ეროვნული დრამატურგია მესხეთის სცენაზე

 ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის პირველი დღე.
მესხეთის სახლემწიფო დრამატულ თეატრში 10 ნოემბერს ოთხი წლის წინ დაპირებული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალი თვისუფალი თეატრის სპექტაკლით - ,,მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!” გაიხსნა. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი, ფესტივალის იდეის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ფესტივალის გახსნის დღე სწორედ მის იუბილეს დაემთხვა:
,,უკეთეს დაბადების დღეს ვერ ვინატრებდი. ძალიან მიყვარს მესხეთის თეატრი. ბევრჯერ მითამაშია და ამ სცენაზე არაერთი წარმოდგენაც დამიდგამს.”
2010 წელს დაწერილმა და თავისუფალ თეატრში შემდგარმა ორმოქმედებიანმა წარმოგენამ ახალციხელ მაყურებელსაც ნიკალასა და თამთას სიყვარულის მაგალითზე აგვისტოს ომის ტრაგედია კიდევ ერთხე გაახსენა.

,,ეს პიესა ჩვენს ცხოვრებასა და ტკივილს ასახავს”, - ამბობს ვარსიმაშვილი.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას მისი სულისჩამდგმელები, რეჟისორები გიორგი შალუტაშვილი და გოგი მარგველაშვილიც ეწრებოდნენ. ამ დღეს ახალციხეს თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.
,,არ ვიქნები ორგინალური, თუ გეტყვით, რომ საქართველოს თეატრალურ რუკაზე მესხეთის თეატრი უმნიშვნელოვანესია - განაცხადა თეატრალური საზოგადოების წარმომადგენელმა გურამ ბათიაშვილმა, - დიდია თქვენი თეატრის მისია. ქართული დრამატურგიის ფესტივალიც სწორედ აქ უნდა იხსნებოდეს, ეს არის ფოკუსი დღეს ქართული თეატრალური ცხოვრებისა.”
მესხეთის თეატრის მაყურებელს მიმართა გურამ ბათიაშვილის კოლეგამ და მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა: ,,ეს დარბაზია მესხეთის თეატრი. თქვენ რომ არ იყოთ, მაშინ არც დღევანდელი დღე შედგებოდა. სწორედ მესხეთში უნდა იხსნებოდეს ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი, რადგან სოხუმში რა პრობლემებიც იყო წლების წინ, იგივე იყო მესხეთის მიწაზეც. ღმერთმა ნურასოდეს გაუჩინოს მესხეთის თეატრს ის სატკივარი, რაც დღეს სოხუმშია.”
მაყურებლის სიმრავლესა და გადაჭედილ დარბაზს გაუსვა ხაზი გოგი მარგველაშვილმაც: ,,სასიამოვნოა, როცა ენერგია იხარჯება და შედეგს ხედავ. შედეგი კი ეს გადაჭედილი დარბაზია.”
დარბაზი სავსე დახვდა მეორე დღეს ვაკის სარდაფსაც. სტუმრებმა, რომლებმაც მესხეთის თეატარში პირველად ითამაშეს, ახალციხელ მაყურებელს ოთარ ეგაძის დადგმული ტრაგი-კომედია ,,ჭკუისა მჭირს” წარმოუდგინეს.
მესეთის თეატრში ბილეთები სპექტკალების გამართვის დღემდე იყიდებოდა. პირველი ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე მესხეთის თეატრში ფესტივალისთვის დაბეჭდილი 780 აბონიმენტიდან 700 გაიყიდა. მათ შორის 390 პირველი ექვსი წარმოდგენისთვის იყო და მისი ღირებულება 21 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 12-ვე წარმოდგენის აბონიმენტის შესაძენად მაყურებელს 42 ლარის გადახდა უხდებოდა. ლია სულუაშვილის განმარტებით, აბონიმენტით ერთი წარმოდგენის ნახვა 3 ლარი და 50 თეთრი, ბილეთით კი 5 ლარი ჯდებოდა.
 ,,პირველი 6 წარმოდგენის ყველა აბონიმენტი გაყიდულია. მარჯანიშვილის, რუსთაველისა და თავისუფალი თეატრების წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთებიც წინასწარ გაიყიდა”, - გვიხსნის მესხეთის სახლემწიფო დრამატული თეატრის მოლარე ლამარა ბარძიმაძე.
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი 21 ნოემბერს დაიხურება, მანამდე მაყურებელი წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან ქართული დრამატურგიის არაერთ ნიმუშს ნახავს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი