სარკოზის გამამხნევებელი ვიზიტი


შუშან შირინიანიახალქალაქი
 

ნატო- კარი საქართველოსთვის ღიაა და აღიარებულ უნდა იქნას სომეხთა გენოციდისაქართველოსა და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი, ეს ორი საკითხი გამოყო საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტისას. როგორ ჩაიარა სარკოზის ვიზიტმა კავკასიის რეგიონში, რას ამბობენ ექსპერტები და როგორია მოლოდინები.

სარკოზის ვიზიტი სომხეთში

6-7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

საფრანგეთმა და სომხეთმა კულტურული, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი. სომხეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სერჟ სარგსიანმა და ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის მოედანზე მხატვარ ჯულია ბასტენ-ლენაჟის ძეგლი გახსნეს. ქანდაკება სომხეთს საფრანგეთის რესპუბლიკამ აჩუქა. ღონისძიებას არამხოლოდ სომხეთის მოქალაქეები, არამედ საფრანგეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. სარკოზიმ მონაწილეობა მიიღო სომხური წარმოშობის ფრანგი შანსონიეს შარლ აზნავურის სახლ-მუზეუმის გახსნაში.

პრეზიდენტებმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გაისეირნეს და საფრანგეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად აჟღერებულ ფრანგულ და სომხურ სიმღერებს მოუსმინეს. მათ შორის, შარლ აზნავურის შესრულებითაც.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რიგი ფრანგი ჩინოსნები სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სომეხი კოლეგა სერჟ სარგსიანი საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთისაპატიო ლეგიონის ორდენის ჯვრით დააჯილდოვა.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სარკოზი სომეხთა კათალიკოსს გარეგინ II- შეხვდა და სომეხთა გენოციდის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მემორიალიციცერნაქაბერდიმოინახულა. საფრანგეთის პრეზიდენტი სომეხთა გენოცინის მუზეუმ-ინსტიტუტის ექსპონატებს გაეცნო და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა: საფრანგეთი არ დაივიწყებს”. შემდეგ კი ხსოვნის ხეივანში ნაძვი დარგო.

სომეხთა გენოციდის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მემორიალისციცერნაქაბერდისმონახულების შემდეგ სარკოზიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ უარყოფა გაგრძელდება, საფრანგეთი სხვა ნაბიჯებს გადადგამს და კანონმდებლობაში სომეხთა გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციის შესახებ ცვლილებას შეიტანს.

მტკიცე ზავი ადამიანების ტანჯვის აღიარების, ისტორიული ფაქტების უარყოფით ვერ იარსებებს. თუ თურქეთის მსგავსი დიდი ქვეყანა, რომელსაც სიმამაცე ბევრჯერ გამოუჩენია, საკუთარ თავში ამ ნაბიჯის გადადგმის ძალებს იპოვის, ეს საფრანგეთისთვის გენოციდის კანონმდებლობით აღიარებისთვის საკმარისი იქნება. საფრანგეთმა აღიარა ფაქტი, რომ მთელი ხალხის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი და ამას თავისი სახელიგენოციდი უწოდა”, - განაცხადა სარკოზიმ (ახალი ამბები - სომხეთი).

2001 წელს საფრანგეთმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი საპარლამენტო დონეზე აღიარა. თუმცა, გენოციდის უარყოფის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის კანონპროექტი სენატის მიერ არ დამტკიცდა.

სომხეთში სარკოზის ვიზიტს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ, განსაკუთრებით, გენოციდთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ. თუმცა საინფორმაციო სფეროში არსებობს მოსაზრება, რომ სარკოზის ამ ნაბიჯს სხვა მიზანიც ჰქონდა.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტი სომხეთში, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების გარდა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სომხური თემის მხარდაჭერის მოპოვებასაც ისახავდა მიზნად.
ამ ვიზიტს ბატონი სარკოზისთვის უდავოდ შიდაპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, მისი პოლიტიკური მდგომარეობა კი არც თუ ისე ხელსაყრელია. საფრანგეთის სომხური წარმოშობის მოქალაქეთა მხარდაჭერას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სომხური თემი საფრანგეთში საკმაოდ მსხვილი და გავლენიანია”, - განაცხადა ისკანდერიანმა ჯერ კიდევ სარკოზის სომხეთში ჩასვლამდე (ახალი ამბები - სომხეთი).

პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი სარკოზის ვიზიტს ნაყოფიერად მიიჩნევს: “სარკოზისთვის ვიზიტს წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკური დანიშნულებაც ჰქონდა და ამავე დროს, მის მიზანი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ანტითურქული მიმართულების დემონსტრირებაც გახლდათ. გენოციდის საკითხში წინსვლა იქნება, თანდათან აღიარების მონაწილეთა რიცხვიც გაიზრდება, მაგრამ არა ძალიან სწრაფად. პროცესი 2015 წლის წინა პერიოდში დაჩქარდება”.

სარკოზის გამოსვლებზე თურქეთის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარების აუცილებლობის შესახებ, თურქეთსა და აზერბაიჯანში მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. აზერბაიჯანისა და თურქეთის მასმედიაში სარკოზის გამოსვლებს მკაცრად აკრიტიკებდნენ.

სარკოზის პოზიცია სომხების გენოციდის აღიარების საკითხში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმაც გააკრიტიკა. იგი მიიჩნევს, რომ სარკოზის განცხადებების გაკეთების მიზანი არჩევნებზე ხმების მიღება იყო.

ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამყაროს წესრიგი, ყურადღება საკუთარ ისტორიას მიაქციოს და მხოლოდ შემდეგ მისცეს თურქეთს რჩევები გენოციდის შესახებ. თუმცა მისი გაგებაც შეიძლება, საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემას საკუთარ ქვეყანაში რეიტინგის გაზრდისთვის იყენებს, მაგრამ მას მისამართი შეეშალა. საფრანგეთში იგი სხვას ლაპარაკობს, სომხეთსა თურქეთში კი სხვას. პოლიტიკას გულწრფელობა სჭირდება. მის ქვეყანაში 600 ათასი სომეხი და 500 ათასი თურქი ცხოვრობს”, - განაცხადა თურქეთის პრემიერმა (საინფორმაციო სააგენტორეგნუმი”).

სარკოზის გამოსვლები რეაგირების გარეშე არც აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს დაუტოვებიათ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა განაცხადა: ჩვენ, აზერბაიჯანელები, საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციას არ ვიზიარებთ, როგორც გენოციდის (სომეხთა), ისე საზღვრების (სომხეთსა და თურქეთს შორის) გახსნის საკითხში(დაყ.აზ).

სარკოზის ვიზიტი საქართველოში

7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ოფიციალური ვიზიტით საქარველოში ჩამოვიდა. საქართველოში მისი სტუმრობისთვის გულდასმით ემზადებოდნენ. მასთან შესახვედრად ხალხი მიკროავტობუსებით რეგიონებიდანაც წაიყვანეს.  

სარკოზის ვიზიტის ფარგლებში ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროს და ასევე, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების რეაბილიტაციის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის წინაშე ორივე ქვეყნის ლიდერის ერთობლივი გამოსვლა იყო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ხალხის წინაშე გამოსვლისას სარკოზიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომლებიც ევროპის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხებოდა. ასევე, გაკეთდა მინიშნებები ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაში პირდაპირი მხარდაჭერის შესახებ.

სარკოზის ვიზიტი საქართველოს კონკრეტულ შედეგებს რამდენიმე თვის შემდეგ მოუტანს”, - განაცხდა სარკოზის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სარკოზის გამოსვლას თავისუფლების მოედანზე ისტორიული უწოდა. ის, რაზეც სარკოზი თბილისში ლაპარაკობდა, ბევრი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენა იქნებოდა. საქართველოს დღეს სხვადასახვა ევროპული სახელმწიფოებისგან აქვს მხარდაჭერა, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი მათ შორის (ევროპაში) წამყვანი ფიგურებია... საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან ჭირდება”, - განაცხადა პრეზდენტმა ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ეთერში.

ექსპერტი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ სარკოზის მიერ საქართველოსთვის დაპირებული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ნატო-ში შესვლის მოწინააღმდეგეები იყვნენ: მან ეს ჟესტი პირველად გააკეთა, მან საფრანგეთის მხრიდან საქართველოს ნატო- კარი გაუღო”.

ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლა ქართული საგარეო პოლიტიკის მიზანია. საქართველოს დიდ ხანია ევროპის კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია სურს, რაც ჯერჯერობით გაურკვეველი დროითაა გადადებული. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთი წინააღმდეგი იყო, რომ საქართველოს  МАР- (თანამშრომლობის მოქმედების გეგმა) მიეღო, იგი ევროკავშირში საქართველოს შესვლის წინააღმდეგაც გამოდიოდა. ახლახანს ბუქარესტში ჩატარებულ სამიტზე საქართველოს МАР- ისევ არ მისცეს. დღეისთვის საქართველოყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას” (ANP) ახორციელებს.

საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ნიკოლა სარკოზის მხარდაჭერით გახარებასთან ერთად, საქართველოში არ ავიწყდებათ, რომ საფრანგეთში მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ერთი წლის შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატი, “ქულებსაგროვებს.

იგი დიადი საფრანგეთის იდეის რეალიზებას ცდილობს, რაც დე გოლის ეპოქის შემდეგ აღარ არსებულა. ამიტომაც აქვს ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის მიმართ ასეთი ინტერესი”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტსა და მის განცხადებებზე ექსპერტს, პოლიტოლოგს არჩილ გეგეშიძეს არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრება აქვს.  იგი მიიჩნევს, რომ სარკოზის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საფრანგეთი ევროკავშირის საკმაოდ გავლენიანი წევრი ქვეყანაა, რადგანაც, გარკვეულწილად, მისი სიტყვაევროპის სიტყვაა. თუმცა, მეორე მხრივ, არჩილ გეგეშიძის თქმით, როდესაც დიდი ქვეყნის პრეზიდენტი პატარა ქვეყანაში ჩადის, მან მასპინძლები უნდა მოთაფლოს. ამიტომაც მისი ნათქვამიდან ბევრი რამ ავანსად შეიძლება აღვიქვათ.

საჭიროა ნატო- მომდევნო სამიტს დაველოდოთ, რომელიც 2012 წლისთვისაა დანიშნული. იმ დროს ყველაფერი მეტნაკლებად ნათელი იქნება. იქ უკვე შეიძლება რაიმე გადამწყვეტი განცხადებები გაკეთდეს. თუმცა ჯერჯერობით საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი რუტინაა და ყველა ხელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურის ჩამოყალიბებას ელოდება, რათა გარღვევა მოხდეს. სარკოზის ვიზიტი ამ რუტინული პროცესის ნაწილია, მეტი არაფერი”, - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

10 ოქტომბერს, სარკოზის მხრიდან მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ მხარდაჭერა აშშ-სგანაც მიიღო. აშშ-ის მთავრობის მეთაური მაიკ ტერნერი საქართველოს დაჰპირდა, რომ ალიანსის ჩიკაგოში დაგეგმილი სამიტის დროს მისი ქვეყანა საქართველოსთვის ნატო- წევრობის მოქმედების გეგმის (МАР) გადაცემას დაუჭერს მხარს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი