შეუმჩნეველი პრიორიტეტი


   ნინო რუხაძე, - “უამრავი ხიდი საჭიროებს დროულ შველასთორემ დაინგრევა

ბოლო პერიოდის გახშირებული წვიმები და ადიდებული მდინარეების გამო დანგრეული ხიდები. რა ხდება ახალციხის მუნიციპალიტეტში, რა მდგომარეობაშია ხიდები და არსებობს თუ არა სტიქიის შემთხვევაში მათი დაზიანების საფრთხე;  

თამუნა უჩიძეახალციხე
 

გეოლოგების განცხადებით, წელს საქართველოში სტიქიური პროცესების აქტივიზაციის პიკია. მუნიციპალიტეტში არსებული ხიდების მდგომარეობა კი სავალალოა.

სულ არ არის საჭირო ინჟინერი იყო ხიდებზე პრობლემები რომ შეამჩნიო. როგორც წესი, ბურჯებია დაზიანებული, ან მზიდი ტროსებია ცუდ მდგომარეობაში, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსისწარმომადგენელი ნინო რუხაძე და ამატებს, რომ ხიდები იმაზე მეტად იტვირთება მძიმეწონიანი მანქანებით, ვიდრე ეს ნორმითაა გათვალისწინებულიწყლით და ტალახითაა ხშირ შემთხვევაში მათი ზედაპირი დაფარული, რაც ერთიორად ზრდის დატვირთვას”.   

რუხაძის განცხადებით, არ ტარდება არანაირი ღონისძიებები ხიდების მოვლის თვალსაზრისით, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებდა: “უამრავი ხიდი საჭიროებს დროულ შველას, თორემ დაინგრევა”.

სავალალო მდგომარეობა არცერთ ხიდზე არ გვაქვს. მით უფრო ჩანგრევის საშიშროება არცერთ მათგანს არ ემუქრება, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძეთუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციამერსი ქორფსთანერთად, პრევენციის მიზნით შევისწავლეთ ხიდების ტონაჟობა, აღვწერეთ 28 ხიდი და დავაყენეთ 14 ნიშნული იმის აღმნიშვნელად, თუ რა წონაზეა გათვლილი ხიდის კონსტრუქცია”.

ასპანიძის განმარტებით, ხიდების შესწავლის შემდეგ, “მერსი ქორფსისადა ადგილობრივი ბიუჯეტის 10-პროცენტიანი წილობრივი დაფინანსებით, უახლოეს დღეებში ურავლის ხეობაში არსებული, ეგრეთ წოდებული გიორგიწმინდის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება: მისი საშუალებით ექვსი თემი მოძრაობს, ამ ხიდის გავლით უკავშირდება ექვსივე მათგანი საზაფხულო საძოვრებს. შემოდგომაზე მთიდან დაბრუნებულებს ხიდი განახლებული დახვდებათ. მისი რეაბილიტაცია 25 ათას ლარამდე დაჯდება”.

ასპანიძის თქმით, ბიუჯეტის სახსრებით მუნიციპალიტეტში სამი ხიდი შეკეთდებათისელში, ურაველსა და საძელში: ჯერ ხარჯთაღრიცხვა არ გაკეთებულა, ამდენად ზუსტად არ ვიცით რა თანხა დაგვჭირდება, სავარაუდოდ კი თითოეულის რეაბილიტაცია 1500 ლარამდე დაჯდება. სარემონტო სამუშაოები სამ-ოთხ თვეში დასრულდება”.   

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ხიდი დაინგრა: ორი წყალთბილაში ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა წყალმა წაიღო, ერთი კი წნისში, მასზე პირუტყვის გადასვლისას ჩაინგრა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილობრივი ბიუჯეტის არცერთ მუხლში ხიდების პრევენციის შესახებ ნახსენები არაფერია. 

მნიშვნელოვანია, რომ პრევენციის მიზნით რეგულარულად ხდებოდეს მათი დათვალიერება. ასე გაწეული სამუშაოები ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე კატასტროფების შემდეგ დაზიანებულის აღდგენა”, - ამბობს რუხაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის თქმით, ხიდების აღდგენის ან შეკეთების საკითხი ბიუჯეტის წინაშე ჯერ არ დამდგარა: “მაგრამ, ხიდი სტრატეგიული ობიექტია და საჭიროების შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლი. ხარჯი ალბათ გათვალისწინებული იქნება სარეზერვო ფონდიდან, ან სპეციალური ტრანსფერიდან, რაც მუნიციპალიტეტისთვის უკვე გამოყოფილია”.  

მიმდინარე წელსსოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში ხიდის აღდგენა-რეაბილიტაცია დაგეგმილი არცერთ სოფელში არაახიდი, არცერთი სოფლისთვის, პრიორიტეტი არ აღმოჩნდა.

სამუშაოები თითქმის ყველა სოფელში დაწყებულია. წარმოდგენილი ოქმების მიხედვით, ხიდის შეკეთების საკითხი არცერთ სოფელში არ დაუყენებიათ. პრიორიტეტად კვლავ რიტუალების სახლის, სასმელი წყლის, სარწყავი არხებისა და გზების რეაბილიტაცია რჩება”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი ემზარ მღებრიშვილი.

გასულ წლებში კი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის გიორგი ქასრაშვილის თქმით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში მხოლოდ ჯუღა-აბათხევისა და ნაოხრების ხიდები შეკეთდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკის საკითხების კომისიის თავმჯდომარის მიხელ ლაბაძის თქმით კი, აღდგენას საჭიროებს აწყურისა და საყუნეთის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა სახნავ-სათეს ნაკვეთებსა და ბაღებს უკავშირდება: ავარიული მდგომარეობის გამო ხიდი არ ფუნქციონირებს, მისი აღდგენისთვის 2000 ლარი საკმარისი იქნება”. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოგი გედევანიძე აქცენტს მინაძეში არსებული ერთ-ერთი ხიდის დაზიანებულ საფარზე აკეთებს: “აქ მდგომარეობა სავალალოა. ხის ხიდია, ამდენად მისი ნახევარი საფარი დამპალი და გაფუჭებულია. ამიტომ კილომეტრის მოშორებით უხდება მოსახლეობას გზის შემოვლა”. 

ავარიული მდგომარეობის გამო, ხიდი ტრანსპორტისთვის დაკეტილია, თუმცა, მოსახლეობა მაინც სარგებლობს.

ბავშვები სკოლაში ამ გზით დადიან, არადა ნებისმიერ წამს შეიძლება ჩაინგრეს და ბავშვი ჩაიტანოს. ხიდზე გადადის პირუტყვიც, - ამბობს გედევანიძე და გვიხსნის, რომ მისი აღდგენისთვის 50 კუბური მეტრი დახერხილი მასალა, 200 კილოგრამი ლურსმანი და მუშა ხელია საჭირო, – ეს დაახლოებით 25 ათას ლარს შეადგენს”. 

სულ ახალციხის მუნიციპალიტეტში 31 ხიდია, მათ შორის 6 რკინის, 1 ხის და 23 რკინა-ბეტონისაა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჭარბი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, უსაფრთხო იქნება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი