არჩევნები – დემოკრატია – ქვეყნის მომავალი

რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. რას ნიშნავს დემოკრატიისთვის თვითმმართველობა,  რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რატომაა აუცილებელი, რომ ამომრჩეველმა გონივრული და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.  

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება რეგიონებშიც მატულობს და არჩევნებში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთვება. თუმცა მოსახლეობამ ნაკლებად იცის, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამომრჩევლების ნაწილს საპარლამენტო არჩევნები ჰგონია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ 30 მაისს მხოლოდ თბილისის მერს ირჩევენ.

არჩევნები არის საშუალება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. მომავალი არჩევნები არაერთი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვირვების ობიექტია. საქართველოს მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის საარჩევნო პროცესი 30 მაისს. როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, არამედ იმას, როგორ წარიმართება პროცესები. 30 მაისის არჩევნებმა არ უნდა შელახოს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ არჩევნების მიმართ დიდი ინტერესი რომ არსებობს, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ პირველი პრეცედენტია, როცა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ბიუროდან 400-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.

დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ნორმალური განვითარებისთვის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.
             
საარჩევნო პროცესებმა დემოკრატიულად და კანონის ფარგლებში რომ ჩაიაროს, ამისათვის აუცილებელია თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა და მონაწილეობა. დემოკრატია ხომ მონაწილეობაზეა გათვლილი, პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს. ქვეყნის მომავალზე ზრუნვა კი, პირველ რიგში, საკუთარ მხარეზე, მუნიციპალიტეტზე ზრუნვით იწყება. ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობამ  ჯერ თავად აირჩიოს, შემდეგ კი მართოს ადგილობრივი ხელისუფლება.

თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რამდენად ქმედითი და ცოცხალი იქნება ადგილობრივი ხელისუფლება”, - ამბობსრესპუბლიკური პარტიისეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.

საქართველოს კონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს მიაჩნია, რომ მთავარი მხოლოდ ის არ არის, მოსახლეობამ ქალაქის დეპუტატი აირჩიოს და საკრებულოში წარმომადგენელი ჰყავდეს: მოქალაქეები თავად უნდა ჩაერთონ და მოითხოვონ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, ამ შემთხვევაში გამგეობისაგან, ყველა დავალებისა თუ ამოცანის შესრულება, ისე, როგორც მოსახლეობას უნდა და არა ისე, როგორც თავად გადაწყვეტენ”. 

თამარ გოგოლაძის თქმით, მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად იმიტომ არ მიიჩნევს, რომ იმედი ბევრჯერ გაუცრუვდა:
როცა წინასაარჩევნოდ გპირდებიან, რომ შენს აზრს გაითვალისწინებენ, ხოლო შემდეგ აღარ აგონდებათ, ხალხს აღარ სჯერა, რომ მათ არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

სანდროშვილს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ცოდნის დაბალი დონით განისაზღვრება, რაც გარკვეულწილად ადგილობრივი მედიასაშუალებების ბრალიცაა: თვეების განმავლობაში საუბარი მხოლოდ თბილისის მერზე იყო და მოსახლეობას წარმოდგენა ჰქონდა, რომ მხოლოდ თბილისის მერს ირჩევდნენ. რაიონებში კი არაფერი ხდებოდა”.

იმავეს ფიქრობენერთიანი ნაციონალური მოძარაობისახალციხის რაიონულ ორგანიზაციაშიც.

მოსახლეობის გათვიცნობიერებაზე უფრო მეტად უნდა იმუშაოს პრესამ და ადგილობრივმა ტელევიზიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ ხალხმა გაიგოს თვითმმართველობის მნიშვნელობა”, - ამბობსერთიანი ნაციონალური მოძრაობისახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინე სუდაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში პირველად 1998 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. არჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს სოფლებში, თემებში, დაბებსა და ქალაქებში.

საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობის შესახებგანსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. ამ უფლებამოსილებათა ზოგიერთი ჩამონათვალი ასეთია: ) საკრებულოს თანამდებობის პირთა (თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები), აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის (გამგებელი, მერი) არჩევა; ) კომიტეტებისა და დროებითი კომისიების შექმნა, აღმასრულებელი ხელისუფლების გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება; ) აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობების პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება; ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამტკიცებების შეტანა, პროექტის მიღება, მიღებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა; ) თვითმმართველი ერთეულების განვითარების გეგმების მიღება და მის შესრულებაზე კონტროლი; ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში მყოფი ქონებისა და ბუნებრივი რესურსების წესის განსაზღვრა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

1 comment:

  1. რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობას ქვეყნის განვითარებისთვის?

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი