მოყინვის ერთი შემთხვევა ახალციხეში


ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს, ამ დრომდე, ძლიერი ყინვებით დაზარალებულმა მხოლოდ ერთმა პაციენტმა მიაკითხა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტებს ძირითადად მცირე ტრამვები აღენიშნებათ.

რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას ძლიერი ყინვის შედეგად დაზარალებულმა 45 წლის თემურ ნათელაშვილმა გასულ კვირას მიაკითხა. პაციენტს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მინუს რვა გრადუს ყინვაში იმყოფებოდა, სხეულის ზოგადი მოყინვა აღენიშნებოდა

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. ჩატარებული თერაპიული მკურნალობის შედეგად გაწერილი იქნა ბინაზე. მოყინული ადგილების დაზიანება აღდგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განმარტავს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსი ამბროსი მოდებაძე.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებას ძირითადად, ძლიერი ტრამვებით დაზიანებული პაციენტები აკითხავენ და გარდა ამ ფაქტისა, ადამიანის გაყინვის ან ძლიერი მოტეხილობების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი