„ისტორიული ვიზიტის“ დეტალები


ნინო ნარიმანიშვილი, აღუნიკ აივაზიანიახალციხე - ახალქალაქი
 13-დან 15 ივნისამდე  სამცხე-ჯავახეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე და ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე სტუმრობდნენ.

გარეგინ მეორე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10 ივნისს ეწვია.  საზღვართან მას საზეიმოდ დახვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. იმავე დღეს აქართველოს კათოლიკოს-პარიარქმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი თანხმლებ პირებთან ერთად საპატრიარქოში  მიიღო. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემებზე ისაუბრეს. 

11 ივნისს გარეგინ მეორე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდადღის მეორე ნახევარში კათოლიკოსი თბილისში ჯოჯივანკის პანთეონს ეწვია, 12 ივნისს  ავლაბრის ეკლესიაში ლიტურგია აღავლინა13 ივნისს კი დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

ქართველი და სომეხი სულიერი წინამძღვრები მრევლს ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ძეგლთან შეხვდნენ. პატრიარქებმა ქართველი და სომეხი ერის დაახლოებასა და სახელმწიფოების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

‘’ჩვენ დღეს ვმყოფებით საქართველოს უძველეს კუთხეში და კიდევ ერთხელ ვმადლობთ უფალსრომ გვაქვს საშუალება აქ ყოფნისა და ლოცვისამინდა გითხრათრომ უძველესია ისტორია ჩვენი ურთიერთობისაუძველესი დროიდან იყო მხოლოდ თავდაჭერა და ურთიერთთანამშრომლობაეს ტრადაცია უნდა გაგრძელდეს საქართველოსა და სომხეთს შორის”, - მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ განაცხადა, რომ ამ დღით დაიწყო მამამთავრული ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში: ‘’მინდა მივმართო სომეხ მოსახლეობასალბათ, 100 წელზე მეტიარაც მათი მამამთავარი აქ არ ყოფილაჩვენ ჩამოვედით სომხეთიდან სწორედ მამათავრული ვიზიტის განსახორციელებლადსწორედ დღეს იწყება ჩვენი მამამთავრული ვიზიტი ჯავახეთში”.  

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ერის სულიერ მამებს ყვავილებით, დროშებით, სანთლებითა და მესხური მრავალჟამიერით შეეგება.
დღის მეორე ნახევარში გარეგინ მეორე  ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მრევლს შეხვდა. სულიერმა წინამძღვარმა ამ შეხვედრაზეც ორი ერის ურთიერთობის განმტკიცებაზე ისაუბრა. ყოველთა სომეხთა კათალიკოსს ახალციხის მესამე სომხურმა საჯარო სკოლამაც უმასპინძლა.
14 ივნისს საქართველოსა და სომხეთის პატრიარქებმა ახალქალაქი მოინახულესკათალიკოსთა მიღება ქალაქის მისადგომებთან დაიწყოსადაც ორი ერის სულიერ წინამძღვრებს ადგილობრივი ხელისუფლების   წარმომადგენლები პურითა და მარილითსიმღერებითა და ცეკვებით შეხვდნენ.  ქალაქის ის ქუჩებისადაც პატრიარქებს უნდა გაევლოთ, ხალხით იყო სავსე.  გზისპირზე კი ახალგაზრდები საქართველოსა და სომხეთის დროშებით ხელში იდგნენ.  
პატრიარქებს ქალაქშიც პურითმარილითა და ყვავილებით შეეგებნენკათალიკოსებმა ხალხი დალოცეს და სურბ ხაჩის ეკლესიაში შევიდნენსადაც გარეგინ მეორემ  სახოტბო ლოცვა აღავლინაამის შემდეგ ეკლესიის ეზოში ხაჩქარის (სომხური არქიტექტურული ძეგლის სახეობა – ჯვრის გამოსახულებიანი ქვის სტელაჟიკურთხევის ცერემონია გაიმართა.
კურთხევის შემდეგ პატრიარქები ეკლესიის ეზოში აღმართულ სცენაზე ავიდნენ და შეკრებილი ხალხი დალოცეს.
დღეს თქვენჩვენი საყვარელი შვილებისაქართველოსთავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეული და სრულფასოვანი მოქალაქეები ხართდა ესაა თქვენი ძლიერებარადგან თქვენროგორც სომეხი ხალხის განუყოფელი ნაწილიამავე დროსქართული სამშობლოს – მრავალეროვნული და მრავალი კულტურის შემთავსებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ”, - მიმართა გარეგინ მეორემ მოსახლეობასმან ხალხს მოუწოდა დარჩნენ ძლიერები თავიანთ რწმენაშიიზრუნონ ოჯახების სიმტკიცეზეშეინარჩუნონ და განავითარონ თვითმყოფადობის მთავარი წყაროები – სკოლები და ეკლესია.
სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ სურბ ხაჩის ეკლესიას აჩუქა ტილო ღვთისმშობლის ხატების გამოსახულებით და საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვრის მოადგილეიერომონაზონი ბაბკენ სალბიანიმისი  დამსახურების აღსანიშნავადჯვრით დაასაჩუქრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სურბ ხაჩის ეკლესიას წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ტილო უსახსოვრა.
ახალქალაქელებმა მადლიერებისპატივისცემისა და მუხლისმოდრეკის ნიშნად პატრიარქებს ტრადიციული ჯავახური მოხატულობით დამშვენებული ხალიჩები მიუძღვნეს.
სულიერი მოძღვრები წმინდა მიქაელის ქართულ ეკლესიასაც ეწვივნენპატრიარქები და ეკლესიის რამდენიმე მსახური სამლოცველოში შევიდნენღვთისმსახურება შეასრულეს და ილოცეს.
ამის შემდეგ პატრიარქების ვიზიტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართასაღამოს შეხვედრები სრულიად სომეხთა პატრიარქმა ჩაატარა სრულიად საქართველოს კათალიკოსის ილია მეორეს გარეშესავარაუდოდამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოამ დროისთვის გარეგინ მეორეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი შეუერთდაასევესომხეთის პატრიარქს თან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა სულიერი მსახურებიც ახლდნენშეხვედრები ახალქალაქის მე-2 და მე-4 სომხურ სკოლებში ჩატარდასკოლებმა უზენაესი პატრიარქისგან საჩუქრად ჯვრები მიიღესმათ კი საპასუხო საჩუქრად მოსწავლეთა მიერ შეკერილი და მოქსოვილი წმინდანთა პორტრეტები გადასცეს.
პატრიარქის ვიზიტის ბოლო დღეს, 15 ივნისს ორი ხალხის სულიერი წინამძღვრები საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობაში იყვნენსადაც წარმომადგენლობის მუშაობას გაეცნენ. ასევედაესწრნენ თოჯინების თეატრის წარმოდგენასშემდეგ კი სრულიად სომეხთა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქებმა აღმაშენებლის ქუჩაზესომეხი და ქართველი ხალხის სიმბოლოდ აღმართული ხაჩქარი აკურთხეს.
შემდეგ პატრიარქები ნინოწმინდაში გაემგზავრნენაქ ეკლესიის სულიერმა მამებმა მოსახლეობა აკურთხეს და სახალხო ნადიმში მიიღეს მონაწილეობა.
მომდევნო გაჩერება პატრიარქებს სოფელ განძაში ჰქონდათსადაც წმინდა კარაპეტის ეკლესიაში შეკრებილმა ხალხმა კათალიკოსების კურთხევა მიიღოშემდეგ კი გარეგინ მეორე და ილია მეორე ვაან ტერიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
სოფელ სათხაში სრულიად სომეხთა და სრულიად საქართველოს პატრიარქებმა თითო ხე დარგეს.

პატრიარქების შემდეგი და ბოლო შეხვედრა მოსახლეობასთან წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმაში შედგა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი