შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

23 წლის ირაკლი კოტორაშვილი, რომელიც ყოფილი პოლიკლინიკის შენობის ნგრევისას ნანგრევებში მოჰყვა, 5 -საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.


უბედური შემთხვევის დროს ირაკლი კოტორაშვილი შენობის მესამე სართულზე იმყოფებოდა. მისი დის, დიანა კოტორაშვილის თქმით, იგი 10 დღეა რაც პოლიკლინიკაში შენობის გაწმენდვით სამუშაოებზე მუშაობდა.


სამაშველო სამსახურმა 23 წლის ახალგაზრდა ორ ''სინკარს'' შორის მოყოლილი იპოვა.  


ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

4 საათზე მეტია მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას ეძებენ

ახალციხეში, ყოფილი  პოლიკლინიკის შენობის ჩამონგრევისას, ნანგრევებში მოყოლილ 23 წლის ირაკლი კოტორაშვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 


შემთხვევა დაახლოებით დღის ორ საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის დროს შენობაში სამი მუშა იმყოფებოდა.  ორმა მათგანმა ნგრევას გამოასწრო, თუმცა ერთ-ერთმა, შოთა გიქოშვილმა, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გი ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაიონული საავადმყოფოს ექიმის პაატა ერეკლიშვილის თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


შემთხვევის ადგილას ახალციხის სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის ნანგრევების გაწმენდვა მიმდინარეობს.


''სინკარები'' უნდა აიწიოს და გასუფთავდეს ადგილები, იმიტომ რომ ისიც არ ვიცთ სად, რომელ ადგილზეა მოყოლილი ადამიანი'', -  ამბობს სამაშველო სამსახურის ბრიგადის უფროსი ზაზა ნათენაძე.

შენობა, სადაც ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა იყო განთავსებული, ორი თვის წინ დაცალეს და ამჟამად დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობდა.

''რამ გამოიწვია ნგრევა არ ვიცით, მესამე სართულია ჩამონგრეული,  ვიმედოვნებთ, რომ ნანგრევებში მოყოლილის გადარჩენა მოხერხდება'', - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი.

შემთხვევის თვითმხილველი ია გვირჯიშვილი, რომელიც პოლიკლინიკის შენობის წინ მდგარ ჯიხურში გაზეთებს ყიდის, ამბობს, რომ ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში სამუშაოები დაახლოებით ორი კვირაა  დაიწყო: ''ვინ და რას აკეთებს არ ვიცი. არც ის ვიცოდი, დღეს ვინმე თუ მუშაობდა. დაახლოებით ორის ნახევარი იქნებოდა, ძლიერი ხმაური გაისმა, შენობის წინა მხარეს ფანჯრები გადმოინგრა და აგურები გადმოცვივდა. მერე მესმოდა ხმა როგორ ეძახდნენ ერთ მუშას, ხმა გაგვეცი, ცოცხალი ხარო?''


ვინ და რა მიზნით აწარმოებდა სამუშაოებს, გამგებლის მოადგილე არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ ადგილას სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი და მისი ინფორმაციით, სამუშაოებს კერძო ინვესტორი ასრულებს. 















ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

არის თუ არა ახლადაშენებული ჯებირის დანგრევის საფრთხე


 თამუნა უჩიძეახალციხე
მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი სამუშაოები ასპინძის ქუჩაზე; დასრულდა თუ არა ჯებირის მშენებლობა; რამდენად საიმედოდ ამაგრებენ ნაპირს და რატომ წუხს მოსახლეობა;

მდინარე ფოცოხვზე ხიდის მშენებლობის წამოწყებისთანავე, ასპინძის ქუჩაზე ხიდამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და გზის გასწვრივ ჯებირის გაკეთებაც დღის წესრიგში დადგა. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამავე ქუჩის მაცხოვრებლების მიერ, ნაპირზე გაშენებული ძროხის სადგომები, საქათმეები და ბაღ-ბოსტნები მოშალეს.

ასპინძის 38-ში მცხოვრებ ციური ჯვარიძეს, სანაპიროზე, 300 მეტრზე ყურძენი, თუთა, ჭანჭური, თხილი, ჟოლო, პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს: “ჯერ ჩემი ნაკვეთი მშენებლობაში არ მოხვედრილა. თუ გააგრძელებენ შენებას, მაშინ აღება მეც მომიწევს”.  

ის, ვისაც ძროხის სადგომებისა და ბაღების აღება უკვე მოუწია, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს მეზობლებთან შედარებით უფრო ადრე მოუხდათ: ნახევარზე მიატოვეს ჯებირის მშენებლობა, ნახევარი, ტრაქტორით გადათხრილი ადგილი კი ისე დატოვეს. თუ ჯებირი დასაცავად კეთდება და წყალი ადიდებისას ამ ნაპირსამაგრამდე აღწევს, მის გასწვრივ გათხრილ სანაპოროს რა ეშველება?! ასე წყალი ჯებირს უკანაც აღმოჩნდება და მის გაკეთებას მაშინ რა მნიშვნებლობა ჰქონდა?!” - კითხულობენ ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები თემური ტატალაშვილი ყურადღებას გაკეთებული ჯებირის გამძლეობაზე ამახვილებს: ბეტონი პირდაპირ, ისე ჩაასხეს, რომ შიგნით ერთი ალმატურაც კი არ ჩააყოლეს. არ ვიცი მხოლოდ ბეტონი რამ უნდა გააჩეროს?! ასე წყალი ძირს იოლად გამოუთხრის და დაინგრევა”.  

მისი თქმით, გაზაფხულობით ფოცხოვი საკმაოდ დიდდება და იქ, სადაც ნაპირსამაგრი მყარი არაა, ანგრევს კიდეც: პირველ სკოლასთან ჩამოშლილი ჯებირის შემდეგ ალმატურები მოქსოვეს და ბეტონი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხეს”.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ნაპირსამაგრი ბეტონთან ერთად რკინითაცაა გამაგრებული.

რკინის კონსტსტრუქციების გარეშე ასეთი რამ საერთოდ არ კეთდება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურა ჭელიძე.

იგივეს აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი: მანდ დიდი რაოდენობით ალმატურა ჩაიყარა, ისე ბეტონს ვერ ჩაასხამდი. ბეტონი კი უმაღლესი ხარისხისაა, ვალეში ბეტონის ქარხანაში, ლაბორატორიაში, მისი კონტროლი მუდმივად ხორციელდება”.

არნაირი ალმატურა, და რკინა ჯებირის მშენებლობისას არ გამოგვიყენებიააცხადებს სამშენებლო კომპანიამითისდირექტორი თამაზ მიქაუტაძე, რომელმაც ასპინძის ქუჩაზე ნაპირსამაგრი ააშენათუ წყალმა ჯებირს ძირი გამოუთხარა, ალმატურას ვერ წაიღებს?! მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მაგრამ, გავაკეთეთ 300-მარკიანი და არა 100-მარკიანი ბეტონით”.  

ნაპირსამაგრის მშენებლობა თბილისურმა კომპანიამ 1 ივლისს დაიწყო. პროექტს ახალციხეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად შესასრულებელ სამუშაოზე ტენდერიც მან გამოაცხადა. “მითიჯებირს 463 965 ლარად აშენებს.

ასპინძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი განხორციელებული პროექტით კამყოფილია.

ყურადღება არ მიმიქცევია რამდენად საფუძვლიანად და მყარადაა გაკეთებული. მაგრამ, რაც გაკეთდა, იმისაც მადლობლები ვართ. ანტისანიტარიაში ვცხოვრობდით, ახლა გაიწმინდა ქუჩა, ასფალტიც დააგეს და ბუნკერებიც დაიდგა”, - გვითხრა ასპინძის ქუჩის ¹30-ში მცხოვრებმა ეკა წამალაშვილმა და დაამატა, რომ რამდენადაც თავად იცის, ჯებირის მშენებლობა არ დასრულებულა და ის ქუჩის ბოლომდე უნდა გაკეთდეს.  

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯებირის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ის მართლაც ასპინძის ქუჩის ბოლომდე უნდა მივიდეს: “სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, დასრულებულს 23 ნოემბერს ჩავიბარებთ. ჯებირის გასწვრივ კი გამწვანებას და განათებას გავაკეთებთ, დავდგამთ სკამებსაც”.

რაც გეკეთდა ეგაა, როდის რა გაგრძელდება არ ვიცი. ამჟამად 290 მეტრია დასრულებული, მხოლოდ ხიდის მიმართულებითაა 20 მეტრი დარჩენილი და მანდაც ბურჯების დამაგრებაზე ვართ დამოკიდებული. პროექტს პირველ ნოემბრამდე ჩავაბარებთ”, - გვიხსნის მიქაუტაძე.

ხიდის მშენებელი კომპანიის, შპსვანტისსამუშაოთა მწარმოებლის ზურაბ ფარცვანიას თქმით, ხიდის ბურჯები კოჭების დადების შემდეგ დამაგრდება: ახლა ჩავასხით ბურჯი, ბეტონის გაშრობას ველოდებით. 5-6 დღეში დავასრულებთ”.

ახალციხის მუნიციპალიტიტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დავით ჩაჩანიძის თქმით, პროექტი იმას ითვალისწინებდა, რაც გაკეთდა: “ჯებირის მშენებლობა სამომავლოდ გაგრძელება თუ არა, მიმდინარე წლის ბოლოს გაირკვევა, ანუ მაშინ, როცა უკვე მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას დაასრულებენ”.

რაც შეეხება ჯებირის გამძლეობას, ინჟინერ-გეოლოგის დავით სირბილაძის განმარტებით, რკინა-ბეტონი უფრო მყარია, თუმცა, მისი გაკეთების შემთხვევაში პროექტის ხარჯები იზრდება: რკინა-ბეტონის გაკეთება ყოველთვის საჭირო არაა, ეს დამოკიდებულია ფერდობის მდგრადობაზე, რასაც უნდა მიებჯინოს ჯებირი, მდინარის რეცხვის სიღრმეზე, მაქსიმალური მოდიდების ნიშნულზე, ბეტონის მარკაზე. თუ დამპროექტებელმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა, მაშინ რკინაბეტონის გარეშე გაკეთებული ჯებირიც საიმედოა”.

იმედია, ნაპირსამაგრის მშენებლობა წესების დაცვითაა დაპროექტებული. რაც შეეხება მისი მშენებლობის ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებით დასრულებას, მუნიციპალური ბიჯეტის სიმწირიდან გამომდინარე, ნაკლებად საიმედოა.