არჩევნები, ინფორმაცია უბნებიდან

''სამხრეთის კარიბჭის'' ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციები საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ განთავსებულია ბლოგზე ''არჩევანი -თავისუფლება და პასუხისმგებლობა''.

 გაზეთის მობილური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, დეტალური ინფორმაციები და სტატიები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, გაზეთის ბლოგზე მოგვიანებით დაიდება.

მანამდე, მოკლე, პირდაპირ საარჩევნო უბნიდან გადმოცემული ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ ზემოდასახელებულ ბლოგზე, განყოფილებაში ''ინფორმაცია უბნებიდან''.

რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!


თამარაშვილის #5-ში მცხოვრები მოსახლეობის ვარაუდით, მათი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე პარკში ბენზინგასამართი სადგურისა და ძალოვანი უწყების შენობის გაშენება იგეგმება. უკმაყოფილო ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან.

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები გაუგებრობაში არიან. რამდენიმე დღის წინ, მათ პარკში ფოტოგრაფი შეამჩნიეს, რომელიც იმ ტერიტორიას სურათებს უღებდა. ისინი ამბობენ, რომ როგორც გაიგეს ეს ტერიტორია კომპანიავისოლმაშეისყიდა და ბენზინგასამართი სადგურის აშენებას აპირებს. ცხადია, ამისთვის ხეების გაჩეხვა და კარუსელების აღება იქნება საჭირო.

როგორ შეიძლება კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის გაკეთება?! კორპუსში 54 ოჯახი ვცხოვრობთ და ამას ყველა გავაპროტესტებთ. ერთადერთი ადგილია ამ დასახლებაში, სადაც შეიძლება ბავშვები გაერთნონ. პირიქით, გამწვანებას უნდა ცდილობდნენ და ესენი კი ჩეხავენ”, - ამბობს თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები  მზექალა ნოზაძე.

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი კვირაა პარკში სხვადასხვა სამუშაოებს აწარმოებენ. თუმცა მათთვის ჯერ არავის უთქვამს, რისი გეკეთება იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

საქმის კურსში არავის ჩავუყენებივართ, ისევ ჩვენ მივხვდით, რომ პარკის გაჩეხვას და რაღაც შენობის აშენებას გეგმავენ. მთელი კორპუსი საჩივარს შევიტანთ და არ მივცემთ უფლებას პარკი გაგვინადგურონ”, - ამბობს ამავე კორპუსის მცხოვრები ლია ბლიაძე.

რამდენიმე დღის წინ პარკში გეოლოგიც მივიდა, რომელმაც ნიადაგი რამდენიმე ადგილას გაჭრა. იგი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის ეს რისთვის გახდა საჭირო, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე შენობის აშენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს.

დამავალეს გეოლოგიური თვალსაზრისით შემესწავლა ნიადაგი. ნიადაგის ასეთი შემოწმება მაშინ ხდება, როც იმ ადგილას რაიმე შენობის აშენება იგეგმება. უნდა გავიგო რა მდგომარეობაა მიწის ქვეშ, წყალი ხომ არ გადის, ნიადაგი მდგრადია თუ არა და ასე შემდეგ”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მომსახურე გეოლოგი ალექსი ბერიძე.

გეოლოგის თქმით, სამუშაოების დროს მასთან ერთად რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა. თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ათუნაშვილის გარდა იგი არავის იცნობს: “10-15 კაცი იყვნენ ჩამოსული, მაგრამ გამგებლის გარდა ვერავინ ვიცანი. რის გაკეთებას აპირებენ ზუსტად არ ვიცი, ხომ არ ვკითხავდი?! ჩემი რა საქმეა! რაც მითხრეს, ის გავაკეთე”.  

მისი განმარტებით, ნიადაგი იძლევა საშუალებას, რომ რაიმე შენობა აშენდეს: საერთოდ დასკვნები რომ გავაკეთო, მინიმუმ ოთხ ადგილზე უნდა გავჭრა ნიადაგი. ამ ეტაპზე, სამუშაოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნიადაგი წესრიგშია და შენობის გაშენება შესაძლებელია”.

ახალციხის გამგებელი დავით ათუნაშვილი, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ფოტოგრაფისა და გეოლოგის შესახებ იცის რაიმე.

საქმის კურსში არ ვარ, არ ვიცი რა ხდება”, - ამბობს იგი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმება, -სამომავლოდ თუ რამე დაიგეგმება, მოსახლეობას წინასწარ აუცილებლად ვაცნობებთ”.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიასთან კომპანიავისოლისკავშირს, იგი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ ყოფილი კინოს შენობა შეისყიდა, თუმცა რის გაკეთებას გეგმავენ, მისთვის ცნობილი ესეც არ არის.

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობაში განცხადების შეტანას აპირებენ. მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, მაშინ გზების გადაკეტვითა და აქციების გამართვით იმუქრებიან: ამ ტერიტორიაზე არც ბენზინგასამართ სადგურის და არც სხვა რაიმე შენობის გაშენების საშუალებას არ მივცემთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ წავალთ არჩევნებში, არ მივიღებთ მონაწილეობას, ამ მთავრობას ხმას არ მივცემთ”.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

სამეგობრო დამკვირვებლებად


ვინ და როგორ დააკვირდება არჩევნებს

23 მაისს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, თუმცა #37 ახალციხის საარჩევნო ოლქში არცერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა.  

18 მაისის მონაცემებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 არასამთავრობო ადგილობრივი და 14 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

ადგილობრივი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორცილებენ საერთო სამოქალაქო მოძრაობა - “მრავალეროვანი საქართველოდასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.

სამართლიანი არჩევნებისკოორდინატორი ახალციხეში ნინო ოქრომელიძეა. ამავდროულად, იგი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში იგი აღნიშნული ორგაიზაციიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა, 2009 წლის ნოემბრიდან კი ორგანიზაციამ ახალციხის კოორდინატორად აირჩია.

ამ ეტაპზესამართლიანი არჩევნებსახალციხეში 9 დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ძირითადად სპეცუბნებს დააკვირდებიან.

ჯერ-ჯერობით ახალციხეში 9 დამკვირვებელი გვყავს და შესაბამისად 9 უბანზე გავნაწილდებით. მთლიანად სამცხე-ჯავახეთს მაინც ვერ დავფარავთ”, - ამბობს ნინო ოქრომელიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მათი წინასაარჩევნო მონიტორინგი უბნებზე სიების გადამოწმებითა და კომისიის წევრების მორიგეობის აღრიცხვით შემოიფარგლება.

მისი თქმით, დარღვევები არცერთ უბანზე არ ყოფილა, გარდა ერთი ფაქტისა: დავდივარ უბნებზე და ვამოწმებ არის თუ არა სიები გამოკრული და მორიგეობენ თუ არა კომისიის წევრები. დარღვევები ჯერ ჯერობით არცერთ უბანზე არ შემინიშნავს, თუ არ ჩავთვლი ერთ ფაქტს, როცა ერთ-ერთ უბანზე მივედი და იქ არავინ დამხვდა”.

ნინო ოქრომელიძის განმარტებით, დამკვირვებლები ძირითადად ნაცნობობით შეარჩიეს: დამკვირვებლებად არიან როგორც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობიდან, ასევე არიან მოხალისე მოქალაქეები. ძირითადად მაინც სამეგობროდან შევარჩიე ყველაზე აქტიურები”.

მას შემდეგ, რაც ჩვენი საუბარი დასრულდა, ნინო ოქრომელიძემ ორგანიზაციის რეგიონულ კოორდინატორს ერთ-ერთი საკითხის დასაზუსტებლად დაურეკა. აღმოჩნდა, რომ პრესსამსახურთან შეუთანხმებლად მას ინტერვიუს მიცემის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ კატეგორიულად მოითხოვა მისი კომენტარი არ გამოგვეყენებინა. ამ თხოვნით მან რამდენჯერმე რედაქციაშიც მოგვმართა და დაჟინებით მოითხოვა, ინფორმაციას თუ მაინც გამოვიყენებდით, არ დაგვეწერა დამკვირვებლების რაოდენობა. თუმცა, მოტივი, რატომ გვთხოვდა ამას, არ განუმარტავს.

ათი წელია, რაც საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოსამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გიორგი ანდღულაძეა.

მრავალეროვანი საქართველოწინასაარჩევნო მონიტორინგს ქვემო ქართლშიც ახორციელებს. ორივე რეგიონში ორგანიზაციას 320-მდე დამკვირებელი ჰყავს.

სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი ის რეგიონებია, სადაც ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. 120-დან 140-მდე დამკვირვებელი გვეყოლება სამცხე-ჯავახეთში”, - ამბობს საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი.

მისივე თქმით, დამკვირვებლების 80 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებლები იქნებიან, თუმცა ორგანიზაცია დამკვირვებლებს თბილისიდანაც ჩამოიყვანს: წინა არჩევნებიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რომელი რაიონები და საარჩევნო უბნებია რთული, ამიტომ ამ უბნებზე დამკვირვებლებს თბილისიდან ჩამოვიყვანთ”.

ორგანიზაცია ძირითადად იმ უბნებს დააკვირდება, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ უმცირესობები: ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა უმცირესობათა უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვის პროცესებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. უკვე გვაქვს უბნები შერჩეული და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიდგომით, სამცხე-ჯავახეთს 95 პროცენტით ვფარავთ”.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომელიც რეგიონში წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა:ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია. როდესაც ახალციხეშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატები წარადგინეს, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მკაცრად მოსთხოვეს, რომ გამოეყვანათ სტუდენტები, იმ საათებში, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა”.

აგიტ მირზოევი იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ ახალციხეშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისპლაკატები სჭარბობს: ეს აშკარად თვალშისაცემია, პლაკატები შენობების შიგნიდანაა გაკრული. არის ასეთი მოსაზრება, რომ შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევენ ამის უფლებას. შეიძლება მაღაზიის მესაკუთრეებიც ერიდებიან, რომ მომავალში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ”.

აღნიშნულ ფაქტს ორგანიზაცია საოლქო საარჩევნო კომისიას გააცნობს: მათ ეს ფაქტი უნდა შეისწავლონ და მათთან ერთად უნდა შევიმუშავოთ გარკვეული ბერკეტები”.    

ორგანიზაციის აღმასულებელი დირექტორი კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს: ახალქალაქში არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტვისტების ინფორმაციით, ადგილობრივი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი აღნიშნული პარტიის წევრებზე ახორციელებდა ზეწოლას, რათა მათ მოეხსნათ კანდიდატურები”.

მანანა სარაშვილი, ახალციხე