შესაძლებლობა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს


მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ,,კერძო სკოლათა ასოციაციაახალ პროექტს იწყებს. საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემენ, უფასოდ ისწავლონ.

სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას ის მოსწავლეებიც. რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტინენტის რაოდენობაზე კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესშიგანაცხადა.

ახალციხეში არსებული კერძო სკოლა ,,მზექასდირექტორის ბელა კაპანაძის განმარტებით, ახალი პროექტი მათ სკოლაში უკვე დაწყებულია: ,,ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ქულათა შესაბამისი რაოდენობა, შეუძლიათ, მოვიდნენ ჩვენთან, წარვადგენთ მათ მონაცემებს და სახელმწიფო ჩაურიცხავთ   საჭირო თანხას”.  

ნათია პარუნაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი