დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ სისხლის სამართლის დანაშაული


 ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება

რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 186- და 210- მუხლების გათვალისწინებით ედება.

მუმლაძე პოლიტიკური პატიმარია, ბრალდების შინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მისი დაკავების მიზეზიის ივანიშვილთან დაახლოებული პირია”, - განუცხადასამხრეთის კარიბჭესრევაზ მუმლაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე


2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. დარეგისტრირება წელს მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება.  

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. მიმდინარე წელს აბიტურიენტები ფაკულტეტებს კი არა, პირდაპირ სპეციალობებს ირჩევენ. გარდა ამისა, თუ გასულ წელს მათ შვიდი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ, წელს 20 სასურველი სპეციალობის აღნიშვნა შეუძლიათ.  შესაბამისად, გაუქმდა მეორადი ჩარიცხვებიც.

სასერტიფიკაციო გამოცდები – წელი მესამე


მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. წელს გამოცდაზე გასვლა ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია, ამავდროულად, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სავალდებულო აღარ არის. 

ამავდროულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოცდა არამხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ.

მიმდინარე და ახლად დაწყებული მშენებლობები


ყოფილი რკინიგზის სადგური.
რისი გაკეთება იგეგმება გამოთავისუფლებულ შენობებში; სად აშენდება კიდევ ორი ახალი სასტუმრო და რატომ არ ხმაურდება მეშვიდე საჯარო სკოლის დაცლის მიზეზი;

ძლიერმა ყინვებმა ქალაქში მიმდინარე მშენებლობები შეაფერხა, თორემ არ შეჩერებულა, პირიქით, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, დაიწყო მზადება ახალი ობიექტების მშენებლობებისთვის

მოროშკინას პოლიტიკური გეგმები ახალციხეში


 ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. განცხადება პიარისთვის თუ რეალური გეგმები პოლიტიკაში მოსასვლელად;

ლალი მოროშკინამ ახალციხეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ პრესა.ჯი-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენისათვის, პარტიული ზურგის გამაგრება არ მჭირდება. თუ გადავწყვეტ, რომ კენჭი ვიყარო, თავადაც კარგად გავართმევ თავს”, - განუცხადა მოროშკინამსამხრეთის კარიბჭეს”.

თეატრში ისევ ცივა


გათბობის დასამონტაჟებლად 44 ათასი ლარი
დაიხარჯა, მაგრამ თეატრში ისევ შეშის ღუმელით
თბებიან.
ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების მიუხედავად, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კვლავ შეშის ღუმელითა და ელექტრო-პლიტებით თბებიან. სირთულეები და სიახლეები, რა იგეგმება მიმდინარე წლის თეატრალური სეზონისთვის.

მიუხედავად ძლიერი ყინვებისა, გაზის გამათბობლები, არც იანვარში და არც თებერვალში არ ჩაურთავთ. ამიტომ საგრიმიოროებში, დარბაზში, სცენასა და თეატრის დერეფნებში ისევე ცივა, როგორც გარეთ. ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი ერთ ოთახში, შეშის ღუმელთან მუშაობს. დანარჩენ კაბინეტებში კი ელექტრო-პლიტებია ჩართული, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, სითბო მაინც ნაკლებად იგრძნობა.

“ეს შენ გეხება!”


საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ნებისმიერს შეგვექმნას

სამეწარმეო საქმიანობის, ან გრანტის მიღების უფლების აკრძალვა; ქონების დაყადაღება; სოლიდური ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, - ეს არის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს შეეხოს, მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით არაფერი ჩაგვიდენია.

თუ თქვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ხართ და რომელიმე პოლიტიკური ძალა რაიმეთი დაგეხმარათ, ნუ გაგიკვირდებათ მეორე დღესვე მთელს ოჯახს დასაკითხად თუ წაგიყვანენ. სიფრთხილე გმართებთ მაშინაც, თუ წინასაარჩევნო კამპანიისას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის დაპირებებს ისმენთ, მისგან რაიმე საჩუქარს აიღებთ ან უბრალოდ, მეზობლებთან საუბრისას, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ან პირის მიმართ, საკუთარი აზრს გამოთქვამთ. ან თუნდაც, ტაქსის მძღოლი ხართ და თქვენი მუდმივი კლიენტი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტია.

ახალციხის სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ


ზოგან ღუმელებია, ზოგან გათბობა, თუმცა,
სასწავლო პროცესი არ ფერხდება.

უამინდობისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, უამინდობისა და დიდითოვლობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 2012 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლამდე დასვენება გამოცხადდა, 13 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.

ივანიშვილის გეგმები რეგიონებში


დაიწყო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ოფისების გახსნა რეგიონებში; როგორ აპირებს მხარდამჭერების შემოკრებას; რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება და როგორ აპირებენ მომხრეების დაცვას, - ’’სამხრეთის კარიბჭის” კითხვებს  ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი პასუხობს.
- თქვენი საინიციატივო ჯგუფი უკვე ცნობილია... რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით?  გახსენით თუ არა ოფისები რეგიონებში?
- როგორც მოგეხსენებათ,  ბიძინა ივანიშვილმა უკვე წარადგინა თავისი მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფი, რასაც სულ მალე მოყვება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა კოალიციის გამოცხადება. ოფისების გახსნასთან დაკავშირებით, წინასწარი სამუშაოები ჩატარებულია და ახლაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ როგორც კი კოალიციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდება, დაიწყოს ოფისების გახსნა. ჩვენი ოფისები თითქმის ყველა ქალაქში გაიხსნება.

რაზე გაიწერა 2012 წლის ბიუჯეტი?


მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და შეცვლილი პრიორიტეტები; გაზრდილი ხარჯები და ინფრასტრუქტურული პროექტები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი 6 650 000 ლარით დამტკიცდა. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჟამად რიგით პირველი პრიორიტეტები გზა და წყალი აღარაა. წელს რაბათის განვითარების პროგრამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 817 000 ლარია გაწერილი, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისთვის კი 360 000.

რაბათის განვითარებისათვის, მთავრობის განკარგულებით, 9 მილიონი ლარი გვაქვს დამატებული”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანასო განყოფილების უფროსი გაგა ივანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის მალხაზ გიქოშვილის თქმით, ტბაზე ამფითეატრი მაისში გაიხსნება, რაბათის ციხე კი აგვისტოში: “გასული წლის ბიუჯეტი რა თანხითაც დავასრულეთ, იმ რაოდენობით წელს მუშაობა დავიწყეთ”.  

მოყინვის ერთი შემთხვევა ახალციხეში


ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს, ამ დრომდე, ძლიერი ყინვებით დაზარალებულმა მხოლოდ ერთმა პაციენტმა მიაკითხა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტებს ძირითადად მცირე ტრამვები აღენიშნებათ.

რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას ძლიერი ყინვის შედეგად დაზარალებულმა 45 წლის თემურ ნათელაშვილმა გასულ კვირას მიაკითხა. პაციენტს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მინუს რვა გრადუს ყინვაში იმყოფებოდა, სხეულის ზოგადი მოყინვა აღენიშნებოდა

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. ჩატარებული თერაპიული მკურნალობის შედეგად გაწერილი იქნა ბინაზე. მოყინული ადგილების დაზიანება აღდგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განმარტავს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსი ამბროსი მოდებაძე.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებას ძირითადად, ძლიერი ტრამვებით დაზიანებული პაციენტები აკითხავენ და გარდა ამ ფაქტისა, ადამიანის გაყინვის ან ძლიერი მოტეხილობების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თამარ თოთაძე, ახალციხე