შემოღებამდე ცხოველები იკვლებოდა წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტსანიტარული ზედამხედველობით. მის ვარგისიანობას კი სპეციალური დოკუმენტი, ფორმა 2 ადასტურებდა.

ექსპერტების თქმით, დამატებითი რეგულაციების შემოღებამდე არც ხორცით მოწამლის განსაკუთრებული შემთხვევები ყოფილა და არც უხარისხო ხორცით მომჩივანი მოსახლეობის პროტესტი. თუმცა, სურსათის უვნებლობის სამსახური, რეგულაციების შემოღების მთავარ მიზეზად, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს.

დაკვლამდე ლაბორატორიაში შემოწმება რას ნიშნავს?! ცოცხალ საქონელს ნაწილებს აჭრიან და მიკროსკოპის ქვეშ სინჯავენ?! არსებობს უამრავი ინფექცია, უამრავი დაავადება, მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია საქონლის სასაკლაოზე გადაყვანა და დაკვლა, სადაც არის ვეტერინარი ექიმი და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ხდება ყველა პროცედურის გავლა”, - განმარტავს ვერიკო გულუა.

ამ დრომდე რეგიონში საქონლის ხორცის ფასი შენარჩუბენულია. დაბალი ხარისხის ხორცის ფასი 10 ლარიდან 12 ლარამდეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაძვირების შემთხვევაში ხორცის ფასი 15 ლარს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი