ინფრასტრუქტურა ახალქალაქში


მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო ახალქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი შენელდაშუშან შირინიანიახალქალაქი

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები ახალქალაქში, ამ ეტაპზე, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას ორი წლის განმავლობაში აფინანსებდა. 2009-2010 წლებში, ქალაქის შიდა გზების ექვს კილომეტრზე დაიგო ასფალტი და გარემონტდა წყალსადენის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი.


თუ წინა წლებში, ყოველწლიურად 2-3 კილომეტრის სიგრძის გზა რემონტდებოდა, წელს ახალქალაქში ასფალტი დაიგება მხოლოდ მაშტოცის ქუჩის ნაწილზე, დაახლოებით 100-150 მეტრზე, მალხასიანის ქუჩის გადაკვეთიდან დარბინიანის ქუჩის გადაკვეთამდე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით 177 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერიც უკვე ჩატარებულია და მასში კომპანიაჯავახეთის გზამგაიმარჯვა.


გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯება სოფლების: ხავეთის, ბარალეთის, ხანდოსა და კარტიკამის გზების კეთილმოწყობისთვის. მუნიციპალიტეტმა შეიძინა გრეიდერი, რომლიც ღირებულება 142 ათასი ლარია.


ადგილობრივი ბიუჯეტი, სოფელ იხტილადან სოფელ კოტელიამდე მიმავალი, შვიდ-კილომეტრიანი წყალსადენის რემონტსა და რეკონსტრუქციას 270 ათასი ლარით დააფინანსებს

ახალქალაქში საცურაო აუზი შენდება. გასულ წელს მუნიციპალიტეტმა შიდა სამუშაოები დააფინანსა, წელს კი დამატებით 100 ათასი ლარია გამოყოფილი ელექტროენერგიისა და კანალიზაციის გასაყვანად და აუზის ეზოს კეთილმოწყობისათვის.


27 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის რამდენიმე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობის გაზიფიკაციისთვის დაიხარჯება. 122 ათასი ლარი გამოიყოფა საკანალიზაციო მილების რემონტისთვის. ასევე, ქალაქში საგზაო ბორცვებისა და ნიშნების დაყენებას 32 800 ლარი მოხმარდება.


ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია სპეცტრანსფერი 500 ათასი ლარის ოდენობით ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის. აქედან, 300 ათასი ლარი შენობების სახურავის რემონტს მოხმარდება, 150 ათასი ლარი საკანალიზაციო სისტემის რემონტს, ხოლო 50 ათასი ლარიწყალსადენის შეკეთებას. წელს გარემონტდება მხოლოდ ექვსი შენობის სახურავი, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კი, რეალურად, რემონტი 12 შენობის სახურავს სჭირდება.
ყველა სამუშაო სატენდერო სისტემით უნდა განხორციელდეს. ზოგიერთი ტენდერი უკვე ჩატარებულია და მუშაობაც დაწყებულია. დარჩენილი ტენდერები კი ივნისის დასაწყისში გაიმართება.
2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში ტენდერები ახალი, ელექტრონული სისტემით ტარდება. ელექტრონული ტენდერის მთავარი პრინციპებიგამჭვირვალობა, ხარჯების შემცირება და სიმარტივეა, რაც, თავისთავად, კონკურენციას ზრდის. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ფასია. უპირატესობა ენიჭება კომპანიას, რომლებიც სამუშაოს შესრულებაზე ყველაზე დაბალ ფასს დაასახელებს. შემდეგ ხდება დოკუმენტაციისა და გამარჯვებული კომპანიის შესაძლებლობების შეფასება.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, ტენდერის მიმდინარეობის ბოლო წუთებამდე მონაწილეთა ვინაობა უცნობია: ჩვენ ვერ ვხედავთ, ტენდერში რამდენი ადამიანი მონაწილეობს და ისინი ვინ არიან. მონაწილეები დანომრილია ¹1, ¹2, ¹3 და ასე შემდეგ და ჩვენ მათი ვინაობა არ ვიცით. ყველა ადამიანი კომპიუტერთან ზის  და ფასს ამცირებს. ვაჭრობის მერე იწერება, ვინ გაიმარჯვა, მაგალითად, მონაწილე ¹1-მა. ამის შემდეგ ჩვენთან კომპანიის წარმომადგენელი ხუთი დღის განმავლობაში მოდის”.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული ტენდერების წყალობითY60-70 ათასი ლარი დაზოგა. ვაან ბატოიანი ტენდერის ჩატარების ახალ მეთოდს ეფექტურად მიიჩნევს: ელექტრონული ტენდერი უფრო გამჭვირვალეა და ჩინოსანთა ჩარევას გამორიცხავს. სახელმწიფო ცდილობს თავისი ჩინოსნები ამ საკითხისგან შორს ამყოფოს.


თუ ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 5.000 ლარამდეა, ტენდერი არ ტარდება. ასეთ შემთხვევებში ხელშეკრულება პირდაპირი წესით იდება. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი