ერევნის უნივერსტეტის რექტორი ახალციხეში

თამარ თოთაძეახალციხე
ერევნისა და ახალციხის უნივერსიტეტებს შორის
გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება.
30 სექტემბერს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნვერსტეტს ერევნის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორი ეწვია და არაქართულენოვან სტუდენტებს შეხვდა.

ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიმდინარე წლის მარტში, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, უნივერსტეტებს შორის გაცვლითი სასწავლო პროგრამები უნდა ამოქმედდეს.

უკვე დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ორ უნივერსტეტში ისეთი, რომ ამ ახალგაზრდების ინტეგრაცია მოხდეს, ქართველების სომხეთში და პირიქით. ამავე დროს, ახალგაზრდები გაეცნობიან ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს, - განმარტავს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი და ამატებს, რომ მათი დიდი სურვილია, რომ ქართული ენის განყოფილება, რომელიც ერევანში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, კიდევ უფრო გაძლიერდეს: ჩვენ ასევე გვექნება გაცვლითი პროგრამები პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც”.

ერევნის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორის არამ სიმონიანის ახალციხეში ვიზიტის მთავარი მიზანი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის სომეხი ეროვნების სტუდენტებთან შეხვედრა იყო.

ჩვენ გვაქვს სასწავლო გაცვლითი პროგრამები, რომლის საშუალებითაც 10-15 აქაური სტუდენტი ერევანში, წახკაზორის ზამთრის სკოლაში გაემგზავრება და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იქაურ ბავშვებთან ერთად იცხოვრებს. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადსხვა საინტერესო საკითხებზე, რომელიც არაქართულენოვან სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებდათ”, - ამბობს ერევნის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორი არამ სიმონიანი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე წელს 26-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ისინი მომავალ წელს მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.

არფინე პეტროსიანმა გასულ წელს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა. ხოლო წელს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახდა.

საინტერესო იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორთან შეხვედრა. მივიღეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გვაინტერესებდა. კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ სწავლა ერევანში და იქაურმა სტუდენტებმა აქ ისწავლონ”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის სტუდენტი არფინე პეტროსიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი