აშშ-ს ინტერესები საქართველოში


 ამერიკა-საქართველოსა და ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები; რამდენად უჭერს მხარს ობამას ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას და რა განწყობა აქვს მას რუსეთის მიმართ.

თამუნა უჩიძევაშინგტონი

ეკონომიკური კრიზისის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგარეო დახმარებების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა.

საგარეო დახმარებების გაწევისას ამერიკა სამი პრიორიტეტით ხელმძღვანელობსდიდი სახელმწიფოები, რომლებთანაც პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ქვეყნები რომლებთანაც სამხედრო ან სხვა ტიპის ოპერაციებს აწარმოებს და პატარა სახელმწიფოები, რომელთა მნიშვნელობასაც მათი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. შტატებისათვის საქართველო სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება.

დღეს ამერიკაში ფული უჭირთ, ამიტომ შტატებს სურს, რომ ასეთ ქვეყნებს შორის ბალანსი დაიცვას. თუმცა, მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთია, - ამბობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი და ამატებს, რომ ამ მიმართულებით აშშ-სთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული ისეთი ქვეყნებია, რომლებიც ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენენ, – ტრანსფორმაციის ყველაზე ახალი მაგალითი კი საქართველოა. განვითარების ის დონე, რაც საქართველომვარდების რევოლუციისშემდეგ აჩვენა, მთავარი საფუძველია იმისა, რომ შტატები ჩვენი ქვეყნის დხმარებას უწინდებურად გააგრძელებს”.

აღნიშნულის დასტურად იაკობაშვილს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც მოჰყავს: “ჩვენ ახლოს ვართ კონფლიქტის ზონასთან, ირანთან, ასევე საქართველოა ალტერნატიული სატრანზიტო გზა აშშ-დან ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად. ავღანეთის მიმართულებით საჰაერო ტვირთების 30 პროცენტი აშშ-დან საქართველოს გავლით შედის”.

ბოლო დროს საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მაჩვენებლად მას ქართულ-ამერიკული ქარტიის რეალურად ამუშავებაც მიაჩნია: “მთავარი მიღწევა ისაა, რომ სავიზო რეჟიმი გამარტივდა, თუ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა არ იყო, ისე აზრი არაფერს ექნება. თუმცა არის სფეროები, სადაც ჯერ წინ ვერ მივდივართ. ერთ-ერთი ასეთი შეიარაღების საკითხია”.

ამისათვის პირველ რიგში სტრატეგია უნდა შემუშავდეს თუ რა ტიპის შეიარაღება გვჭირდება, იარაღი გვესაჭიროება ომისათვის თუ თავდაცვისათვის. ელჩის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგიის შესახებ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება უკვე სრულდება: შეიარაღება, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გაგვიჩნდა ლობი, რომელიც აქამდე არ გვყავდა, ამერიკელი სამხედროები ამბობენ, რომ ქართველები ყველაზე მაგარი მეომრები არიან”.

აშშ-სა და საქართველოს შორის წინსვლაა ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებითაც. ამერიკამ მეორედ მისცა საქართველოსმილენიუმისგრანტი, ასევე, ამერიკული კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესია საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობების კუთხითაც.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ნახევარი მილიარდი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ნაგვის ქარხანა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საუბარია ათ მილიონამდე ინვესტიციის განხორციელებაზე მევენახეობაშიც, რადგან ყურძნისგან პარფიუმერია მზადდება”, - ამბობს იაკობაშვილი. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ელჩს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაცია, მის წინამორბედთან შედარებით, ნაკლებად სწყალობს სააკაშვილის მთავრობას, აბსურდად მიაჩნია: ამ ადმინისტრაციამ მოგვცა მილიარდი დოლარის დახმარება. ამ ადმინისტრაციისაა ბაიდენი და ჰილარი კლინტონი, რომლებიც მხარს გვიჭერენ. მათ მოგვცესმილენიუმი”. ამერიკის მოლოდინი ახლა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”.  

იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ამერიკის პოზიციის ცვლილება მოსალოდნელი არაა, რადგან ვაშინგტონიდან რუსეთს უყურებენ, როგორცმომაკვდავ ქვეყანას”: ამერიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წელია, რუსეთში კი 53. რუსეთის ჯარის ახალწვეულების 15 პროცენტს დღეს ჩრდილო კავკასიელები წარმოადგენენ. თუკი საბჭოთა პერიოდში, რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მხარეში 18 მილიონი ცხოვრობდა, ამჟამად 6 მილიონი ცხოვრობს და მათ შორის ბევრი უცხოელია”.

მისივე თქმით, დღეს რუსეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, საწარმოო საშუალებები ამორტიზებულია, მდიდრებს კი ფული საზღვარგარეთ გააქვთ: სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამერიკელები ამბობენ, რომ რუსეთს მომავალი არ აქვს”.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მომხრეა, იაკობაშვილის თქმით, ლავროვმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, რუსეთი საქართველოს თანხმობის გარეშე აღნიშნულ ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი