“მარტივი და მეგობრული გამოცდების” მეორე წელი


2012 წლის საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერი ყველა საგანში 5,5 ქულით განისაზღვრა. ატესტატის მისაღებად მოსწავლეები გამოცდას ისევ რვა საგანში ჩააბარებენ.

2011 წელს საქართველოში საატესტატო გამოცდები ეგრეთ წოდებული A-ის სისტემით ჩატარდა. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოსწავლეებმა გამოცდა კომპიუტერის საშუალებით ჩააბარეს. გასულ წელს გამსვლელი ბარიერი გამოცდების დასრულების შემდეგ დადგინდა.

იმის გამო, რომ შარშან საატესტატო გამოცდები პირველად ტარდებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარკვეული შეღავათები დააწესა. მოსწავლე, რომელიც რვა საგნიდან ნებისმიერ სამში 5,2-, ხოლო დანარჩენ ხუთში 5,5 ქულაზე მეტს დააგროვებდა, ატესტატს მიიღებდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, წელს მსგავსი შეღავათები აღარ იქნება. უკვე დადგენილია, რომ 2012 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5,5 იქნება, გამონაკლისია არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის გამოცდა, აქ ბარიერი 5,3 –ით განისაზღვრა.  

სამი წელი - უცვლელი პრიორიტეტი


რიტუალების სახლი - რიგით პირველი პრობლემა სოფლებში; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პრიორიტეტები;

მესამე წელია ახალციხის მუნიციპალიტეტშისოფლის მხარდაჭერის პროგრამაკვლავ რიტუალების სახლზე საუბრით იწყებაკედლების შელესვა, სამზარეულოს მიშენება, წყლის მიყვანა, ჭურჭლის ან ინვენტარის შეძენა, გადახურვა, იატაკის დაგება. შემდეგ მოდის გზისა და წყლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში 667 383 ლარი დაიხარჯება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის თქმით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვისგამოყოფილი თანხა წელს 25 პროცენტითაა მომატებული.

დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ სისხლის სამართლის დანაშაული


 ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება

რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 186- და 210- მუხლების გათვალისწინებით ედება.

მუმლაძე პოლიტიკური პატიმარია, ბრალდების შინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მისი დაკავების მიზეზიის ივანიშვილთან დაახლოებული პირია”, - განუცხადასამხრეთის კარიბჭესრევაზ მუმლაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე


2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. დარეგისტრირება წელს მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება.  

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. მიმდინარე წელს აბიტურიენტები ფაკულტეტებს კი არა, პირდაპირ სპეციალობებს ირჩევენ. გარდა ამისა, თუ გასულ წელს მათ შვიდი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ, წელს 20 სასურველი სპეციალობის აღნიშვნა შეუძლიათ.  შესაბამისად, გაუქმდა მეორადი ჩარიცხვებიც.

სასერტიფიკაციო გამოცდები – წელი მესამე


მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. წელს გამოცდაზე გასვლა ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია, ამავდროულად, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სავალდებულო აღარ არის. 

ამავდროულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოცდა არამხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ.

მიმდინარე და ახლად დაწყებული მშენებლობები


ყოფილი რკინიგზის სადგური.
რისი გაკეთება იგეგმება გამოთავისუფლებულ შენობებში; სად აშენდება კიდევ ორი ახალი სასტუმრო და რატომ არ ხმაურდება მეშვიდე საჯარო სკოლის დაცლის მიზეზი;

ძლიერმა ყინვებმა ქალაქში მიმდინარე მშენებლობები შეაფერხა, თორემ არ შეჩერებულა, პირიქით, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, დაიწყო მზადება ახალი ობიექტების მშენებლობებისთვის

მოროშკინას პოლიტიკური გეგმები ახალციხეში


 ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. განცხადება პიარისთვის თუ რეალური გეგმები პოლიტიკაში მოსასვლელად;

ლალი მოროშკინამ ახალციხეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ პრესა.ჯი-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენისათვის, პარტიული ზურგის გამაგრება არ მჭირდება. თუ გადავწყვეტ, რომ კენჭი ვიყარო, თავადაც კარგად გავართმევ თავს”, - განუცხადა მოროშკინამსამხრეთის კარიბჭეს”.