შეწყვტილი დახმარება


სილვა ფილოიანის ოჯახში ექვსი წევრია. მისი სამი ობოლი შვილი და მასთან მცხოვრები ორი მოხუცი პენსიონერი კი დახმარებას ვეღარ იღებენ.
შუშან შირინიანიახალქალაქი

 "უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების" 

სახელმიფო პროგრამის დეკლარაციებისა და შეფასების კრიტერიუმების შეცვლის გამო სოფელ გომანში მცხოვრები სილვა ფილოიანის ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებს. ორი თვის წინ სილვა ფილოიანმა დახმარების მიღების თხოვნით განცხადება შეიტანა, თუმცა, გაირკვა, რომ სოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი პროგრამის ახალი პირობების თანახმად, ფილოიანის ოჯახი დახმარების მიმღებთა კატეგორიაში აღარ ხვდება.

სახლი ბოლომდე აშენებული არ არის, მეუღლე გარდაიცვალა და შენობა ასე დარჩა. ჩვენ მეუღლის ძმის სახლში ვცხოვრობთ, რომელიც თავად რუსეთშია. ოჯახში ორი პენსიონერი და სამი ბავშვი მყავს, მეცხრე, მეშვიდე და მეხუთეკლასელები. განცხადება აპრილის შუა რიცხვებში შევიტანე, აგენტი მოვიდა და ყველაფერი ჩაიწერა. მას ჩვენი აუშენებელი სახლი ვაჩვენე, რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს. დახმარების მიღების იმედი მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქულები მაღალია და ვერაფრით დაგვეხმარებიან”, - ამბობს სილვა ფილოიანი.

ოჯახის დეკლარაციისშევსებასა და შეფასების კრიტერიუმებში ცვლილებები გასული წლის ივნისში შევიდა. დეკლარაციის ახალი შეფასების მიხედვით ბევრი რამის გათვალისწინება აღარ ხდება, თუმცა, ამის მიუხედავად დახმარების მიმღებთა რიცხვი არ გაზრდილა, უბრალოდ, ზოგი სიიდან ამოვარდა და მათ მაგივრად, დახმარების მიმღებთა რიცხვში, ახალი ოჯახები მოხვდნენ. 2011 წლის 8 ივნისის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტშისოციალური დახმარებისპროგრამის ფარგლებში დახმარებას 602 ოჯახი იღებს.

ახალ დეკლარაციაში საბჭოთა წარმოების ტელევიზორები აღარ რეგისტრირდება. სოციალური აგენტები მხოლოდ პლაზმურ ტელევიზორებსა და თანამგზავრულ ანტენებს აღრიცხავენ. საბჭოთა წარმოების ნივთებიტელევიზორი, მაცივარი, მტვერსასრუტი დეკლარაციაში აღარ იწერება. იგივე ეხება მობილური ტელეფონებს, ოთახების რაოდენობას, ტანსაცმელსა და სამედიცინო დახმარებაზე ოჯახის ხარჯებს. დეკლარაციაში აღინიშნება მხოლოდ სახლის ზოგადი მდგომარეობადამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი. როგორც ადრე, დეკლარაციაში ახლაც იწერება მოგება. დამატებულია გრაფაბავშვების ყოლა, რაც ადრე არ იწერებოდა. გრაფაში არ აღინიშნება ბავშვის სქესი და ეს გრაფა საკმაოდ ბევრ ქულას უმატებს. ასევე ბევრი ქულაა თანამგზავრული ანტენაც.

ცვლილებებამდე სილვა ფილოიანის ოჯახს 57 000 ქულაზე ნაკლები ჰქონდა და იღებდა ფინანსურ დახმარებას ოჯახის ერთ წევრზე 30 ლარს, ყოველ მომდევნოზე კი – 24 ლარს, პლუს სამედიცინო პოლისს. ახლა ოჯახმა 96 010 ქულა მოაგროვა და შესაბამისად, ფინანსური დახმარება და სამედიცინო პოლისი აღარ ეკუთვნით. შეგახსენებთ, რომ 57 000 ქულამდე ოჯახი სამედიცინო პოლისსაც იღებს და ფინანსურ დახმარებასაც, ხოლო 57 000-დან 70 000 ქულამდე მხოლოდ სამედიცინო პოლისი ეკუთვნით. როგორც ჩანს, ფილოიანის ოჯახის ქულების ზრდა გარდაცვლილი მეუღლის სახლმა და სამი შვილის ყოლამ განაპირობა.

დახმარების გაცემა შეუწყვიტეს არექნაზ სანოსიანსაც. იგი დახმარებას 2007 წლიდან იღებდა:აპრილიდან დახმარებას აღარ ვიღებ, შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, სახლში არ ვიყავი და დახმარება შემიწყვიტეს. ამ დროს საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, ამიტომაც ვერ მიპოვეს. საშუალება არ მქონდა და დროებით ნათესავებთან გადავედი. ახლა მინდა, რომ აგენტი ისევ მოვიდეს და ჩემი ქონება აღწეროს.

პროგრამაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალური აგენტები შეცდომაში შეჰყავთ. გასული წლის შემოდგომაზე მონაცემთა ბაზაში გამოვლინდნენ პიროვნებები, რომლებზეც ავტომანქანები იყო გაფორმებული და აგენტებისთვის ეს ფაქტი არ უცნობებიათ. ასეთი ოჯახი ახალქალაქში დაახლოებით 200 აღმოჩნდა. ისინი მონაცემთა ბაზიდან სამი წლით ამოიღეს.

ქულებს საბოლოოდ კომპიუტერული პროგრამა ითვლის. სოციალური სააგენტოს ახალქალაქის ფილიალის ხელმძღვანელის არტაშეს ფალანჯიანის თქმით, ბევრი რამ სოციალურ აგენტზეა დამოკიდებული: ახლა პროგრამა უფრო ობიექტური გახდა. ადრე ისეც ხდებოდა, რომ ადამიანს შვილები ჰყავდა, მართალია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ისინი ეხმარებოდნენ. ამ დროს ზოგს არავინ ეხმარება. რაც შეეხება პროგრამას, მასზე ბევრია ნამუშევარი, დათვლილი ქულები ჰაერიდან არ მოდის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ  იდეალურია, რადგან კომპიუტერი მაინც სოციალური აგენტის სუბიექტურ მოსაზრებებს ამუშავებს”.

დახმარების მიღების თხოვნით მიმართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. განცხადების შეტანიდან ორი კვირის განმავლობაში მათთან სოციალური აგენტი მივა, დეკლარაციას შეავსებს და ერთი თვის განმავლობაში ქულებიც დაითვლება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი