“ეს შენ გეხება!”


საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ნებისმიერს შეგვექმნას

სამეწარმეო საქმიანობის, ან გრანტის მიღების უფლების აკრძალვა; ქონების დაყადაღება; სოლიდური ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, - ეს არის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს შეეხოს, მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით არაფერი ჩაგვიდენია.

თუ თქვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ხართ და რომელიმე პოლიტიკური ძალა რაიმეთი დაგეხმარათ, ნუ გაგიკვირდებათ მეორე დღესვე მთელს ოჯახს დასაკითხად თუ წაგიყვანენ. სიფრთხილე გმართებთ მაშინაც, თუ წინასაარჩევნო კამპანიისას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის დაპირებებს ისმენთ, მისგან რაიმე საჩუქარს აიღებთ ან უბრალოდ, მეზობლებთან საუბრისას, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ან პირის მიმართ, საკუთარი აზრს გამოთქვამთ. ან თუნდაც, ტაქსის მძღოლი ხართ და თქვენი მუდმივი კლიენტი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტია.

 კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მეწარმეებსა და არასამთარობო თუ მედია-ორგანიზაციებს მართებთ. თუ მაგალითად მეწარმე ხართ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პირს, რამდენჯერმე რაიმე ტიპის მომსახურებას გაუწევთ, შესაძლოა კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიგიჩნიოთ, ქონება დაგიყადაღოთ და სამეწარმეო საქმიანობა აგიკრძალოთ;

იგივე საფრთხე ემუქრებათ ორგანიზაციებს, რომლებიც მათი ბრიფინგების, საქმიანობის მიმართულების, ან თუნდაც რაიმე განცხადების გამო ასევე შეიძლება მიიჩნიონპოლიტიკურ პარტიასთან კავშირში მყოფპირად და აუკრძალონ 60 ათას ლარზე მეტი ოდენობის გრანტის მიღება. ეს კი ბევრი ორგანიზაციისთვის ლიკვიდაციის ტოლფასიც შეიძლება აღმოჩნდეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ცვლილებები, რომელიცმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონსა სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში შევიდა, იურიდიულ პირებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს (ფიზიკურ პირებს),  მთელ რიგ აკრძალვებს გვიწესებს.

აღნიშნული ცვლილებებზე ისაუბრეს 17 თებერვალსდემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიგამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, “სამართლიანი არჩევნებისადადემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისორგანიზებით მოეწყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ეს ცვილებები დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო: ეს არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც საკმაოდ ზღუდავს თითოეული მოქალაქის უფლებას და ასევე, არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის პარტიებისთვის”.

ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირზეც იგივე შეზღუდვები ვრცელდება, რაც თავად პარტიაზე. კერძოდ: მათ უფლება არ აქვთ მიიღონ შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან; ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს, 60 ათას ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უფლება არ აქვთ აიღონ სესხი ან კრედიტი იურიდიული ან ფიზიკური პირებისგან და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის შემოწირულობა ასევე არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. 500 ათას ლარზე მეტი არ უნდა იყოს ჯამური შემოწირულობა იმ შემთხვევაში, თუ შემომწირველი რამდენიმე პირია, თუმცა ისინი ერთი წყაროდან იღებენ დაფინანსებას (მაგ.: ერთსა და იმავე ორგანიზაციაში მუშაობენ და .). ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს როგორც პარტიას, ასევე შემომწირველ პირს.
 
ძალიან ძნელია გაიგო შემოწირულობა ერთი წყაროდანაა თუ სხვა. ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ბანკის მონაცემებით იგებ ვინაობას შემომწირველების, მაგრამ საიდან გაიგებ მაგალითად არიან თუ არა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული” - ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

პარტია ვალდებულია 60 ათასზე ზემოთ არსებული თანხა, უკან გადაურიცხოს შემომწირველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამი დღის ვადაში თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში გადავა.

ბებიაშვილის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური პირი დაუკავშირდა და გააუთანაბრდა იურიდიულ პირს პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში და მასაც დაუწესდა მთელი რიგი აკრძალვები: თუ მაგალითად, ქმარი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, ცოლი, ცხადია ჩაითვლება დაკავშირებულ პირად და აეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა (მაგ.: რეპეტიტორობა); გრანტის მიღება; ასევე, მან უნდა დაასაბუთოს თავისი შემოსავლები, მასაც დაუწესეს 60-ათასიანი შეოსავლის რეგლამენტაცია და ამასთანავე, ვიდრე გაირკვევა მისი ფინანსების წარმომავლობა, შეიძლება დაუყადაღონ ქონება”.

იმის განსაზღვრა, არის თუ პირი პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული, კონტროლის პალატას დაევალა.

აქაც გვაქვს დარღვევა”, - ამბობს ქეთევან ბებიაშვილი, - კონტროლის პალატა არის კონსტიტუციური ორგანო, მაგრამ მას ისე გაუზარდეს უფლება-მოვალეობა, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული არ არის. ცხადია, ეს არის არის კონსტიტუციის დარღვევა”.

შეზღუდვები ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელთაცგაცხადებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ”. ბებიაშვილის განმარტებით, მართალია, წერია, რომ აკრძალვები არ ეხება სამოქალაქი აქტივობას და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, კანონში მაინც ბევრი რამ არის სადაო: სადაოა, რა ითვლება გაცხადებულ პოლიტიკურ ინტერესად. თუ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა, რომელიმე პარტიასთან მიმართებით, არის ეს პოლიტიკური განაცხადი?! ბევრი რამ არის გაურკვევლი და მოლოდინი არის ყოველწუთიური, ვის ჩათვლიან დაკავშირებულ პირად, არავინ იცის”.

ასევე ფიზიკურ პირს ეხება ცვლილება, რომელიცსისხლის სამართლის კოდექსშიშევიდა. პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა, ან მიღება; ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ან სხვა გარიგების დადება”, - დასჯადი ქმედება გახდა.

დასჯადი გახდა არამხოლოდ ის, ვინც ამ ქმედებებს განახორციელებს, არამედ ის, ვინც მათ იღებს. ამავე დროს, თუ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე საჯარო მოხელე ისჯება 2000 ლარით, ფიზიკური პირი ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან ჯარიმით, რომლის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

გარდა ამისა, თუ წინასაარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში არსებული შეზღუდვა ვრცელდება, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე, ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა დანარჩენ პერიოდზეც ვრცელდება.

არის შემთხვევები, როცა პარტიას მიმრთავენ დახმარების თხოვნით, დაასაქმონ, ან რამე მსგავსი, ამ შემთხვევაში, ისჯება არამხოლოდ პარტია, არამედ მოქალაქეც”, - ამბობს ბებიაშვილი და გვაიხსნის, რომ. თავისი სურვილითაც რომ დაეხმაროს პარტია რომელიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ის ადამიანიც დაისჯება, - “ეს ძალიან ბევრ ადამიანს ეხება. რა იცის სოფლის მაცხოვრებელმა რა არის პარლამენტარის ფუნქცია და რა ადგილობრივი თვითმმართველობის?! შესაძლოა დაჯარიმდეს იმის გამო, რომ მოისმინა არაკომპეტენტური დაპირება რომელიმე სუბიექტისგან. დაიჯერა, არ დაიჯერა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მოისმინა, უკვე ნიშნავს, რომ ეს მომსახურება მიიღო”.

ცვლილებები ძალაში 15 იანვარს შევიდა. “სამართლიანი არჩევნებისადა დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის კოორდინატორის, ნინო ბიბილეიშვილის თქმით, შეიქმნა კოალიცია ორგანიზაციების, რომლებიც ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს რელევანტური საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და აღმოფხვრას ხარვეზები”, - ამბობს ბიბლიეიშვილი და ამატებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საგანგებო პეტიცია, სადაც გარკვევითა ჩამოთვლილი ის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს კანონი და რომელიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს შეექმნას, - ეს შენ გეხება!” - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ფონდღია საზოგადოებასაქართველოსინიციატივითა და მხარდაჭერით დავიწყეთ. პეტიციაზე უკვე 200-მდე ხელმოწერაა და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ კანონის ამოქმედება”.

კამპანია სახელწოდებითეს შენ გეხება” 13 თებერვლიდან დაიწყო. 16 თებერვლიდან პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო. 17 თებერვალს კი პარლამენტს წარედგინა.


ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი