ლოდინი საჯარო ინფორმაციის მისაღებად. ყოველდღიური
ვიზიტი გამგეობაში, არასრული პასუხი და თანამდებობის პირები მაჟორიტარულ ოლქებში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელ პირს 6 მაისს განცხადებით მივმართე და შემდეგი
სახის ინფორმაცია ვითხოვე:
-
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რომელი თანამდებობის
პირები არიან გასული შვებულებაში წინასაარჩევნოდ, მიეცათ მათ თუ არა საშვებულებო ხელფასი
და რამდენი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ
პირი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი მაკა სამსონიძე აღმოჩნდა.
ოფიციალური განცხადებით მიმართვამდე, პირადად ვუთხარი რა ინფორმაცია მესაჭიროებოდა.
მეორე დღეს, 6 მაისს, გამგეობაში
ოფიციალური განცხადებით მივედი. მაკა სამსონიძემ განმიმარტა, რომ დოკუმენტები მოსაძიებელი
იყო და დაცდა მომიწევდა. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ მივედი გამგეობაში, აპარატის
უფროსმა ამჯერად განმიცხადა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი და გადმომცემდა ჩემს მიერ
მოთხოვნილ ინფორმაციას.
7 მაისს დილის საათებში ისევ მივედი
გამგეობაში, აპარატის უფროსთან, თუმცა ისევ უარი მივიღე. იგივე განმეორდა იმავე დღეს,
შუადღითაც, მოტივად დასახელდა, რომ პასუხს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ ჯინიუზაშვილის
ხელმოწერა სჭირდებოდა.
ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ,
საღამოს, მაკა სამსონიძემ განმიცხადა, რომ ყველაფერი მოაწესრიგა და საჭირო ინფორმაცისთვის
კანცელარიაში მიმეკითხებინა. კანცელარიაში ორი თაბახის ფურცელი გადმომცეს, სადაც იყო
11 ადამიანის სია, რომლებიც შვებულებით სარგებლობენ. აქედან, ოთხი სახანძრო დაცვის
სამსახურის თანამშრომელია. რატომ ითხოვეს ასე ერთბაშად შვებულება ერთი სამსახურის ოთხმა
თანამშრომელმა
უცნობია.
A
მოწოდებულ პასუხში არაფერი ეწერა
ხელფასების თაობაზე, გარდა ამ ერთი წინადადებისა
- ,,საშვებულებო ანაზღაურება ეძლევათ
,,საქართველოს შრომის კოდექსის “ 26 –მუხლის საფუძველზე”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის
აპარატის მიერ მოცემულ პასუხს ხელს აწერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი, გამგებლის პირველი მოადგილე ზურაბ ჯინიუზაშვილი. აღნიშნულ პასუხში კი
არ არის მითითებული, რომ ახალციხის მუნიციპაიტეტის გამგებელი შვებულებაში იმყოფება.
ერთ-ერთი საჯარო პირი, ვინც ამჟამად
შვებულებაში იმყოფება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,
სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძეა. იგი
ვერ ისხენებს რამდენი აიღო საშვებულებო თანხა.
,,ხელფასი 460 ლარი მაქვს, დანარჩენი რამდენი ავიღე არ მახსოვს”, - ასეთია მისი პასუხი ჩემს კითხვაზე.
შვებულების მიუხედავად, იური ზარიძე
სამსახურში ყოველდღე დადის.
,,სახლში ჯდომას მირჩევნია აქ მოვიდე”, - აგვიხსნა მან. ჩემი კოლეგისთვის იმავე დღეს მიცემულ ინტერვიუში მას არ მიუთითებია,
რომ შვებულებაში იმყოფებოდა და როგორ შემდეგ აგვიხსნა, მის მოვალეობას აპარატის უფროსი
მაკა სამსონიძე ასრულებდა.
იური ზარიძე მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალური
მოძრაობის კანდიტადაა წარდგენილი.
საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებს: საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, მოადგილეებს, თანამშრომლებს) არ
უწესებს ვალდებულებას, რომ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში გადადგნენ თანამდებობიდან,
ან ისარგებლონ შვებულებით.
თუმცა, მაინც გთავაზობთ მაჟორიტარულ
ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კანდიდატებად წარდგენილი თანამდებობის პირების
არასრულ სიას:
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ვასილ ბერიძე.
,,მე საარჩევნო აგიტაციას არ ვეწევი,
შესაბამისად არც შვებულებაში გავსულვარ”, - განაცხადა მან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
საგანმანათლებლო რესურ ცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან
თავი შეიკავა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადილე მალხაზ ასპანიძე.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი
რობერტ მურადიანი.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი