11 მაისს პოლიტიკური პარტიის ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერები, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ფოფხაძე ბორჯომელ ამომრჩევლებს შეხვდნენ და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.
შეხვედრა ბორჯომის კულტირისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
“ბორჯომში შესანიშნავი ლიდერი გვყავს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ქალაქთან და კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია, მისი ხვედრითი წილი”, - ამბობს თოფაძე და ამატებს, რომ ბორჯომმა უწინდელი უნიკალურობა რომ დაიბრუნოს, ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, - “დღეს სამწუხაროდ, აღარაფერი კეთდება, მაგრამ თუ ჩვენი გუნდის წევრები მოვლენ ბორჯომის საკრებულოში, ბევრი რამე შეიცვლება”.
“მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ეს Pპოლიტიკური პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” სლოგანია. მისი ლიდერი აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძარაობისგან” განსხვავებით, მათი დაპირებები შესრულდება: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოატყუა მოსახლეობა და არ შეასრულა დაპირებები: საქართველო სიღარიბის გარეშე! ერთი მილიონი სამუშაო ადგილი! ჩვენ კი რასაც ვპირდებით ამომრჩეველს, აუცილებლად შევასრულებთ”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი