E-ცოლი – არის თუ არა ინფიცირების საფრთხე?



ესაძლებელია თუ არა E-coli ბაქტერიით დაავადება ახალქალაქში? რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის მიწის შხამ-ქიმიკატებით ან ორგანული სასუქითნაკელით განოყიერება?

ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი

ევროკავშირის ქვეყნებში დაავადების ორ ათასზე მეტი შემთხვევა და 25 ლეტალური შედეგი დაფიქსირდადამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიაა, სახელწოდებით E-coli. ნაწლავის ჩხირი, ჩვეულებრივ, ადამიანის ნაწლავებში ცხოვრობს და ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება. სამწუხაროდ, E-coli-ის ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული შტამი, შეიძლება ნაწლავებიდან სისხლში მოხვდეს. ეს იშვიათი დაავადებაა, რომელმაც სერიოზული ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს. ნაწლავის ჩხირის ინფექციის მქონე ადამიანებს შემდეგი სიმპტომები უვითარდებათ: კუჭის უსიამოვნო კრუნჩხვა და მუცლის ტკივილი, პირღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ სისხლნარევიც.

გერმანიის გარდა, E-coli-ით დაავადებულები კიდევ 13 ქვეყანაში არიან. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი გერმანიის ჩრდილოეთში ცხოვრობს ან იქ იმყოფებოდა. უკვე ცნობილია ინფექციის აფეთქების რამდენიმე პრინციპული სხვაობა. დაავადებულთა 2/3 ქალები არიან. ყველაზე მძიმედ დაავადებულთა შორის უმრავლესობა საშუალო ან ახალგაზრდა ასაკისაა. ავადმყოფთა მესამედს ძალიან იშვიათი გართულებაჰემოლიტურ-ურემიული სინდრომი განუვითარდა, რაც, საბოლოოდ, თირკმლის უკმარისობას იწვევს.

ისმება კითხვა, საიდან გაჩნდა ეს სახიფათო, გადამდები სენი? CDC-ის სტატისტიკა მოწმობს, რომ დაავადების უმრავლეს შემთხვევებში ის დაავადებული და თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის გამოყენების შედეგია. ბაქტერია E-coli ჯანმრთელი საქონლის შიგნეულობაში ცხოვრობს და როგორც, წესი, ხორცში არ ხვდება. თუმცა ხორცის ინფიცირება შეიძლება მოხდეს საქონლის დაკვლისას, თუ ხორცი შიგნეულობის შიგთავსს შეეხო, ან არასტერილური გადაზიდვისას და შენახვისას და თუნდაც ინფიცირებულ წყალთან შეხებისას. ადამიანიდან ადამიანზე გადადებაც შესაძლებელია, თუ ორივე მათგანი ხელებს გულდასმით არ იბანს

შესაძლებელია თუ არა E-coli ბაქტერიით ინფიცირება ახალქალაქის აგრარულ მუნიციპალიტეტში? ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ ბაქტერიები პროდუქტში ნაკელიდან მოხვდა. მეურნეობები ნაკელს ხშირად იყენებენ სასუქად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები სასუქად იყენებენ როგორც ნაკელს, ისე ქიმიკატებს.

ნაკელი ორგანული სასუქია. სწორი გამოყენებისას ის არ იქცევა ვირუსების წარმოქმნის მიზეზად, რომლებიც შემდეგ შეიძლება მცენარეებზე გადავიდეს. მისი სწორად გამოყენება 1 ჰექტარი მიწის 20 ტონა ნაკელით განოყიერებაა. თუმცა არის ძალიან სუსტი მიწებიც, სადაც ამავე ფართობზე 40 ტონა ნაკელის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ეს ნაკელი ერთწლიანი დაგროვების (კომპოსტი) უნდა იყოს. დაგროვილი ნაკელი შიგნიდან ლპობას იწყებს და სწორედ მაშინ წარმოიქმნება მასში ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი და აზოტი. რატომ არ შეიძლება ნაკელის ლპობამდე გამოყენება? პირველ რიგში, მასში ჯერ არ იქნება სასარგებლო მინერალები. და მეორე, სპორები, რომლებიც ცხოველის საკვებშია, მიწაში მოხვდება. შესაძლოა ბაქტერიები ცხოველთა საკვების მეშვეობითაც მოხვდნენ”, - ამბობს აგრონომი, მცენარეთმცოდნე ეგიშ აგაჯანიანი.

მოთხოვნების თანახმად, ნაკელის, მიწის გასანოყიერებლად გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომპოსტის სახითარაუგვიანეს მოსავლის აღებამდე 120 დღით ადრე, იმ შემთხვევაში, თუ მცენარის საკვებად გამოსადეგი ნაწილები ნიადაგთან კონტაქტშია და 90 დღით ადრე, თუ ასეთი კონტაქტი არ დგება. (www.grunwald.ru).

თავიდან, გერმანიაში E-coli ბაქტერიის წყაროდ ესპანეთიდან შემოტანილი კიტრი გამოაცხადეს. მალე კი გაირკვა, რომ ეს მცდარი ვერსია იყო. დასახელდა ახალიმტერი” - პარკოსნები, თუმცა, ეს ვერსიაც მალევე უარყვეს. და სანამ მეცნიერები დაავადების წყაროს ეძებენ, ფერმერები და მთელი სასოფლო-სამეურნეო რეგიონები უზარმაზარ ზარალს განიცდიან. ესპანური კიტრი, რომელიც ეჭვმიტანილი აღარ არის, დახლებზე მაინც ნაკლები მოთხოვნით სარგებლობს.

ბევრმა ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულის შეტანაზე უარი განაცხადა. გერმანიაში მსხვილი მეურნეობები დღეში 7 მლნ. დოლარს ზარალობენ, რადგან პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნა არ არის, ნადგურდება. ესპანეთში ზარალი მეტიამხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მან 286 მლნ. დოლარი შეადგინა. მათი პროდუქციის შეძენა თითქმის მთელმა ევროპამ შეაჩერა.

ევროპის ქვეყნები უკვე დგამენ ნაბიჯებს გერმანიაში კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციით მასობრივი დაავადების გამო დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის გასაწევად. ევროკავშირი მზადაა 150 მლნ ევრო გამოყოს. ამ წინადადებამ ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების სპეციალურ სხდომაზე გაიჟღერა.
ჩინელმა მეცნიერებმა სასიკვდილო ბაქტერიის დნმ-ის ანალიზის ჩატარების შემდეგ განაცხადეს, რომ მისი ახალი შტამი უკიდურესად მაღალი ინფექციურობითა და ტოქსიკურობით გამოირჩევა. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაქტერიის წარმოშობის ზუსტი წყაროს დადგენის გარეშე ეპიდემიის შეჩერება რთული იქნება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი