უამინდობა სამცხე-ჯავახეთში


ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში დილიდან თოვს. რა მდგომარეობაა ცენტრალურ გზებზე და შეექმნა თუ არა მოსახლეობას პრობლემები.

დილიდან ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუქმნა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტექნიკური მარილი დილიდანვე იყრება. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგიერთ უბანში მსუბუქი მანქანით გადაადგილება მაინც უჭირთ.

კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, ხუთ სართულიან კორპუსებამდე მისასვლელი გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია, მარილი დაყრილი არაა და ბინებამდე ვერ მივდივარ”, - ამბობს ახალციხელი ზაური დიასამიძე.
 
გადაადგილება არ შეფერხებულა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე.

ტექნიკური მარილი დაყრილია, მაგრამ ისეთ დასახლებაში, სადაც აღმართი და მოსახვევებია მანქანა მაინც ვერ მივა, სანამ თოვლი ცოტა არ დადნება. კლიენტი, რომ მოვიდეს და ზარზმელის ქუჩაზე მიყვანა მთხოვოს, არ ვიცი რამდენად მოვახერხებ იქამდე ასვლას, შეიძლება შუა გზაში გავჩერდე”, - ამბობს ტაქსის მძღოლი ილია ვარდიძე.

ახალციხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მალხაზ გიქოშვილის თქმით, როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სოფლებთან მიმსასვლელი გზები, წესრიგშია. ტენდერში გამარჯვებული შპსკეთილმოწყობატექნიკურ მარილს ქალაქის ქუჩებში სისტემატურად ყრის: ტროტუარები ყოველთვის მოუწსრიგებელია, ყინვებშიჟოლობებიდანჩამოსული წყალი იყინება, ყველამ თავისი ობიეტის წინ რომ დაყაროს ცოტა მარილი და გაწმინდოს, ასეთი მდგომარეობა აღარ იქნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, რომ ტექნიკური მარილის შესაძენად 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 500 ლარი იყო გამოყოფილი.

დამატებით ტექნიკური მარილის შეძენა თუ დაგვჭირდა, არსებობს სარეზერვო ფონდი და ამისთვის თანხას აქედან დავამატებთ”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე და ამატებს, რომ 2012 წელს ზამთრის შენახვის ხარჯები 8 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის განმარტებით, დიდთოვლობის გამო ადიგენის მუნიციპალიტეტში არავინ დაზარალებულა.

ტექნიკური მარილი ყველგან იყრება, სადაც საჭიროა, საკმარისი მარაგი გვაქვს და მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ შექმნია”, - ამბობს სიმონ პარუნაშვილი.

უამინდობა და ძლიერი ყინვები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იანვრის ბოლოდან დაიწყო და როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი