საარჩევნო ოლქის საზღვრებში ცვლილებები შევიდა. ამომრჩევლებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის კომენტარები.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საარჩევნო უბანია, აქედან საზღვრების ცვლილება მხოლოდ ორ უბანს შეეხო.
2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 29 მარტის # 5/2010 განკარგულებით დამტკიცებული #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის საზღვრებში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 16-ე მუხლის მე-4
პუნქტის, 77 – მუხლის მე-4
პუნქტის საფუძველზე, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნას ნაწილობრივი ცვლილება 2010 წლის 29 მარტის #5/2010 განკარგულებით დამტკიცებულ #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნების საზღვრებში. კერძოდ:
#1 ახალციხის საარჩევნო უბნიდან ( მისამართი: თამარ მეფის ქ. #36) პ.ნათენაძის ქუჩა გადატანილი იქნას #28 ახალციხის საარჩევნო უბანში. (დიდიმამიშვილის ქ #3).
#30 ახალციხის საარჩევნო უბნიდან (ვარძიის ჩიხი #4) მარჯანიშვილისა და გვარამაძის ქუჩები გადატანილ იქნას #8 ახალციხის საარჩევნო უბანში (რუსთაველის ქ. #120).
#13 ანდრიაწმინდის საარჩევნო უბანს დაემატოს ახალშენის დასახლება.
ამავე განკარგულების მეორე მუხლში წერია, რომ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ცენტრალურ კომისიაში.
#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების # 03/2010 თანახმად: მუხლი 1. შეიქმნას #38 ადიგენის საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანი. ადიგენში საარჩევნო უბნის მხოლოდ ერთი საზღვარი შეიცვალა.
ადგილობრივები საარჩევნო უბნების საზღვრებში ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებენ.
,,ვისაც სურს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მიაჩნია, რომ ამით არა მარტო ქვეყანას, არამედ თავისი და შვილ-მომავლის საქმეს აკეთებს, რა მნიშვნელობა აქვს სად მისცემს ხმას?” - უკვირს ახალციხელ ხათუნა მაისურაძეს.
,,უბნის შეცვლამ შეიძლება დააბნიოს ამომრჩეველი”, - მიაჩნია ადგილობრივ ელენე კაპანაძეს.
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი მიიჩნევს, რომ უბნის საზღვრების შეცვლა არანაირ ხელისშემშლელ პირობას არ წარმოადგენს ამომრჩევლებისთვის.
,,ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა, კოდექსითაა დადგენილი, რომ
1500 მეტი ამომრჩეველი არ უნდა იყოს ერთ უბანზე და რადგან ახალი უბნის შექმნა არ იყო სავალდებულო, ამიტომაც ამომრჩევლები გადავანაწილეთ ახლომდებარე უბნებზე, - გვითხრა ლეილა ნარიმანიშვილმა და დაამატა რომ
- კომისიები როცა იმუშვებენ, იქ წარწერები გაკეთდება და მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ამ ქუჩის მცხოვრებლები ხმას აძლევენ სხვა უბანზე”.
საოლქო საარჩევნო ოლქის საზღვრებში ცვლილებებზე კომენტარი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის საზოგადეიბასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო დოლიძემაც გააკეთა: ,,საზღვრების შეცვლა კანონის დარღევევას არ წარმოადგენს და არც გაყალბების შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ადმინისტრაციას სრული უფლება აქვს საჭიროებიდან გამომდინარე შეცვალოს უბნის საზღვრები. მთავარია უბნის საზღვრის შეცვლამ არ გამოიწვიოს ამომრჩეველთა გადაჭარბება და ამომრჩეველს ეცნობოს უბნის ცვლილებებთან დაკავშირებით. ბევრ ქვეყანაში საზღვრების დადგენა არჩევნების შედეგების მანიპულირებასთანაცაა დაკავშირებული, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს”.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი