საარჩევნო კოდექსის შეცვლის ბოლო მცდელობა


საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თემაზერვიანსადანაციონალურ მოძრაობასშორის დაიწყო მოლაპარაკებები ახალი, ინდივიდუალური ფორმატით. რას მოგვცემს მოლაპარაკების ახალი ტიპი და რა იმედები აქვთრვიანისწევრებს


შუშან შირინიანიახალქალაქი


რამდენიმე დღის წინ, საარჩევნო კოდექსის ცვლილების შესახებ, რვა ოპოზიციურ პარტიასა და მმართველ პარტიას შორის სამი თვის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკება განახლდა, თუმცა, ნაციონალური მოძრაობა ახლა კონსულტაციებს ატარებს ცალკეულ პარტიებთან და არა მათ გაერთიანებარვიანთან”. ოპოზიციურ პარტიებს იმედი აქვთ, რომ ახალ ფორმატში რაიმეს მიღწევის მეტი შანსი არსებობს და მოლაპარაკების თვის ბოლომდე დასრულებასაც იმედოვნებენ.


პირველი შეხვედრა, ინდივიდუალური მოლაპარაკების ფარგლებში, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილსა და პარტიაახალი მემარჯვენეებისწარმომადგენლებს შორის შედგა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებასრვიანისწევრები ერთობლივად მიიღებენ იმ პრინციპების შესაბამისად, რომელთა შესახებაც განცხადება მოლაპარაკების პროცესის დასაწყისში გაკეთდა.
რვიანშიშემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების ფარგლებში, კუთვნილ რესურსებს საკუთარი სურვილის მიხედვით გამოიყენებს. რვიანში შედის შემდეგი პარტიები: “ეროვნული ფორუმი”, “ახალი მემარჯვენეები”, “საქართველოს გზა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველოთავისუფალი დემოკრატები”, “კონსერვატორული პარტია”, “რესპუბლიკური პარტიადახალხის პარტია”.


საარჩევნო კოდექსის ცვლილების იდეის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს, მოლაპარაკებების ახალ ფორმატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დიდი მოლოდინი არ აქვთ.
რასაკვირველია, გარკვეული სკეფსისი ამ საკითხში არსებობს, რადგან მმართველ პარტიას, ჯერჯერობთ, რაიმე დათმობაზე წასვლის სურვილიც კი არ უჩვენებია”, - ამბობსახალი მემარჯვენეებისერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია. (Georgia Times).


თუმცა პარტიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამ შანსის გამოყენება მიზანშეწონილია. მათი განცხადებით, თუ ამ ჯერზეც არაფერი გამოუვათ, ამაო მცდელობებს თავს დაანებებენ.
კიდევ არის რესურსი, კიდევ არის შანსი, რომ რაიმე შედეგამდე მივიდეთ. თუ ეს რესურსიც ტყუილად დაიკარგება, უბრალოდ, მოგვიწევს ვთქვათ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა”, - განაცხადაახალი მემარჯვენეებისწარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ. (Georgia Times).


მოლაპარაკება საქართველოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და მმართველ პარტიას შორის ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ ამ იდეის ირგვლივ 16 პარტია და ორგანიზაცია გაერთიანდა. მმართველი პარტიის დეპუტატების სურვილის არქონამ, ეწარმოებინათ კონკრეტული და გადამწყვეტი მოლაპარაკება, 2011 წლის მარტში ამ პროცესის შეწყვეტა გამოიწვია. აპრილის ბოლოსნაციონალურმა მოძრაობამსაარჩევნო რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციების ინდივიდუალურ რეჟიმში დაწყება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის დღის წესრიგში დგას.


საქართველოს მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ელის. ოპოზიცია ცდილობს, ამ დროისთვის საარჩევნო კოდექსი უკვე შეცვლილი იყოს, რათა მან უფროგამჭვირვალე არჩევნებიუზრუნველყოს და ოპოზიციასაც პარლამენტში ადგილების მოპოვების მეტი შანსი მიეცეს.


ევროპასა და აშშ-ში ოპოზიციური პარტიების სურვილს, შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, დადებითად აფასებენ.


ჩვენ მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა გამოთქვა სურვილი მოლაპარაკება აწარმოოს მმართველ პარტიასთან რიგი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია არჩევნების წინა პერიოდში”, განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ თინა ქეიდენაუმ (Civil Georgia). მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმაც.


ზოგი ექსპერტი და პოლიტიკური მოღვაწე საქართველოშირვიანსაკრიტიკებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას რეალური საქმის კეთების ნაცვლად, დრო ფუჭად გაჰყავს.
რვა ოპოზიციური პარტიის წინადადება შემდეგია: შეიცვალოს არსებული მაჟორიტარული სისტემაერთმანდატიანი ოლქებიდან 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესი – “რეგიონულ-პროპორციული სიებით”, ხოლო დარჩენილი 75 დეპუტატი კვლავ პროპორციული სიით აირჩეს. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ეს სისტემა მათ პარლამენტში მეტი მაჟორიტარული მანდატის მოპოვების შანსს მისცემს.


2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, 75 მაჟორიტარული ადგილიდან მმართველმა პარტიამნაციონალურმა მოძრაობამ” 71 მანდატი მიიღო (პროპორციული სისტემით – 75 ადგილიდან მხოლოდ 48) და საბოლოოდ, გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.


მეორე და ძირითადი ცვლილება, რომელსაც ოპოზიცია ლობირებს, არჩევნების ბიომეტრული პასპორტებით ჩატარებაა. საპარლამენტო უმრავლესობა, მოლაპარაკების შედეგად, ბიომეტრული პასპრორტებით არჩევნების ჩატარებაზე დათანხმდა, მარტო თბილისში, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონორი ორგანიზაციები ამ მიზნით შესაბამის ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ. თუმცა უმრავლესობამ მაჟორიტარი დეპუტატების სისტემის გაუქმებაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტია თანახმა იყო, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უპარტიო კანდიდატებს მისცემოდათ არა დამოუკიდებლად, არამედ ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი